განათლება ვინ არიან გოგონები ,რომლებმაც მარტომ კლასში დაამთავრეს სკოლა 2021, 20 მაისი, 19:58 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორო სოფლის სკოლაში დაირეკა ბოლო ზარი თითო-თითო ბავშვისთვის.ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. "6 წელია რაც კლასში მარტო ვარ. ჩვენს სკოლაში იმდენად მეგობრული გარემოა, რომ არასდროს მიგრძვნია კლასელის დანაკლისი. გაკვეთილები ჩვეულ სტილში მიტარდებოდა. მასწავლებლები ყოველთვის ცდილობდნენ სასიამოვნო გარემოს შექმნას, რომ საგაკვეთილო პროცესი მოსაწყენი არ ყოფილიყო. შეიძლება, ბევრს რთულად ეჩვენოს კლასში მარტო ყოფნა, მაგრამ ჩემთვის ეს დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა. დასვენებებზე მთელ დროს სხვა კლასის მოსწავლეებთან ერთად ვატარებდი, რომლებიც ამ 12 წლის განმავლობაში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან ადამიანებად იქცნენ. სწორედ მათ მომიწყვეს დღეს ისეთი ბოლო ზარი, რომ ცრემლების შეკავება ვერ შევძელი. სკოლა ჩემთვის მეორე ოჯახი იყო და გული მწყდება აქედან რომ მივდივარ. ვაპირებ ჩავაბარო დაწყებითი განათლების ფაკულტეტზე. ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი პედაგოგობით, მაგრამ მხოლოდ წელს გადავწყვიტე გავყოლოდი ამ პროფესიას. სამწუხაროა, რომ სკოლებში დღითიდღე იკლებს ბავშვთა რაოდენობა, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს არ უნდა იქცეს დამაბრკოლებელ ფაქტორად განათლების მიღებისას. ძალიან მინდა, რომ ცხოვრებაში წარმატებული ვიყო და გავამართლო ყველა იმ ადამიანის იმედი რომელსაც ჩემი სჯერა."-ამბობს ლაშის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული სალო კვირიკაშვილი. კიდევ ერთი ბავშვისთვის დაირეკა ბოლო ზარი წყალაფორეთის საჯარო სკოლაში. ნინო ჭანკვეტაძეს სკოლის დამთავრებას, სკოლის დირექტორი გიორგი გველესიანი სოციალურ ქსელში ულოცავს: “ნინიკო, ჩვენ ყველამ ვიცით არასოდეს შეარცხვენ მშობლიურ სკოლას, ოჯახს, სოფელს, შენ ძალიან მაგარი გოგო ხარ და გვჯერა ბევრჯერ ვიამაყებთ შენით. გზას დაგილოცავთ ახალი მწვერვალებისკენ, ბევრი წარმატება შენ, ბევრი სიხარული და ბედნიერება შენ, გვიყვარყარ და გვეიმედები. შენი სკოლა ყველგან შენს გვერდით იქნება.“ 153 3-ს მოსწონს
|