საზოგადოება ერთი უკიდურესობიდან მეორეში 2012, 5 სექტემბერი, 15:02 ქალიშვილობის ინსტიტუტი დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა.საინფორმაციო წყაროებში ყოველდღიურად ვაწყდებით სხვადასხვა სტატიასა თუ შეხედულებას, რომლებშიც ავტორები და მკითხველები გვიზიარებენ თავიანთ მოსაზრებებს და, ძირითად შემთხვევებში, მათი ნათქვამებიდან მხოლოდ ის დასკვნა გამოგვაქვს, რომ ქალიშვილობის ინსტიტუტი ძველი საუკუნის გადმონაშთია და დროა ვიაზროვნოთ თანამედროვედ, პატიოსნება ქალწულობით არ განისაზღვრება და ასე შემდეგ.დიახ, ბევრ რამეში ნამდვილად გეთანხმებით, მაგრამ სამწუხარო რეალობაა ის, რომ ვერ ვახერხებთ ოქროს შუალედის პოვნას და ერთი უკიდურესობიდან მეორეში მივექანებით-თუ ძველი თაობის პატიოსნების კრიტერიუმი მხოლოდ და მხოლოდ საქალწულე აპკია, დღევანდელი თაობის დევიზი ხდება "წინ, გოგონებო!".რასაკვირველია, სულაც არ ვარ უფროსი თაობის პოზიციის მომხრე, მაგალითად, მიატოვო ქალი მხოლოდ იმის გამო, რომ იგი ქალიშვილი არ აღმოჩნდა და არც კი დაინტერესდე მისი წარსულით (რაც, დამეთანხმებით, საკმაოდ ხშირად ხდება დღესდღეობითაც კი) არასწორი კი არა, უბრალოდ ამაზრზენია.რჩება შთაბეჭდილება, თითქოს ქალი რაღაც ნივთია, რომელიც თქვენ სრულიად"ახალი" უნდა ჩაგივარდეთ ხელში და წარმოუდგენელია, რომ მას ადამიანური გრძნობები და ემოციები გააჩნდეს, ავლენდეს სისუსტეებს, უშვებდეს შეცდომებს და ასე შემდეგ.ალბათ ხშირად გაგიგიათ ძველებური "ფრთიანი" გამონათქვამები-"ნახმარი რად მინდა", "თუ ქალიშვილი არაა ცოლად არ მოვიყვან", "ჩემს შვილებს ასეთი დედა არ სჭირდებათ" და სხვა.გნებავთ აღზრდას დააბრალეთ, გნებავთ-მენტალიტეტს, მაგრამ ასეთი მამაკაცის აზროვნება, ვფიქრობ ავადმყოფურიც კია.გარდა ამისა, მან საერთოდ არ იცის, რა არის არა მარტო ქალის, არამედ, საერთოდ, ადამიანის პატივისცემა.იგი ისეთ ქალსაც კი მიატოვებს, რომელიც შეიძლება სულაც ძალადობის მსხვერპლი გახდა და "ბრალი" არაფერში მიუძღვის, თუმცა ალბათ ასეთი კაცისგან თავის დაღწევა უკეთესიც კია, თუმცა ეს მედალიონის მხოლოდ ერთი მხარეა.თანამედროვე ახალგაზრდებს კი სრულიად საპირისპირო შეხედულება აქვთ და თვლიან რომ სულაც აღარაა სავალდებულო, ქალიშვილი დაქორწინდე.სავალდებულო ნამდვილად არაა, გააჩნია შემთხვევას, მაგრამ ქალიშვილობის ინსტიტუტის მარადიული გმობითა და კრიტიკით შედეგად მხოლოდ იმას მივიღებთ, რომ გოგონები უკვე სკოლის ასაკში დაიწყებენ აქტიურ სექსუალურ ცხოვრებას და ქორწინებამდე, ვინ იცის, რამდენ პარტნიორს გამოიცვლიან.შეიძლება ეს კატასტროფად სულაც არ მოგეჩვენოთ, მაგრამ, რაც არ უნდა იყოს, მაინც მორწმუნე, ქრისტიანი ერი ვართ და ქალის პატიოსნებას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, რადგან მომავალი თაობები სწორედ რომ ქალბატონების აღსაზრდელია და მათი როლი ამ საკითხში მეტად მნიშვნელოვანია.მახსოვს, გასულ წელს გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე მოწვეულმა ფემინისტმა ფსიქოლოგმა თავის სიტყვაში შემდეგი რიტორიკული შეკითხვა დასვა:"შეიძლება კი ქალი უპატიოსნოდ შევრაცხოთ იმიტომ, რომ მას საქალწულე აპკი არ აქვს?".დიახ, გეთენხმებით, არ შეიძლება, მაგრამ გვავიწყდება, რომ საქმე ის კი არაა, ქალს აპკი რომ არ აქვს, არამედ ის, თუ რატომ არ აქვს ეს აპკი.მე ვებრძვი იმ შეხედულებას, რომ პატიოსნება მართლაც ფიზიოლოგიურ დონემდე დავიყვანოთ.ხომ შეიძლება, ქალს გულწრფელად შეუყვარდეს კაცი, მიენდოს მას და გრძნობებს აყოლილმა შეცდომა დაუშვას, ბოლოს კი მიტოვებული დარჩეს.მსგავსი შემთხვევები დღესაც მრავლადაა და ასეთი ქალების საქციელი უპატიოსნების შედეგი კი არა, უბრალო ადამიანური სისუსტეა და მათი გაკიცხვა საზოგადოების მხრიდან არასწორია, მაგრამ, დამეთანხმებით, რომ როცა ქალს ასე "გულწრფელად" უყვარდება ჯერ ერთი, მერე მეორე, მერე მეათე და ყველასთან ასეთ უბრალო ადამიანურ სისუსტეებს ამჟღავნებს, ამას უკვე სხვა სახელი აქვს და ნამდვილად ვერ გავამტყუნებთ მამაკაცს, თუ მას ასეთ ქალთან სერიოზული ურთიერთობა არ მოუნდება.ქალიშვილობის ინსტიტუტთან დღევანდელ "ბრძოლას" კი სწორედ ასეთ შედეგებამდე მივყავართ, ვინაიდან უკვე შეინიშნება იმის ტენდენცია, რომ ახალი თაობა ქალიშვილობას აღარანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი ზემოთხსენებული "ბრძოლის" აზრს არასწორად იგებენ.ის, რომ პატიოსნებას ქალწულობა არ განსაზღვრავს, არ ნიშნავს იმას, რომ აღვირი ავიხსნათ და სექსუალური პარტნიორები ხელთათმანებივით ვიცვალოთ.შესაძლოა, შემეკამათოთ, მაგრამ სამწუხარო ფაქტია, რომ ყველაფერი სწორედ ამისკენ მიდის.რამდენიმე წელიწადში ალბათ ქალიშვილი გოგო დასაცინი გახდება, მის ცოლად მომყვან მამაკაცს კი გული დასწყდება, რომ გამოუცდელი ქალი შეხვდა.შედეგად კი რას ვიღებთ?თუ ძველი თაობის წარმომადგენელი ქალბატონები ნამდვილი "მონაზვნები" იყვნენ, მომავალ თაობაში უკვე მრავლად იქნებიან სუსტი ყოფაქცევის ქალები(სხვა სახელს ამას ვერ ვუწოდებთ), ხოლო რომელი უარესია, ეს უკვე თავად განსაჯეთ. ამიტომ საჭიროა ოქროს შუალედი გამოვძებნოთ, ანუ სულაც არ დავგმოთ ქალიშვილობა, მაგრამ თუ ქალს შეცდომა მოუვიდა, თითით საჩვენებელიც არ გავხადოთ და მის პატიოსნებას ავტომატურად ხაზი არ გადავუსვათ.შესაბამისად, უფრო სწორი იქნება დავუპირისპირდეთ არა ქალიშვილობის ინსტიტუტს, არამედ საზოგადოების ბრმა მიდგომას, რომლითაც დასკვნის გამოტანა ხდება მხოლოდ და მხოლოდ არაქალიშვილობის ფაქტის არსებობის საფუძველზე, ყოველგვარი მიზეზით დაინტერესებისა და ადამიანური გაგების გარეშე.ეს კი ხელს სულაც არ გვიშლის, ახალგაზრდებს მაინც მოვუწოდოთ თავშეკავებისკენ, ვინაიდან გვსურს თუ არ გვსურს, პატიოსნება ზოგჯერ მაინც ფასდება ქალიშვილობით და, თანაც, რითაა ცუდი, პირველი საქორწინო ღამე მართლაც რომ პირველი იყოს და სულითაც და სხეულითაც ეკუთვნოდეთ მხოლოდ იმ ადამიანს, რომელთანაც გსურთ მთელი ცხოვრება გაატაროთ? 126 5-ს მოსწონს 1-ს არა |
ისე ვიდეოების ატვირთვას თუ დააპირებ აი ეს საიტი გამოიყენე.
http://keepvid.com/
იუთუბიდან შეძლებ ვიდეოები გადმოწერო.
მე ძმაკაცი მყავს ერთი რომელმაც ასეთი სისულელე თქვა, რომ ის არ მოიყვანს არა ქალიშვილს, მასზე ასაკით დიდს და სიგარეტის მწეველს. მე მაგას პირდაპირ ვუთხარი, რომ უაზრო კრიტერიუმებიდა და სხვათაშორის ჩვენმა საერთო მეგობრებმაც იგივე გაუმეორეს. მაგრამ ის მაინც თავისას არ იშლის. :D