საზოგადოება სასწაული ამბავი თბილისის მეტროში - „ამის შემხედვარეს გული მომეწურა“ 2021, 24 მაისი, 10:02 ![]() ინტერნეტსივრცეში თბილისის მეტროში მომხდარი საოცარი ამბავი გავრცელდა. ეს ისტორია კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ, რომ ჩვენს ირგვლივ ჯერ კიდევ არსებობს უანგარო სიკეთე: .
„ესეც გუშინ იყო, მეტროთი რომ ვიმგზავრე „ვაგზლის მოედნიდან“ „ავლაბრამდე“. ზურგსუკან საუბარმა მიმახედა. . – ორ საათამდე ამეებს ჩამოვარიგებ, მერე წამოგიყვან სკოლიდან ჭანიშვილების სახლში. იქ იმეცადინებ, ვიდრე მე დავალაგებ. იცოდე, არაფერს ხელს არ ახლებ. . დაბალ-დაბალი, მრგვალი ქალი იყო. 30-31 წლის იქნებოდა, ქერა, ნაცრისფერი თვალებით. ცალ ხელში უამრავი საოფისე კონვერტი ეჭირა, მეორეთი ცხრა-ათი წლის გოგო ბავშვს აკავებდა მოძრავ ვაგონში. . – თერთმეტი ლარი იყო დენი გადასახდელი. ხვალ შენგელიების სახლს დავალაგებ, შაბათს სარეცხი და უბორკა მაქვს ნოზაძეებთან და კვირას გიყიდი ბაზრობაზე მათემატიკის წიგნს და „ფარმადეპოში“ ბებოს წამლებს… . ბავშვმა უხმოდ დაუქნია თავი და „კორსო იტალიას” რეკლამას გახედა. . მომეწურა, მომეწურა გული, რაღაც ცივი და მძიმე ჩამესხა. , შემდეგი სადგური „თავისუფლების მოედანიო“ უკვე ინგლისურადაც გამოგვიცხადა რადიომ, დედა-შვილმა კარისკენ გადმოინაცვლეს. უცებ ჩემს წინ, მარცხნიდან მარჯვნივ გაიარა მამაკაცის ხელმა, ბავშვი-გოგოს ჯინსის ქურთუკის მოღიავებულ ჯიბეში ორი ოცლარიანი ჩადო და ბეწვზე მოასწრო დასახურ კარში გახტომა… . ეგ მერე ვნახე, ორი ცალი რომ იყო ოცლარიანი, მატარებელი რომ უკვე გვირაბში მიჰქროდა, დედას რომ მიაწოდა დაბნეულმა გოგომ ფული. . მეტროს მგზავრს თავადაც არ აქვს ხშირად ბევრი… P.S. უშურველი კაცის ხელი არ დარჩება ცარიელიო… არც დატოვო, ღმერთო!“ წყარო: kartuli.kvira.ge 1281 1-ს მოსწონს 1-ს არა
|