x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
სოციალისტური გერმანიის საკულტო ავტომობილების ახალი სიცოცხლე
image

ზუსტად 30 წლის წინ შეჩერდა "ტრაბანტის"(Trabant ) სერიული წარმოება, რომელიც გდრ-ს ერთ-ერთი სიმბოლო გახდა.


"ტრაბანტი" გერმანულად ნიშნავს "თანამგზავრს". ავტომობილს სსრკ-ს მიერ კოსმოსში გაშვებული პირველი ხელოვნური თანამგზავრის საპატივცემულოდ დაერქვა. დღეს ქალაქ ცვიკაუში მდებარე ყოფილი ქარხნის შენობაში მდებარეობს August Horch -ავტომუზეუმი.


როგორც მუზეუმის დირექტორი თომას სტები აცხადებს, გდრ-ის საკულტო მცირელიტრაჟიან ავტომობილს დღესაც უამრავი გულშემატკივარი ჰყავს:


image

"ჩვენთან მოდიან ენთუზიასტები, ზოგს ამ მანქანით სარგებლობა დღესაც სურს და რემონტის შეკვეთას იძლევიან. დღესდღეობით სულ უფრო მეტი "ტრაბანტი" რეგისტირდება. ქვეყანაში დაახლოებით სულ 38 ათასია . "

image

"ტრაბანტი" სახალხო ავტომობილად ითვლებოდა სოციალისტურ გერმანიაში დაბალი ღირებულების გამო და გარკვეულ მომენტში პოპულარობამ განაპირობა ის, რომ მსურველებს 10 წელზე მეტხანს უწევდათ ლოდინი, რომ მის საჭეს მიჯდომოდნენ.

image

დღეს ხელახლა დაბადებას განიცდის კიდევ ერთი მსუბუქი ავტომობილი აღმოსავლეთ გერმანიიდან "ვარტბურგი"(Wartburg) რომლის წარმოება შეწყდა 1991 წელს ქალაქ ეიზენახში.

image

ასოციაცია Intertrab ის თავმჯდომარე ვოლფგანგ კისლინგი ამბობს, რომ ეს მანქანები მხოლოდ გერმანიის გზებზე არ მოძრაობენ.

”ლიცენზირება ახლა უკვე აშშ-შიც გვაქვს. "ტრაბანტის" ნაწილების მომწოდებლებს და ონლაინ მაღაზიებს საქმე კარგად მისდით, თუმცა 20 წლის წინ გვიმტკიცებდნენ, რომ არაფერი გამოგვივიდოდა”

საერთო ჯამში, დაახლოებით სამი მილიონი "ტრაბანტი" იქნა წარმოებული. კოლექციონერები მართავენ ყოველწლიურ კონგრესებს და მზად არიან გადაიხადონ რამდენიმე ათასი ევრო ძველებურ მანქანაში.


image

ასევე იხილეთ



საბჭოთა კავშირის მოქალაქეებისათვის აუხდენელი ოცნება იყო უცხოური ავტომობილის შეძენა, თუნდაც სათანადო თანხა ჰქონოდათ შეგროვებული, ვთქვათ, "მერსედესის", "ფორდ-მუსტანგის" ან "კრაისლერის " შემოტანა მხოლოდ ცნობილ არტისტებს, სპორტსმენებს, კოსმონავტებს ან მაღალ პარტიულ ჩინოვნიკებს ჰქონდათ ნებადართული. მხოლოდ 80-იანი წლების მეორე ნახე...



ალბათ ძნელად მოიძებნება რომელიც ამ ლეგენდარული ავტომობილს ერთი შეხედვით არ ცნობდეს, იყო რა თქმა ამ ავტომობილში ისეთი განსაკუთრებული, რის გამოც იგი №3 "საუკუნის ავტომობილად"(Car of the Century)დასახელდა, იგი იქცა ფრანგული ავტომრეწველობის სიამაყედ, რომელსაც მეტსახელად"ქალღმერთი "შეარქვეს. ავტომობილით ყველა მოიხიბლა არა მარტო არაჩვეულებრივი დიზაინის გამო, არამედ ტ...


საბჭოთა ავტომრეწველობაში მოიძებნება ავტომობილები, რომელიც თავის დროზე საკმაოდ პროგრესული იყო და უტოლდებოდა ყველაზე პრესტიჟულ საზღვარგარეთულ ანალოგებს, თუნდაც "პობედა", სულ ცოტა ხნით, მაგრამ მსოფლიო ინჟინერული თვალსაზრისით ავანგარდული, ასევე აღსანიშნავია ვაზ-2121-ნივა, თავის დროზე ერთ-ერთი საუკეთესო კომპაქტური და კომფორტაბელური ყველგანმავალი, ...


ერთი თვის წინ, დიზაინერმა სერგეი ბარინოვმა გამოაქვეყნა სედანის მოდელი, - "გაზ-24 "ვოლგა-ს" დიზაინის მოტივებით. მის ნაშრომს უამრავი გამოხმაურება და კომენტარები მოჰყვა. სერგეიმ კომპიუტერული გრაფიკით გასული საუკუნის ელიტურ ავტომობილი თანამედროვე ეპოქაში გადმოიტანა, მისი აზრით. ავტომობილი დღეს ასეთი იქნებოდა. ახალ დიზაინურ ვარიანტში შენარჩუნებულია ...

1)НАМИ-А50 Белка-1955 წელს, როდესაც იტალიელებმა დაიწყეს საკუთარი მცირელიტრაჟიანი ავტომობილის Isetta -ს დამზადება, საბჭოთა კავშირმაც პარალელურად დაიწყო საკუთარი პაწია ავტომობილების შექმნა, საკმაოდ ლამაზი დიზაინით, კომბინირებულ ფერებში, ავტომობილი ოთხ კაცზე იყო გათვალისწინებული. ავტომობილს 700 კბ. მოცუ...


1
279
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
279
  
2021, 16 მაისი, 1:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1