ისტორია Citroen DS -საფრანგეთის სიამაყე 2019, 1 მარტი, 14:01 ![]() ავტომობილით ყველა მოიხიბლა არა მარტო არაჩვეულებრივი დიზაინის გამო, არამედ ტექნიკური მახასიათებლებითაც, აეროდინამიკული წინააღმდეგობის დაბალი კოეფიციენტის გამო 76 ც/ძ-იანი ძრავა ძალზე ეკონომიური და მანევრირებადი იყო, ძრავა წინა მოდელებისგან იყო ნასესხები, თუმცა ძირეულად გადამუშავებული. ![]() პარიზის ავტოსალონი.ხუთშაბათი, 1955 წლის 6 ოქტომბერი, დილის 9 საათზე Citroën DS 19-ს ჩამოხსნეს საბურველი, მსოფლიომ პირველად იხილა ყველაზე ორიგინალური და არაჩვეულებრივი ავტომობილი, უკვე 9 საათზე და 45 წუთზე ავტომობილი 749 კლიენტმა შეუკვეთა, ხოლო საღამოსთვის შეკვეთების რაოდენობა 12 000-მდე ავიდა. ![]() Citroen DS-ის გამოსვლა გახდა ევროპისთვის უდიდესი პოლიტიკური და კულტურული მოვლენა, ჯინა ლოლობრიჯიდა Paris Match-ის ოქტომბრის ნომრის გარეკანზე ავტომობილთან ერთად გამოჩნდა, როლან ბარტმა ავტომობილს ფილოსოფიური ესეები მიუძღვნა. 1957 წელს Citroen DS-ბორბლების გარეშე, სასტარტოდ გამზადებული რაკეტის ფორმით წარდგა მილანის ტრიენელაზე 1957 წელს(Triennale di Milano). ![]() Citroen DS-შარლ დე გოლის საყვარელი ავტომობილი გახდა. ![]() ავტომობილი უამრავი საკულტო ფილმის ცენტრალური ფიგურა იყო და ახლაც არის, რა თქმა უნდა პირველ რიგში გვახსენდება "ფანტომასი". მთლიანად Citroen DS-ს შეხვდებით 1000 -მდე ფილმში, სერიალში ან ანიმაციურ ფილმში ![]() ![]() ვიზუალური ხელოვნების ნაციონალურ მუზეუმში( Centre national des arts plastiques) ინახება თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მექსიკელი მხატვრის, გაბრიელ ოროსკოს ნამუშევარი-შუაზე გაჭრილი და მერე კვლავ შეერთებული Citroën DS-ი. ავტომობილი 1975 წლამდე გამოდიოდა. მთლიანად მსოფლიო მასშტაბით გაიყიდა 1 455 746 ეგზემპლარი(Citroën DS -19;DS-20;DS-21;-DS-22;DS-23), ავტომობილმა მხოლოდ აშშ-ში ვერ მოიპოვა პოპულარობა(38 000 გაყიდული), იქ იმ პერიოდში დიდ გაბარიტიან "კადილაკებს" ამჯობინებდნენ(საერთოდ ამერიკელების და ევროპელების გემოვნება ხშირად არ ემთხვევა ერთმანეთს, ეს მარტო ავტომრეწველობას არ შეეხება-თითქმის ყველა სფეროს) ![]() Citroen DS -გზებზე დღესაც შეხვდებით, მათი ფასი 300 დოლარიდან დაწყებული(ავტოსასაფლაოდან) 300 000 დოლარამდე მერყეობს(ტიუნინგი), მაგალითად 2009 წლის თებერვალში აუქციონზე Citroen DS 23 კაბრიოლეტი 337, 5 ათას ევროდ გაიყიდა.
|
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი |