სხვა იაპონიამ ახალი სუვენირი გამოუშვა-ავტოკალამი პარაზიტის შიგთავსით 2021, 22 აპრილი, 10:00
ამ კლასის ნემატოდები ზოგადად თევზებში მრავლდებიან. ადამიანი აღნიშნული პარაზიტით შეიძლება დაავადდეს უმი თევზის მიღებისას (მაგალითად, სუშის) ან თევზის უხარისხო სითბური დამუშავების შემთხვევაში. ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის დროს ნემატოდებს დიდი ზიანის მიყენება შეუძლია: ისინი გამოყოფენ ცხოველმოქმედების პროდუქტებს, რომელიც ადამიანის მოწამვლას იწვევს, შედეგად კი ანოფილაქსიური შოკი დგება. ასე გამოიყურება ნემატოდა:რთულია გაიგო იმ ადამიანების ლოგიკა, ვინც ეს ავტოკალმები შექმნა სახიფათო პარაზიტებით. ზოგიერთის თქმით, ეს საპირველაპრილო ხუმრობა იყო, თუმცა ავტოკალმები რეალურად არსებობს და იყიდება. ყიდვა ნებისმიერს შეუძლია, ფასი 950 იენია. უბრალოდ, პირველი ინფორმაცია მათ შესახებ აპრილის პირველ დღეებში გაჩნდა.
ავტოკალამი შექმნეს იაპონური პრეფექტურის-კოტის მწარმოებლებმა, რომელიც მეთევზეობის ტრადიციებით და თევზის კერძების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. იგი მალფუჭებადი საქონელია, რამდენადაც ნემატოდები დახურულ რეზერვუარში მხოლოდ 4-5 დღე ცოცხლობენ. ვინ ყიდულობს ამ ამაზრზენ სუვენირებს-უცნობია. ამბობენ, ის კარგი საჩუქარია იმ ქალბატონებისთვის, რომელთანაც სასწრაფოდ დაშორებაა საჭირო. და ბოლოს, ამ პარაზიტების ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე: "ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, პარაზიტი ცდილობს ნაწლავების კედლების გარღვევას, მაგრამ რადგანაც მას ეს არ ძალუძს, იგი იჭედება ნაწლავის კედელში და კვდება. ეს იმუნური სისტემის საპასუხო რეაქციას იწვევს, იმუნური უჯრედები გარს შემოერტყმიან პარაზიტს და ქმნიან ბირთვისებურ სტრუქტურას, რომელსაც შეუძლია საჭმლის მომნელებელი სისტემის ბლოკირება, იწვევს ძლიერ ტკივილს მუცელში და ღებინებას. გაეცანით აგრეთვე:ბედნიერი, უდარდელი, ცეკვის მოყვარული სიფაკები, რომლებსაც ადამიანებს ამსგავსებენ მექსიკაში ოკეანემ ამოუცნობი ზღვის ბინადარი გამორიყა. მას თვალები არ ჰქონდა "თოვლის კაცი" თეთრი დათვისა და მურა დათვის ჰიბრიდია? ადამიანის ხელის ევოლუცია, უძველესი გადაშენებული თევზის ფარფლიდან იწყება ფრინველები და ცხოველები საოცარი რაკურსიდან ავსტრალიაში ზღვამ ნაპირზე სიურპრიზი გამორიყა მოსაზრება, თუ რა ფრთიანი არსებაა ნაპოვნი მექსიკაში (გამოქვეყნებულია მისი რენდგენის სურათიც) კასპიის ზღვის ატლანტიდა, ადამიანი-ამფიბია და სხვა იდუმალი მოვლენები ჯეიკი-ადამიანი ალიგატორი. მითია თუ სინამდვილე? საოცარი ფაქტები ჩვენთვის ნაცნობი და უცნობი ცხოველების შესახებ ცნობისმოყვარე ცხოველები, რომლებიც ფოტოგრაფებს მუშაობაში ხელს უშლიან 154 5-ს მოსწონს
|