x
დედის კულტი, თუ სექსუალური უკულტურობა? (ქართველი ერის ფსიქოანალიზი)

image

მინდა ჩემიაზრი მოგახსენოთ დედის გინებაზე, ეს მოქნეულ მუშტზე უფრო მწარე დარტყმაა, რომელიც აუცილებლად უნდა მიაყენო მაწყენარს, აბა ისე ნაცემი არ გყავს, ხოდა თუ წარმოიდგენთ რომ ეს ჩხუბი მოხდა გერმანელებს, ამერიკელებს შორის, ხელის ეს ჟესტი საერთოდ გამოყენებული იქნებოდა? მე მგონი რომ არა, მეტიც ეს მორალური დარტყმა უკიდურესად უცნაური იქნებოდა ფიცხელ ჩხუბში. ეს ყველაფერი გასაგებია ჩვენი კულტურის ნაწილია, მაგრამ რა გახლავთ მიზეზი ზუსტად ესაა საინტერესო, ამ სამ სიტყვიან ინსულტში შეიძლება თუ არა ქართული მცონარების საიდუმლოს მივხვდეთ?

არის თუ არა კავკასიური დედის გინება? არ ვიცი მინდა რომ თქვენ დამეხმაროთ, ამას წინათ სომხურ აზერბაიჯანული ხელჩართული ჩხუბის ვიდეო ვნახე, სადაც მხვერპლს აიძულებდნენ რომ ეღიარებინა რომ "ცხვარია" (ბარან), რაზეც მსხვერპლმა უპასუხა რომ ეს კაცური არაა და პასუხად უსასტიკესად ცემეს, არც ერთი დედის გინება ინსულტი უფრო პიროვნულ თვისებების დაკნინებაზე მოვიდა. ასევე ცხელთავა ჩეჩნების ვიდეოებიც მინდა გაგახსენოთ, რომლებიც ბოდიშებს ახდევინებს მაწყენარს, აიძულებს აღიაროს რომ "პიდერია" და იქაც არც ერთი დედის გინება. ჩემი მოკრძალებული ცოდნით დედის გინება კავკასიური არაა.
რუსებში გავრცელებული "მატირიტსია" ასევე მგონია რომ ქართულის ზეგავლენაა, იმიტომ რომ მათ ჩხუბში რიტუალური დამცირების მნიშვნელობა არ აქვს დედის გინებას და მეტიც პირად ინსულტში დედის გინების მნიშვნელობას მხოლოდ იმით ხსნიან, რომ ქართველთან აქვთ კონფლიქტი და ამ სიტყვებში ყველაზე დიდ შეირაცხყოფას აქსოვს, მაგრამ ვიცი ისეთი მაგალითებიც როცა რუსს არ ესმოდა დედას რატომ აყენებდა შეურაცხყოფას, როცა საქმე მასთან ქონდა... არ ვიცი იქნებ მე საკმარისად ნამოგზაურები არ ვარ ზუსტად ვიცოდე თუ ასე არაა შემისწორეთ.
და მაინც რა არის დედის გინება და რატომ დედის? ძალიან სულელურად მეჩვენება მოსაზრება რომ დედის კულტი გვაქვს და დედა გვიყვარს... ყველას უყვარს დედა ბატონებო, გეი ევროპაშიც უყვართ, დედის კულტი ყველგან აქვთ, ეს კულტურული უნივერსალიაა. მაშინ რა?
სიტყვა მოტ...ვნა მოდის "მოტ..ყვევნიდან" ანუ დატყვევებიდან ამ სიტყვაშიც ჩანს წინაპართა სექსის კულტურა, ჩემთვის ცნობილ არც ერთ ენაზე სექსი ლამაზი აქტის აღმნიშვნელი მნიშვნელობით არ მახსენდება, ეს ცხადია რელიგიურ პატრიარქალური საზოგადოების შედეგია, ასე იყო ყველგან. როგორც ფუკო ამბობს: "არსებობდა ადამიანის ანატომიური პოლიტიკა, რომელიც სექს მთლიანად ტაბუირებულ მოვლენად ხდიდა". ხოლო პოსტ-მოდერნის საზოგადოებამ კი "სექსი ყველაფრის ამხსნელი გახადა, რადგან მასზე დავიწყეთ საუბარი და თემის ლიბერალიზაციის ხარისხი განსაზღვრავს საზოგადოების მოდერნიზაციას" (ჩემი პერიფრაზი), ამიტომ გაჩდა სიტყვათა მნიშვნელობები როგორიცაა to make love და заниматься любовью (მომიტევეთ უცოდინრობა მეტი ენა არ ვიცი) ქართულ ენაში კი ასეთი ორგანული სიტყვათა კომბინაცია არ გვაქვს, ცხადია გვხვდება სიყვარულით დაკავება, მაგრამ დამეთახნეთ რომ ეს რუსული კალკია და არა ქართული ენის ორგანული ფორმა. გვაქვს სიტყვა გაჟი...მვა (მიწოლით მოტ..ყუნა) არ ვიცი რამდენად ძველი სიტყვაა, თუმცა მასში უფრო მეტი სიყვარული იგრძნობა იმიტომ რომ ფუძე სიტყვისგან განსხვავებით ურთიერთანხმობაა, იქ კი მხოლოდ ერთი მხარის კმაყოფილება, თუმცა მაინც აქტში ნაგულისხმევია დომინაცია.
და მაინც რა გახლავთ დედის გინების ფორმის შექმნის მიზეზი? ენა ორგანული რამ გახლავთ, ის ასახავს კულტურას და ენაში იქმნება ისეთი სიტყვები და მნიშვნელობები რომელიც საყოფაცხოვრებო ეპიზოდთა მოვლენებს აღნიშნავს რომ კულტურამ მოახდინოს ყველა მოვლენის კოდიფიკაცია. ამიტომ გინების წარმოშობას აქვს თავისი მიზეზები ის უნდა ასახავდეს კულტურულ კოდებს რომელიც ჩვენს ყოფაცხოვრებაშია სხვაგვარად ვერ წარმოიშვება.
ჩემი აზრით დედის გინებაში სექსის დეფიციტის მიზეზით გამოწვეული ვერბალური სუბლიმაცია დევს. ქართულმა პატრიარქალურმა საზოგადოებამ პრაქტიკულად მოსპო სექსით გაძღომის შესაძლებლობა, განა იმას ვამბობ რომ სექსით ვერავინ გამძღარა, მაგრამ ეს გამონაკლისი იყო და ქართულ ყოფაში ასეთი კაცი ისეთი მაჩო ფსიქოტიპია რომ მისგან ქმარი და მამა არ გამოვა, ეს არის 99 ხინკალს რომ შეუკვეთავს "100 რა ღორი ხომ არ ვარო", დანარჩენი ჩვეულებრივი ჯანსაღი ფსიქოტიპის ადამიანი "გამაძღარი" არაა. მთელი კულტურული ოგზიმორონი მდგომარეობს იმაში რომ სექსით გამაძღარობა მამაკაცის რეალიზაციის ფორმაა, ეს იმ ფონზე როცა თავად მამაკაცურ კულტუში ყველაფერი აბრკოლებს მამაკაცს სექსით დაკმაყოფილებისკენ (ქალიშვილობის ინსტიტუტი, გაფართოებული პატრილოკალური ოჯახი (წყვილს დამატებული მშობლები ძირითადად მამაკაცის სახლში). ანუ უფრო მარტივად რომ ვთქვათ ბევრი სექსი მაგარია, მაგრამ სად და ვისთან?
სექსის დეფიციტით გამოწვეული ფსიქო სოციალური კრიზისის შედეგია სხვა მამაკაცის ზიზღი! გაგიკვირდათ რას ვამბობ? ეს არის სხვისი თესლის კი არადა ხელით შეხების ზიზღი. ქალიშვილობის ინსტიტუტის ერთერთი მიზეზიც ხომ სწორედ იმ ჰიპოთეტური, თუ ცნობილი მამაკაცის ზიზღია, რომელიც ქალს შეეხო. ამიტომ ხელშენახები ქალის მიმართ ჩნდება ნამამაკაცარის ზიზღი და სწორედ ამ ზიზღის ვერბალური გამოხეთქვაა დედის გინება.
გასული საუკუნის 80 იანი წლებიდან გაჩნდა გამოთქმა "ჩემი დედა მოვტ...ან" რომელშიც ცხადია იგულისხმება დაფიცება, ან უბრალოდ გამოიყენება როგორც შორისდებული, მაგრამ თავად ტერმინი, ჩემი აზრით გამომდინარეობს სწორედ სექსის დეფიციტიდან, რომელშიც ქვეცნობიერად იგულისხმება "ჩემი საქათმის ქათმები ჩემია"; "დედა ჩემი ქათამია". ჩემი აზრით ეს მამაკაცის წინააღმდეგ გამოთქმული პრეტენზიაა, სწორედ იმ ზიზღის რომელიც ზემოთმოგახსენეთ, რომელშიც სხვას ახსენებს ჩემსას ნუ შეეხები!
ცხადია დღეს დედის გინება ენობრივი სიმბოლოა და თანამედროვე კლაბერი ახალგაზრდა რომელსაც სექსი არ აკლია, სულაც არ დებს დედის გინებაში ფსიქო-სოციალური სუბლიმაციებს მაგრამ თავისთავად ეს მცონარე კოდი რომელიც ჩვენი ერის დნმ-ში დევს, მე მგონი გახლავთ მიზეზი ქართველთა არაორგანიზებულობისa და ერთმანეთისადმი ვერ მორჩილების.
რატომ ვერ ავაშენეთ წარმატებული სახელმწიფო, მაშინ როცა ამისათვის მთელს კაცობრიობის ისტორიაში ერთერთი ყველაზე ხანდაზმული ერი ვართ? იმიტომ რომ ჩვენს კულტურაში დევს წინააღმდეგობა, რომელშიც არის ჩადებული ერთმანეთის მიმართ, კონკურენცია და ზიზღი, სწორედ ესაა მიზეზი ღალატის, ჩვენივე საქმის ჩაჯმის, ჩაპარტახების, გაუტანლობის, და ეს კულტურული კოდი დღემდე მოქმედია, დღემდე ქართველი ერი სექს ვერ ეზიარა, ვერ გათავისუფლდა, ვერ გაძღა.
1
239
შეფასება არ არის
ავტორი:VeritasForYou
VeritasForYou
239
  
2021, 24 მაისი, 16:23
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1