x
image
თუთიკო ბერძენა
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას შეიწყალებს ერთი პირობით
image

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას შეიწყალებს, თუ პარტიები ხელს მოაწერენ საბოლოო დოკუმენტს და შევლენ პარლამენტში, და მეორე მხრივ, ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლები გამოაცხადებენ, რომ შეთანხმება შედგა. ამასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილმა დღეს ბრიბინგი გამართა.

„გაკვირვებული ვარ მმართველი პარტიის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებით, რომელიც ჩემი ნებართვისა და თანხმობის გარეშე ჩემს სახელს იყენებს და აკავშირებს ერთ კონკრეტულ შეწყალების თემას. ის ვერ გაიგეს მავანმა, რომ გადაწყვეტილებას, მით უფრო ამ საკითხებში, ვიღებ მოსალოდნელ კრიტიკისა და შექების მიუხედავად. იმ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვთვლი საჭიროდ. ეს საქმითაც დავამტკიცე. მინდა ყველას შეგახსენოთ ერთი მარტივი წესი – შეწყალების უფლებამოსილება არის პრეზიდენტის დისკრეცია და არა მოლაპარაკებების საგანი. ისიც მინდა ნათელი იყოს, რომ შეწყალების გადაწყვეტილება არ ექვემდებარება რაიმე ზეწოლას, მითითებებსა თუ მოთხოვნებს, ეს იქნება ოპოზიციისგან, მმართველი პარტიისგან თუ სხვისგან.


პრეზიდენტი შეწყალების შესახებ წინასწარ პრინციპულად არ საუბრობს და მოტივაციას არ ასაჯაროებს, თუმცა, ამ თემით სხვების გაუთავებლად აპელირება და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე იძულებული გავხდი, დავარღვიო ეს პრინციპი და მკაფიოდ დავაფიქსირო ეს პოზიცია, რათა ყოველგვარი სპეკულაცია შეწყდეს. არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვი, რომ ჩემთვის, როგორც მთელი საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი წარსულის მქონე პირი, რომელსაც ბევრი რამე შეიძლება დავარქვათ, გარდა პოლიტპატიმრისა, არცერთი ნიშნით – ეს იქნება ზნეობრივი თუ პოლიტიკური, არ ჯდება შეწყალების რომელიმე კატეგორიაში.

ამის მიუხედავად, როგორც ერთხელ უკვე გადავაბიჯე ჩემს თავს და მივიჩნევდი, და დღესაც მივიჩნევ, რომ თუ სასწორზე დგას ქვეყნის პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა, სტაბილურობა, წინსვლა და მომავალი – პრეზიდენტის მოვალეობა სწორედ ის არის, რომ საკუთარ შეხედულებებსა და პრინციპულობაზე მაღლა დააყენოს ქვეყანა. ამის გათვალისწინებით, მზად ვარ, რომ მივიღო ჩემთვის სკანდალური გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებას ვიღებ მხოლოდ და მხოლოდ ჩემი პირობით – ეს ნაბიჯი ამ კრიზისის დასრულებისთვის ბოლო აკორდი უნდა იყოს და გზა გაუხსნას იმას, რომ ყოველგვარი სხვა მოთხოვნის გარეშე ქვეყანა და პარლამენტი შეუდგეს ნორმალური პოლიტიკურ რეჟიმს.ეს ნიშნავს, რომ ჩემი გადაწყვეტილება განხორციელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ერთი მხრივ, პარტიები ხელს მოაწერენ საბოლოო დოკუმენტს და შევლენ პარლამენტში, და მეორე მხრივ, ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლები გამოაცხადებენ, რომ შეთანხმება შედგა. ამ განცხადებიდან ერთი კვირის ვადაში ხელს მოვაწერ შეწყალების აქტს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.



შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა 2019 წელს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებში იყო ჩართული და 18 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 მუხლების მიხედვით წაუყენეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. მას 4 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.



4
249
6-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
249
  
2021, 20 აპრილი, 16:53
უფროსი მეგობრები მყავს ყოფილი მხედრიონელები, როგორც ყველგან იქაც იყვნენ გულმართალი პატრიოტი ბიჭები.
იმაშიც გეთანხმებით, რომ ჟორიკას დაკავება ჟანგიანი იარაღის გამო სასაცილოც კია, კაცს რამდენიმე ათეული ცეცხლსასროლი იარაღი აქვს ოფიციალურად დაკანონებული.
მე მომხრე ვარ ეროვნული შერიგება მოხდეს, სხვანაირად წინ ვერ წავალთ.
2021, 20 აპრილი, 8:37
ხო,იარაღის ტარება რურუას კი არა,ყველას უნდა ეპატიოს,რადგან ეგ ლეგალური უნდა გახდეს. ილია ჭავჭავაძეც ამას ამბობდა თავის დროზე და ერთხელაც ვენდოთ იმ კაცს,რომელიც წმინდანათ არის აღიარებული და თან მართალიაო ასე ამბობენ :) იარაღის ტარება არის სიმბოლური და მისი აზრი მდგომარეობს,ის არის თავისუფლების ნიშანი და ის ძველად ამას გამოხატავდა. ადრე იარაღი არ ქონდა გლეხს და მონას,თავადი ატარებდა მას,როგორც თავისუფალი ადამიანი. აქ საუბარია უფლების ქონაზე და გამოიყენებს თუ არა მას ვიღაც,ეს მისი უფლებაა. ვიღაცეებს აქვთ შიშები,მაგრამ თითიდან გამოწოვილი ამბავია ეგ. ილია ამბობდა,ქურდი შემართული მიდის მხვერპლთან,რადგან მან იცის,რომ ის დაუცველია და ადვილად შეძლებს მის გაქურდვასო. ესეც ფაქტორია და არცთუ ცუდი. ადამიანებმა ბევრი ღირებულება და ფასეულობა მოიპოვეს საუკუნეების მანძილზე,თავისუფლება არის უმტავრესი ამ ღირებულებებში. გაქვს თავისუფლება ე.ი. შეგიძლია განვითარება და თუ ის არ გაქვს,მაშინ შენი ფასი ნულს ქვემოთ არის.
2021, 20 აპრილი, 8:28
იდეაში,არ არის პოლიტპატიმარი,მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს ითქვას,რომ მისი დაჭერა იარაღის ტარების გამო არის და რაღაც გადატრიალების მცდელობისთვის. ეს ბრალდებები აბსურდია და ამ კუთხით,ის არის უკანონო პატიმარი. ასევე,უნდა ითქვას,რომ ბევრი დანაშაულებრივი ქმედება აქვს ჩადენილი ამ კაცს. კანონის უზენასებოსთვის საჭიროა ბრალი დაუმტკიცდეს იმ დანაშაულისთვის,რაც რეალურად ჩადენილი აქვს და არა შეკოწიწებული საქმით. თუ ბრალი არ უმტკიცდება ძველ საქმეებზე,უდნაშაულოა და ის არ უნდა ექვემდებარებოდეს სისხლის-სამართლებრივ დევნას. შესაძლოა,მე და თქვენ არ მიგვაჩნდეს სწორად ეს და ჩვენი აზრით,ის იყოს დამნაშავე,მაგრამ აქ ეგ არ არის მთავარი. მთავარია,სასამართლოს გადაწყვეტილება და მისი აღსრულება. თუ გვინდა,რომ ნორმალური ქვეყანა და საზოგადოება გვერქვას ეს გასაკეთებელია. ჩვენ შეგვიძლია,რომ ხელი არ ჩამოვართვათ ამ კაცს და პატივი არ ვცეთ,ეს ჩვენი უფლებაა,მაგრამ ადამიანის ბრალეულობას სჭირდება სასამართლოს გადაწყვეტილება,დამოუკიდებელი სასამართლოს გადაწყვეტილება. ძველ სააქმების გახსნას და მათ გამოძიებას არავინ ითხოვს,არც არავის მოსდის თავში,ამიტომ ამ კაცს შერჩება ეს ყველაფერი. თუ არ ვიძიებთ ამ საქმეებს,მაშინ საყოველთაო შერიგება გამოცხადდეს და ყველა ეპატიოს ეს დანაშაულები. თან ხანდაზმულობაც გადის ამ ყველაფერს და თავს ზემოთ ძალა არ არის. ისე რაღაც მხრივ უნდა გაირკვეს,რა და რატომ მოხდა იმ წლებში,არა სამართლებრივი განაჩენისთვის,არამედ მორალური ამბების გამო. ერმა უნდა იცოდეს ეს და მსგავსი შეცდომები არ უნდა დაუშვას. ისტორია მაგარი რამეა,თუ სწორად გამოიყენებს ერი და სწორად შეაფასებს მას.

პ.ს. თითქმის დარწმუნებული ვარ,რომ ეს ხალხი ნანობს თავის ჩადენილს და იმ პერიოდში ფიქრობდნენ,რომ სწორად იქცეოდნენ. ჩვენი ემოციურობა,გაუნათლებლობა და ერთმანეთის უნდობლობა გამოიყენეს,რაც ცუდ შედეგებად დაგვიჯდა. რას ვიზავთ,წარსულია და ვერ შევცვლით,მაგრამ არც უნდა დავივიწყოთ. მხოლოდ ასე შევძლებთ მომავლის შექმნას,სხვა შემთხვევაში გამორიცხულია.
2021, 19 აპრილი, 21:11
საინტერესოა რურუაც პოლიტიკური პატიმარია?
ნუ გვარამია-უდუმაშვილის აზრი არ მაინტერესებს, საზოგადოების აზრი მაინტერესებს ამ მხედრიონელზე, რომელსაც უამრავი ადამიანი ადებს ხელს უამრავ ბოროტებაში.
0 1 4