ქალი გოგონას მარტო ცალი ძუძუ გაეზარდა,მიზეზი დაადგინა,თუმცა სურს ყველაფერი ძველებურად დარჩეს 2021, 19 აპრილი, 18:32 საწყალ გოგონას ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან უწევდა მუდმივი დაცინვის მოსმენა თანატოლებისგან, რომლებიც უმტკიცებდნენ, რომ იგი ვერასდროს იპოვიდა სიყვარულს, რადგან მას ზედ არავინ შეხედავდა.
როდესაც რებეკა ბუტჩერი(Rebecca Butcher), ქალაქ ბარნსლიდან(ინგლისი)თინეიჯერი იყო, მას მოუწია უჩვეულო პრობლემის გამო ექიმთან მისვლა. გოგონა ჩიოდა, რომ მისი ერთი ძუძუ მეორესთან შედარებით გაცილებით დიდი გახდა. თუმცა, ექიმმა უმალ დააწყნარა გოგონა და უთხრა, რომ სქესობრივი მომწიფების დასრულების შემდეგ ყველაფერი ნორმაში ჩადგებოდა. გავიდა დრო, მაგრამ არაფერი შეიცვალა. ამის შემდეგ რებეკამ თავად სცადა გაერკვია რა ხდებოდა მის თავს და მივიდა დასკვნამდე, რომ მას იშვიათი თანდაყოლილი დაავადება ჰქონდა - პოლანდას სინდრომი, რომელსაც ახასიათებს გულმკერდის მსხვილი კუნთის ნაწილობრივი ან სრული არარსებობა. იგი ექიმთან დაბრუნდა, მაგრამ მან უთხრა, რომ მსგავსი დაავადების შესახებ არაფერი სმენია. ბრიტანელმა გოგონამ ფარ-ხმალი არ დაყარა და ინტერნეტით მოიძია მისი მსგავსი გოგონები, წერს Daily Mail. მიუხედავად იმისა, რომ ეს სინდრომი უფრო ხშირად მამაკაცებში გვხვდება, რებეკას მოუყვნენ იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობენ ქალები მსგავსი დაავადებით, როგორ ეშინიათ ურთიერთობის დაწყება და როგორც მალავენ საკუთარი სხეულს გამუდმებით. ამასთან, 23 წლის რებეკა არ თვლის, რომ მასში რაღაც "არასწორია". როდესაც მას უფასოდ შესთავაზეს მეორე ძუძუს გაზრდის ოპერაცია, მან უარი თქვა. გოგონამ ისწავლა "თავის განსხვავებულობით" ცხოვრება, იპოვნა სიყვარული და სურს შთააგონოს მსგავსი მდგომარეობის მქონე სხვა ადამიანებს, მიიღონ საკუთარი თავი ისეთები, როგორებიც არიან. იგი ასევე იმედოვნებს, რომ ყურადღებას მიიპყრობს ამ ნაკლებად შესწავლილ პრობლემაზე. 330 3-ს მოსწონს
|