სიახლეები ვისაც აცრა არ გინდათ ნუ აიცრებით, ოღონდ ჩვენ დაგვანებეთ თავი რა-ეკო ფანგანი 2021, 4 მაისი, 10:09 ტელეწამყვანი და მოდელი ეკატერინე ფანგანი სოციალურ ქსელში წერს, რომ აცრაზე 11 მაისს არის ჩაწერილი და თან იმ ადამიანებს ეხმაურება, ვინც ვაქცინაციას, რატომღაც რელიგიას უკავშირებენ.
ვისაც აცრა არ გინდათ ნუ აიცრებით, ოღონდ ჩვენ დაგვანებეთ თავი რა. ტყუილებს და ჭორებს ნუ ავრცელებთ გარდაცვლილებზე.
არაფერი აცრა არ ჰქონდა გაკეთებული არავის, ვინც კოვიდით გარდაიცვალა.
მე ჩემი პირადი ცხოვრების დეტალების აფიშირება არ მიყვარს, მაგრამ რადგან აღმსარებლობას ვაქცინაციას ადარებენ, მხოლოდ ამიტომ ვიტყვი, რომ ამ მარხვაში რამოდენიმეჯერ ვეზიარე და 11 მაისს ჩაწერილი ვარ სინოფარმის აცრაზე. იმედია, იქამდე ჯანმრთელად მივალ.
ჩემი მოძღვარი, რომელიც ბერია, მაგრამ თან ამავდროულად ქირურგი ტრავმატოლოგია (ყველგან ხალხის სამსახურშია), ერთ-ერთი პირველი იყო ვინც აიცრა, როგორც ექიმი. არამგონია, მასზე მეტი რწმენა ჰქონდეს ბევრს გულში.
რწმენა - სიყვარულია. სიყვარული სხვებზე ზრუნვაა.
შეგახსენებთ, რომ დღეიდან საქართველოში დაიწყო ჩინური ვაქცინა "სინოფარმით" ვაქცინაცია, პარალელურად გამოქვეყნდა ჯანმოს ექსპერტთა დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ, ამ ვაქცინის ორი დოზა 18-დან 59-წლამდე ასაკობრივ ჯგუფში COVID-19-ის პრევენციისთვის ეფექტურია. რამდენიმე ქვეყანაში მესამე ფაზის კლინიკური კვლევების მიხედვით, ვაქცინის ეფექტიანობა 78.1%-ია.დღევანდელი მდგომარეობით „სინოფარმი“ ავტორიზებულია 35 ქვეყანაში, 200 მილიონ დოზაზე მეტი აქვს გაცემული მწარმოებელს სხვადასხვა ქვეყნისთვის.
სინოფარმის გამოყენების შემდეგ არ ვლინდება სერიოზული კლინიკური გვერდითი მოვლენები. ძირითადი გვერდითი ეფექტია თავის ტკივილი, დაღლილობა, ნანემსარი ადგილის ტკივილი.
ჩინეთის მონაცემებზე დაყრდნობით, სულ 5.9 მილიონი ადამიანიდან გვერდითი მოვლენები დაუფიქსირდა მხოლოდ 1 453-ს, აქედან 202-ს სიცხე. ამასთან ერთად, სინოფარმით აცრისას ანაფილაქსიის არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა და მხოლოდ მსუბუქი ალერგიული რეაქციები დაფიქსირდა. ჯანმოს მიერ სინოფარმის და სინოვაკის ვაქცინის ავტორიზაციის საკითხი, სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი. დღესვე დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ჩინური ვაქცინით, „სინოფარმით“ თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აიცრა. 237 6-ს მოსწონს
|