სხვა აღმოჩენილი უძველესი "გენეტიკური დისკი", რომელზეც ადამიანის დაბადების პროცესია გამოსახული და სხვა არტეფაქტები 2021, 15 აპრილი, 10:35 კაცობრიობის ისტორიის მანძილზე არქეოლოგების მიერ მრავალი უძველესი არტეფაქტი იქნა აღმოჩენილი, რომელთაგან საინტერესოები მუზეუმებში ხვდება, უმეტესობას კი სამეცნიერო საცავებში უჩენენ ადგილს, რადგან ისინი იმდენად ბევრია, რომ მუზეუმებში მათი განთავსება უბრალოდ შეუძლებელია. საცავებში ძირითადად უმნიშვნელო და ცუდად შემონახულ ექსპონატებს გზავნიან, რომელთა შესწავლა და რესტავრაცია ზოგჯერ ათწლეულების მანძილზე გრძელდება. მაგრამ არსებობს ისეთი არტეფაქტებიც, რომლებსაც არასოდეს წარუდგენენ საზოგადოებას, სპეციალისტები მათ შესახებ დუმილს ამჯობინებენ. როგორც წესი, ისინი დარწმუნებით მიაკუთვნებენ ასეთ აღმოჩენებს ძველებური ნივთების თანამედროვე ასლთა რიცხვს. უმეტესობა ასეთიცაა, მაგრამ არა ყველა. გლობუსი ლა მანიდან1984 წელს, ეკვადორში, ოქროს მოპოვებითი სამუშაოების დროს ნაპოვნი იქნა გამოქვაბული, სადაც 300-ზე მეტი უძველესი ნივთი აღმოაჩინეს. ეს ნივთები არ მიეკუთვნება იმ ადგილებში აღმოჩენილ კოლუმბამდე ეპოქის ნივთებს. შესაძლოა ისინი ბევრად დიდი ხნისაა, აქედან გამომდინარე მათი ასაკი არანაკლებ 6 ათასი წელია. ერთ-ერთი ამ ნივთებს შორის, 350 კგ.-იანი გრანიტის ქვაა, რომელზეც მსოფლიოს რუქაა ამოტვიფრული (ჩრდილოეთ პოლუსიდან სამხრეთ პოლუსამდე). ამ ატლასზე გამოსახულია იტალია, საბერძნეთი, ხმელთაშუა ზღვა, თუმცა იქ, სადაც იაპონია და ტაივანი უნდა იყოს, გრძელი კონტინენტია (სახალინიდან ტაივანამდე) გადაჭიმული, ინდოეთი კი ბევრად დიდია, ვიდრე დღეს არის. რუქას კვეთს თეთრი კვარცის ზოლი, რომელიც იწყება ახლო აღმოსავლეთში. ატლანტის ოკეანეში ის კვეთს კონტინენტს, რომელიც დღეს არ არსებობს (შესაძლოა ის ატლანტიდა იყოს). თუ დათარიღებისას ორიენტაციას მატერიკების მოხაზულობის მიხედვით ავიღებთ, მაშინ ამ რუქის ასაკი არა ნაკლებ 13 ათასი წელი უნდა იყოს. ⛔ გამოქვაბულში აღმოჩენილი ექსპონატების უმეტესობას ყალბად მიიჩნევენ, რადგან ისინი არ ჯდება აკადემიური მეცნიერების ჩარჩოებში. გენეტიკური კოდი და ქირურგიული ინსტრუმენტებიუძველესი ხალხები წარმოუდგენლად იყვნენ დახელოვნებული ხეზე, ძვალზე, ქვაზე და სხვა მასალაზე მხატვრულ კვეთაში. სამკაულების დამზადებისთვის ისინი ხანდახან სლუდის თხელ ფირფიტებს და მთის ბროლის კრისტალებს ირჩევდნენ, რის შემდეგაც რაღაც საოცარი მეთოდით (ქვის ინსტრუმენტებით!) ნატიფ ნივთებს ქმნიდნენ. ექსპონატი, წოდებული "გენეტიკურ კოდად" (დიამეტრი 27 სანტიმეტრი, წონა 2 კგ.), დამზადებულია ლიდიტისგან-მყარი შროვანი მასალისგან, რომელიც ცუდად ექვემდებარება დამუშავებას. დისკის ორივე მხარე დაფარულია გამოსახულებებით, რომელიც უზუსტესად ასახავს ადამიანის დაბადების მთელ პროცესს. მასზე გამოსახულია ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული ორგანოები, ჩასახვის მომენტი, ემბრიონის განვითარება საშვილოსნოში და ბავშვის დაბადება. არტეფაქტის ერთ მხარეს, ფოტოზე მარცხნივ (თუ წარმოვიდგენთ საათის ციფერბლატის სახით), დაახლოებით, ციფრ 11-ის მიდამოში გამოსახულია მამაკაცის სათესლე ჯირკვალი სპერმატოზოიდის გარეშე და გვერდით იგივე, ოღონდ, სპერმატოზოიდით. აღსანიშნავია, რომ სპერმატოზოიდების დაკვირვება მხოლოდ დღეს არის შესაძლებელი მიკროსკოპით დღევანდელი ტექნოლოგიების პირობებში. შემდეგ, ციფრ 1-ის მიდამოში, გამოსახულია რამდენიმე სპერმატოზოიდი. ამის შემდეგ მოდის გაუგებარი ნახატი-მეცნიერებს არ გააჩნიათ ერთი აზრი მის მნიშვნელობაზე. ციფრ 3-ის მიდამოში არის ქალის, მამაკაცის და ბავშვის გამოსახულებები. თუ რომელ რასას მიეკუთვნებიან ეს ადამიანები, ვერ დგინდება. არტეფაქტის მეორე მხარეს, ფოტოზე მარჯვნივ, დისკის ზედა კიდის რკალში გამოსახულია ნაყოფის განვითარების რამდენიმე სტადია, რომელიც ბოლოვდება უკვე ფორმირებული ნაყოფით. სურათები გვიჩვენებს ადამიანის საშვილოსნოსშიდა ცხოვრებას ამფიბიიდან ადამიანამდე. ციფრ 6-ის მიდამოში, ასევე გამოსახულია ქალი და მამაკაცი. ჩატარდა სამედიცინო ექსპერტიზა, რომელმაც დაადასტურა: მოცემულ ექსპონატზე ნამდვილად მოცემულია ადამიანის ემბრიონის განვითარების ეტაპები. ამაზე მიუთითებს ისეთი თავისებურებები, როგორიც თვალებია, რომლებიც ასე ვთქვათ, თავის დანარჩენი ნაწილების საზღვრების გარეთაა. აგრეთვე ცხვირის განიერი სეგმენტი. მოცემული ნაკვთები დამახასიათებელია ემბრიონის თავის განვითარების საწყის ეტაპზე. დისკის გარდა, ლიდიტის იდუმალი არტეფაქტების რიცხვს მიეკუთვნება ე.წ. ქირურგიული ინსტრუმენტები. ისინი ადამიანის ხელის ერგონომიული პარამეტრების გათვალისწინებით არის შესრულებული, რომელიც ძალიან მოხერხებულად თავსდება ხელზე და მეტისმეტად დახვეწილი ფორმები აქვს. ყველაფერი ეს აღმოჩენილ იქნა კოლუმბიაში და ინახება ხაიმ გუტიერეს-ლეგას კერძო კოლექციაში. ითვლება, რომ ეს არტეფაქტებიც კოლუმბამდე პერიოდშია დამზადებული, მუისკის კულტურის პერიოდში. ⛔ დისკისა და ინსტრუმენტების დაწვრილებითი შესწავლა არ მომხდარა, თუმცა ოფიციალური მეცნიერება მათ ყალბად მიიჩნევს და მათი თქმით შექმნილია არა ლიდიტისგან, არამედ მინდვრის შპატის, კვარცის და სლუდის შენაერთისგან. ფიგურა ფოლადის ბურთულითგასული საუკუნის 80-იან წლებში, იტალიელი გეოლოგი, ანჯელო პითონი, ხელმძღვანელობდა ალმასის მოპოვების სამუშაოებს, სიერა ლიონეს რესპუბლიკაში. სამუშაოების დროს, მთის მასივის შრეებში (ასაკი 17 ათასი წელი), პოთონიმ იპოვა რამდენიმე ქვის ფიგურა, რომელიც ანთრომორფულ რეპტილოიდებს გამოსახავდა. რამდენიმე, სპილოზე ამხედრებული მხედარი გიგანტებს გამოსახავდა. ერთ-ერთ ფიგურის შიგნით რაღაც იყო. რენდგენზე გაშუქების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ფიგურის ქვედა ნაწილში სიცარიელეა და მასში პატარა, შავი ბურთულა იყო მოთავსებული. როცა ის ამოიღეს, დადგინდა, რომ ბურთულა დამზადებული იყო ქრომირებული ფოლადისგან. ⛔ არტეფაქტს ნამდვილად არ აღიარებენ.ასევე საინტერესოა:საიდუმლოებით მოცული მონეტა, რომელიც ეგვიპტეში აღმოაჩინეს ნაპოვნი ბროლის კოსმონავტი, რომელიც არ ჯდება ოფიციალური მეცნიერების ჩარჩოებში ბულგარეთში, არქეოლოგიური გათხრების დროს, არტეფაქტი-"უცხოპლანეტელის" ნიღაბი აღმოაჩინეს ვარსკვლავებიანი ცის რუქა ეგვიპტურ აკლდამაში: შეცდომა თუ საიდუმლო ცოდნა? ჩვენს დრომდე მოღწეული უძველესი არტეფაქტები, რომლებიც აღტაცებას იწვევს ოქროს ტაძრის განძთსაცავის, წინა საუკუნეებში ჰერმეტულად დალუქული კარი ჯერაც ვერ გაუღიათ უძველესი დროის უჩვეულო საბრძოლო იარაღები, რომლებიც სხვა დანიშნულებითაც გამოიყენებოდა 459 7-ს მოსწონს
|