x
წარსული ტკბილად გვეჩვენება, გარწმუნებთ მხოლოდ გეჩვენებათ!

imageეს იყო დრო როცა კუჭი უფრო მეტ ბაქტერიას უძლებდა და ნაკლებად აზიზები გახლდით, აბა სეფაში სუფრა რა ასატანია, სიცივის დროს დუბლიონკებით; ქარის დროს აფრიალებული სალფეთქებით; წვიმის დროს ჩამობერილი ბრეზენტით... არც თეფში იყო ნორმალურად გარეცხილი და არც ჭიქა! საჭმელი მზადდებოდა მრავალჯერად, გაურეცხავ გაუხეხავ ქვაბებში, რომელიც სახელდახელოდ მოწყობილ გახვრეტილ მომრგვალებული მილის გაზქურების გამო, გარედან ერთ სანტიმეტრიანი სისქის შავი ჭვარტლით იყო დაფარული. სუფრაზე სერვისს უზრუნველყოფდა "თავდადებული" მეზობლები, რომელიც საჭმელების სუფრაში საჭმლის ჩაყრას უფრო ახერხებდნენ ვიდრე მომსახურებას, არც ისე იშვიათად საჭმლის ქურდობას. სუფრას თან ახლდა მეზობელის დაუპატიჟებელი ბავშვები, რომელებიც ქურდბაცაცობდნენ, რაც რატომღაც ტკბილად გვახსენდება, მოწყენილობის გამო შეიძლება აყოლოდნენ დაპატიჟებული სტუმრის შვილებიც, იმიტომ რომ ბავშვებისთვის ცალკე სუფრა არ იშლებოდა, რადგან იმ პერიოდში ბავშვებს არასერიოზულად აღიქვამდნენ და პიროვნების შესაფერ პატივისცემას არ მიაგებდნენ. მანქანა ყველას არ ყავდა, ამიტომ მაყრიონის მანქანების თვალიერება ცალკე სანახაობა და ჭორაობის საგანი იყო. სუფრის გაშლამდე ნარდი და სეკას თამაში ნაღდ ფულზე (შეიძლება თავანზეც), იამაჰაზე აწყობილი უგემოვნო ფანოღი, მანქანაზე დამაგრებული თოჯინა კი უგემოვნობის პიკი!... არც ერთს არ გაგისწორდებათ მაშინდელი ქორწილი, უბრალოდ ახალგაზრდობა, ან ბავშვობა გვენატრება, თორე რა არის სავოკში სანატრელი?! ახალგაზრდებო არ დაუჯეროთ უფროსებს, მათ უკეთესი ცხოვრება არ ჰქონდათ, უბრალოდ მაშინ უკეთესი ცხოვრება არ ვიცოდით.

3
155
1-ს მოსწონს
ავტორი:VeritasForYou
VeritasForYou
155
  
2021, 14 მაისი, 9:45
რატომ გგონიათ რომ ეგ ტკბილად მახსენდება?ერთ-ერთი საზიზღრობა ეგ იყო(ბარე კიდვე მინიმუმ 10-ის ჩამოთვლა შემიძლია) და ბევრჯერ მითქვამს..მაგრამ უფრო მეტი კარგი შემიძლია ჩამოთვლა.რომელიც დღეს აღარ არის..ისე სხვათაშორის ფანოღები დღესაც არის..( უფრო უარესი0.და ეს ფანოღი ძირითადად მარტო თბილისში იყო,ხოლო რეგიონებში ქორწილებში ძირითადად ცოცხალი ბენდები უკრავდნენ და თან შესანიშნავად
,,მაშინ,, პერიოდი რა წლებს მოიცავს და რას გულისხმობთ კარგ ცხოვრებაში?)
2021, 14 მაისი, 6:20
მაშინ მოსახლეობის 99 პროცენტი ცხოვრობდა კარგად, ხოლო დანარჩენი ერთი პროცენტი ცხოვრობდით ცუდად, რადგან მაშინდელი კანონი არ გაძლევდათ იმის საშუალებას, რომ მოგეპარათ მილიონები. ახლა მოსახლეობის 95 პროცენტი ცხოვრობს ცუდად, ხოლო დანარჩენი ხუთი პროცენტი ცხოვრობთ ძალიან კარგად, რადგან იპარავთ იმ 95 პროცენტის ნაშრომს, რომლებიც ცუდად ცხოვრობენ იმის გამო რომ თქვენ ითვისებთ მათი შრომის შედეგის უდიდეს ნაწილს, რადგან დღევანდელი უსამართლო კანონმდებლობა გაძლევთ ამის საშუალებას. და კიდევ ერთი, მას შემდეგ 32 წელი გავიდა, ამიტომ სულ მცირე საერთო ცხოვრების დონე სამჯერ მაინც უნდა გაზრდილიყო. აი ეს არის სიმართლე.
0 1 3