ქალი და მამაკაცი "ვიაგრას"ყოფილი სოლისტი ამბობს,რომ მელაძე იშორებდა იმ ქალებს ვინც მის ალერსზე უარს ამბობდა 2021, 18 მაისი, 14:45 ანი ლორაკის შემდეგ, რომელმაც განაცხადა, რომ კონსტანტინე მელაძე აიძულებდა თავისავე შექმნილ ჯგუფის წევრებს მასთან ინტიმური ურთიერთობის დაწყებას, ამის შესახებ კიდევ ერთმა მომღერალმა ისაუბრა. ტატიანა ნაინიკმა გადაცემა ""Звёзды сошлись"-ის ეთერში კონსტანტინე მელაძესთან თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა. არტისტის თქმით, ის უმწიკვლო ბავშვი იყო, ინტელექტუალურ ოჯახში გაიზარდა და საზღვარგარეთ მოდელად მუშაობდა. როდესაც გოგონა "ვია გრა" -ში მიიწვიეს, ვალერი მელაძე მას დაპირდა პატივისცემით მოპყრობას, რადგან ისინი იქ იყვნენ, როგორც ერთი"ოჯახი". თუმცა მალევე, ურთიერთობა ამ საზღვრებს ბევრად გასცდა. როდესაც 23 წლის ტატიანა შეხვდა კონსტანტინეს, მან გოგონას მის წინაშე გაშიშვლება სთხოვა . გოგონა დიდი ხნის განმავლობაში იცნობდა ძმებს, მათ ღირსეულ ადამიანებად თვლიდა, ამიტომ თავიდან ამის გამო არ შეშინდა . "პირველად ეს 23 წლის ასაკში დამემართა. მოვხვდი ჯგუფ "ვია გრაში" - ში. ჩემი ენა არ მაძლევს იმის უფლებას, რომ მას სექსუალური შევიწროება ვუწოდო ... მაგრამ მან ჩემს მიმართ ინტერესი გამოხატა. <...> კოსტია აეროპორტში დამხვდა, საოცრად მოიქცა. მან სასტუმროში წამიყვანა, შემდეგ იყო რეპეტიციები. გავიხადე, მხოლოდ საცვლების ამარა დავრჩი..რომ მას ენახა როგორ მომერგებოდა კოსტუმები. " ფოტოზე: ტაიანა ნაინიკი (ცენტრში)"ვია გრაში" კონსტანტინმა ტატიანას განუცხადა, რომ ბევრი ოცნებობს მასთან თანამშრომლობაზე, ხოლო ანი ლორაკი საერთოდ ემუდარებოდა, რომ ჯგუფში მიეღო. თუმცა პროდიუსერს, გოგონა უკვე ჯგუფისთვის "ასაკოვანი" ეჩვენებოდა, ტატიანას თქმით კოსტია მასთან ინტელიგენტურად ურთიერთობდა, ყოვეგვარი ნართაული თემების გარეშე. თუმცა მისმა ქმედებებმა მალევე კითხვები გააჩინა. ურთიერთობაში სხვა ნიშნები გამოიკვეთა, " პირველი დამშვიდობების დროს ის არც თუ მამაშვილურად ჩამეხუტა. ეს იყო მინიშნება, ნებისმიერი ქალი მიხვდება ამას. დავიძაბე. ის წავიდა, ჩვენ მიმოწერა გვქონდა. შემდეგ მივხვდი, რომ ამ კაცს თითქმის 24 საათის განმავლობაში მიმოწერა ჰქონდა ჯგუფის ყველა გოგონასთან. თავიდან მიმოწერა ზომიერების ფარგლებში იყო, თუმცა კლიპის გადაღების შემდეგ კოსტიამ თავისთან მიხმო..რაღაც რიგზე ვერ არის...რაღაც არ მოეწონა. ასე მითხრა: "რა უნდა გავაკეთოთ შენთან? რაღაც არ გამოგდის. ცუდად ცეკვავ ..." კომუნიკაცია არ ეწყობა, არ მესმის პრეტენზიები. როგორც კურდღელი მახრჩობელას ისე ვუყურებ მან მუხლებზე დამისვა. არ უკოცნია, ეგრევე ბარძაყზე წამავლო ხელი, ყოველგვარი რომანტიკის გარეშე. ვაზივარ, ვკანკალებ. ხელებს კი მიფათურებს და უფრო ძლიერად და ძლიერად მიჭერს" ინციდენტის შემდეგ, მომღერალმა ისე დაიჭირა თავი ვითომ არაფერი მომხდარა. მაგრამ ამას მოჰყვა არასერიოზული მიმოწერა პროდიუსერთან. გოგონა ჯგუფში კიდევ ექვსი თვის განმავლობაში დარჩა, რომელსაც "ძლიერი ბულინგი" მოჰყვა. მომღერალმა თავს გადამხდარი ამბავი თითქმის არავის მოუყვა, დედაც კი. ”აქამდე მრცხვენია, უხერხულია, ეს იწვევს შფოთვას, პანიკას”, - აღიარა მან და აღნიშნა, რომ მის კოლეგებს შეეძლოთ ჯგუფი ამავე მიზეზით დაეტოვებინათ. შეგახსენებთ, მანამდე სექსუალურ შევიწროვებაში კონსტანტინე მელაძეს ბრალი ანი ლორაკმა და ოლია პოლიაკოვამ წაუყენეს. 1392 3-ს მოსწონს
|