x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138401
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
რა არის ბნელი მატერია?
რა არის ბნელი მატერია?


გრან სასოს მიწისქვეშა ლაბორატორიაში, ცენტრალური იტალიის აპენინის მთების ქვეშ, მეცნიერები თვალყურს ადევნებენ გიგანტურ ავზს, რომელიც 3.5 ტონა თხევადი ქსენონით არის სავსე. ისინი იმედოვნებენ, რომ ეგზოტიკური ნაწილაკები ღრმა კოსმოსიდან გაჟღინთავენ ამ სითხეს და გამოყოფენ სპეციალურ სიგნალს, რითაც თავიანთ არსებობას უკვე ექსპერიმენტულად დაადასტურებენ. ჯერჯერობით ეს არ მომხდარა, მაგრამ მეცნიერებმა, რომელიც უკვე დიდი ხანია "ნადირობენ" ბნელ მატერიაზე, კარგად ისწავლეს მოთმინების ფასი. ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში ასტრონომებმა, რომლებმაც შორეული გალაქტიკების შესწავლა დაიწყეს, უცნაური რამ შენიშნეს. გალაქტიკებს ეტყობოდა, რომ ისინი მეტ მატერიას შეიცავდა, ვიდრე ეს ხილული, ხელშესახები მასალის დათვლით აღირიცხებოდა, მაგალითად როგორიც იყო ჩვეულებრივი ატომებისგან შემდგარი ვარსკვლავები, პლანეტები, აირის ღრუბლები და სხვა ციური სხეულები. ამ მასალის გარდა გალაქტიკებში დიდი რაოდენობით იყო კიდევ სხვა, მოუხელთებელი მატერია, რომელიც არ ქმნიდა რაიმე ხელშესახებ ობიექტს და მიუხედავად ამისა, მისი არსებობა ფიქსირდებოდა. ამის გამო შეარქვეს მას ასტრონომებმა "ბნელი მატერია", ვინაიდან ფიქსირდებოდა მისი არსებობა, მაგრამ არ განსხეულდებოდა. მისი რაოდენობა საკმაოდ დიდია, ხილული სამყაროს წონისა და ენერგიის მეოთხედზე მეტს შეადგენს - უფრო ზუსტად 27%-ს.


გრან სასოს მიწისქვეშა ლაბორატორია


რა არის ეს მატერია, რომელსაც აქვს წონა, მაგრამ არც ჩანს და არც რაიმე ხელშესახებ ობიექტს ქმნის ჩვენს სამყაროში და არ ამჟღავნებს თავს ატომებად? არსებობს ვარაუდი, რომ ის შედგება რაღაც სახის სწრაფად მოძრავი ნაწილაკებისგან, რომლებიც თითქმის არ ურთიერთქმედებენ ჩვეულებრივ მატერიასთან, რომელიც ქმნის ვარსკვლავებსა და პლანეტებს. თეორიულად ხდება დაშვება, რომ ამ ნაწილაკებმა შესაძლოა სრულიად დაუბრკოლებლად გაიარონ ჩვეულებრივი მატერიის სისქეში მრავალი კილომეტრი და აქედან გამომდინარე ბნელი და ჩვეულებრივი მატერიის ურთიერთქმედების მომენტების დაჭერა ძალიან რთულია. სწორედ ამიტომ დაიხარჯა მილიონობით დოლარი ისეთი დეტექტორის აშენებისთვის, როგორიც არის გრან სასოში, იტალიაში.


დიდი რესურსების ხარჯვის მიუხედავად, მრავალი ათწლეულის განმავლობაში მკვლევარები უშედეგოდ ეძებდნენ ამ თეორიულად არსებულ ნაწილაკებს. ამის გამო ზოგიერთი იწყებს ისეთი კითხვების დასმას, რომ საერთოდ არსებობს თუ არა ბნელი მატერია. მსჯელობა მიმდინარეობს იმაზე, რომ შესაძლოა გრავიტაციის კანონების აინშტაინისეული გაგება მოითხოვდეს გარკვეულ ცვლილებას. ბოლო წლებში გრავიტაციის ახსნისთვის შემოიტანეს რამდენიმე ალტერნატიული თეორია, მაგრამ ყველა მათგანი საკამათოა და არადამაკმაყოფილებელი. ასე რომ ბნელი მატერიის ნაწილაკების ძიება გრძელდება. "კარგი იქნება გვცოდნოდა რა არის ეს ბნელი მატერიის ნაწილაკი, ან ის მაინც ვიცოდეთ საერთოდ არის თუ არა ეს რაღაც ნაწილაკი" - განაცხადა ტორონტოს უნივერსიტეტის ფიზიკოსმა რობერტო აბრაამმა - "მე ვფიქრობ, რომ ამ ნაწილაკების არსებობა ყველაზე მეტად სავარაუდოა, თუმცა ვუშვებ იმ აზრსაც, რომ ჩვენ გვჭირდება გრავიტაციის სხვანაირი გაგება, ვიდრე ეს დღეს გაგვაჩნია." კიდევ ერთხელ აღსანიშნავია, რომ არ არსებობს მყარი მტკიცებულება იმისა, რომ აინშტაინის განტოლებები არასწორია და რაიმე სახის შეცდომაა დაშვებული გრავიტაციის ჩვენეულ დღევანდელ აღქმაში. აქედან გამომდინარე, დიდი ალბათობით ბნელი მატერიის ნაწილაკები ან სხვა რაიმე სახით არსებობა არ უნდა უარვყოთ, მისი მახასიათებლების და რაობის კვლევა უნდა განვაგრძოთ, თუმცა დავტოვოთ ადგილი სხვა შესაძლებლობებისთვის. ჯერჯერობით ამ თემაზე დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვით. (იხ. წყარო).



კრებულები:

1. პროტო-ქართული ხალხები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო - მეორე ნაწილი

6. რელიგია

7. პარანორმალი

8. სხვადასხვა

9. მეცნიერება

10. მეცნიერება - ნაწილი მეორე

11. მეცნიერება - ნაწილი მესამე

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


5
200
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
200
  
2021, 21 აპრილი, 23:50
ნარცისიზმის გამო არ ვწერ ამ სტატიებს. მაინტერესებს ეს თემები დიდი ხანია :))
2021, 21 აპრილი, 23:34
მერე და მერე.... თუ ეს მინიშნება ვერ გაიგე, ნაცისიზმი აქვს ფროიდს კარგად ახსნილი ფსიქოანალიზში.
2021, 21 აპრილი, 23:31
საბას იგავ-არაკები? კი, წაკითხული მაქვს :)) მერე?
2021, 21 აპრილი, 22:19
საბას იგავარაკები წაკითხული ექნება , წესით, ბიჭს, რომელიც თხევად ქსენონზე საუბრობს.......
2021, 21 აპრილი, 18:56
What is Dark Matter?
At the Gran Sasso underground laboratory, deep beneath the Apennine Mountains of central Italy, scientists are keeping watch over a giant tank filled with 3.5 metric tons of liquid xenon. Their hope is that exotic particles from deep space will whiz through the liquid, emitting a telltale signal. So far, that hasn’t happened. But scientists hunting for so-called “dark matter” have learned to be patient.
It’s been nearly a century since astronomers studying distant galaxies first noticed something odd: The galaxies seemed to hold more matter than could be accounted for by the visible material — stars and gas clouds. This missing mass, dubbed dark matter, is now believed to make up more than a quarter of the total mass and energy in the visible universe.
What is this stuff? The best guess is that it’s made up of some kind of fast-moving particle that barely interacts with the ordinary matter that makes up the stars and the planets. Theoretically, these “weakly interacting” particles can pass unimpeded through miles of ordinary matter — which is why we spent millions of dollars on detectors like the one at Gran Sasso.
But scientists have been searching for these exotic particles for decades now, with no luck. And so some are beginning to wonder if dark matter exists at all. Instead, the reasoning goes, Einstein’s theory of gravity may require some tweaking. A number of alternative theories of gravity have been put forward in recent years, but all remain controversial. And so the particle quest has continued.
“It would be nice to know what the dark matter particle is — or even to have some reassurance that it is a particle,” says University of Toronto physicist Roberto Abraham. “I think that’s the most likely thing, but I’m open to the possibility that we need modified gravity.”
While there’s no hard evidence that Einstein’s equations are wrong, he says, “we should keep an open mind.”
0 1 5