ეკონომიკა მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის მშენებლობა კოვიდის გამო შეჩერებულია 2021, 6 მაისი, 6:38 კრიკის კოშკი (არაბ. برج خور دبی) დასრულების შემდეგ იქნება მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენი. ის ასევე დუბაიში შენდება და ამჟამინდელ ყველაზე მაღალ ნაგებობაზე ბურჯ-ხალიფაზე მაღალი იქნება.
ამ გრანდიოზული ცათასმბჯენის აგება 1 მილიარდი დოლარი დაჯდება. თუმცა გაერთიანებულ საემიროებში ცათამბჯენების ხარჯი რა მოსატანია. მისი მშენებლობა 2016 წელს დაიწყო და იგეგმებოდა 2022 წელს დასრულება, თუმცა COVID-19 პანდემიის გამო მშენებლობა შეჩერებულია. საბოლოო სიმაღლე არ გახმაურებულა, თუმცა პროექტის შემქმნელი Emaar-ის ოფიციალური განცხადებით ნაგებობის სიმაღლე მინიმუმ 828 მეტრი იქნება. რაც ბურჯ ხალიფას, დუბაის ყველაზე მაღალი ცათამბჯენის სიმაღლეა. ზოგი ვერსიით ის 928 მეტრი იქნება, ზოგი ვერსიით კი კილომეტრ ნახევარი. ნაგებობის არქიტექტორია ესპანელი სანტიაგო კალატრავა. შეჩერებული მშენებლობადუბაი კრიკი-თაუერის მოდელისამი ყველაზე მაღალი ცათამბჯენი მსოფლიოშიშენობების ევოლუცია დღემდე123 შეფასება არ არის
|