x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
უძველესი დროის უჩვეულო საბრძოლო იარაღები, რომლებიც სხვა დანიშნულებითაც გამოიყენებოდა
image

ადამიანები უძველესი დროიდან, ყოველთვის იგონებდნენ უნიკალურ ხერხებს, რომ მტრისთვის ზიანი მიეყენებინათ. რა თქმა უნდა სხვადასხვა სახის საბრძოლო იარაღს იყენებდნენ, მათ შორის უჩვეულოსაც.

საბრძოლო დამჭერი

image

ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური იარაღის სახეობაა. იგი უფრო ქალაქის ქუჩებში გამოიყენებოდა, ვიდრე ბრძოლის ველზე. ამასთან დამჭერი გამოგონებული იქნა იმისთვის, რომ მოწინააღმდეგე ცოცხლად ჩაეგდოთ ხელში. ზოგიერთ დამჭერს გააჩნდა წვეტიანი კბილანები, აშკარად იმისთვის, რომ ადამიანისთვის ტრავმა მიეყენებინა, მაგრამ, როგორც წესი, კბილანები იშვიათობა იყო, რადგან დამჭერებს ძირითადად ღამის დარაჯები ხმარობდნენ წესრიგის დამრღვევების მიმართ. ბრძოლის ველზეც გამოიყენებოდა ეს იარაღი, მაგრამ შედარებით იშვიათად, იმიტომ, რომ მისი გამოყენება გარკვეულ ოსტატობას მოითხოვდა. დამჭერით ძალიან მოსახერხებელი იყო მხედრის გადმოთრევა ცხენიდან. ამ იარაღს ძალიან ხშირად იყენებდნენ მდიდარი ადამიანების გასატაცებლად, რათა შემდეგ ნათესავებისთვის გამოსასყიდი მოეთხოვათ.

image

დამჭერები მთელ მსოფლიოში იყო გავრცელებული, დაწყებული ევროპიდან დამთავრებული იაპონიით. იაპონიაში მას "სასუმატა"-ს უწოდებენ.

ბაგნაკი (ვეფხვის ბრჭყალი)


image

იგი უძველესი ინდური იარაღია. მას თითებზე ირგებდნენ, რგოლებს კი შენიღბვის მიზნით ზოგჯერ ძვირფასი ქვებით ამკობდნენ. ბაგნაკის ტარება ფარულადაც შეიძლებოდა, ამიტომ იგი გამოიყენებოდა შეკვეთილი მკვლელობის და სამეფო კარის ინტრიგების დროს.

image

ბაგნაკი პირველად მე-17 საუკუნეში გამოიყენა მარატჰების იმპერიის დამაარსებელმა და მეფემ, შივაჯიმ. ბაგნაკით ისარგებლეს მე-20 საუკუნეშიც: მაგალითად, 1946 წელს, კალკუტაში ადგილობრივი "გრძელი დანების ღამის" შემდეგ, ის გოგონების თავდაცვის პოპულარული საშუალება იყო.

შუბი (ბუმბულებით)

image

შუბები ძალიან გავრცელებული იყო ძველ საბერძნეთსა და რომის იმპერიაში. ადრეულ შუასაუკუნეებში შუბები საკმაოდ ხშირად გამოიყენებოდა, თუმცა უფრო სრულყოფილი სახის იყო. ფაქტიურად ის თანამედროვე ე.წ. "დროტიკის" ანალოგი იყო, ოღონდ უფრო დიდი ზომის. უკეთესი აეროდინამიკისთვის შუბის ბოლოს მაგრდებოდა ბუმბულები. შუბის ტარი მსუბუქი ხის ჯიშისგან მზადდებოდა, მახვილი კი პირიქით, მძიმე უნდა ყოფილიყო, რაც გაზრდიდა დარტყმის ძალას. ასეთი შუბები ძალიან პოპულარული იყო, მაგრამ შემდგომში ისინი არბალეტმა შეცვალა. ბუმბულიან შუბები ჰქონდათ აგრეთვე ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ადგილობრივი მაცხოვრებლებსაც, რომლებიც მას "ატლატლ"-ს უწოდებდნენ.

საბრძოლო დისკი (ჩაკრა)

image

ინდურ საბრძოლო დისკს ასეულობით წლის მანძილზე იყენებდნენ სიკხები. ყველაზე ადრინდელი წერილობითი წყარო, სადაც ჩაკრაა მოხსენიებული, ძვ. წ. 2000 წლით თარიღდება. დისკები შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან ზომით, პატარიდან (ხელის გულის ზომის) ნახევარ მეტრამდე დიამეტრით.

image

მისი სროლაც სხვადასხვა მეთოდით შეიძლება, თითზე დატრიალებით და უცბად გაშვებით, ვერტიკალურად ან დიაგონალურად. ბრძოლებში მას მასობრივად იყენებდნენ უკანა რიგების ჯარისკაცები: დისკებს ისროდნენ ძალიან ზემოთ, რომელიც შემდგომ მოწინააღმდეგეს ეცემოდა თავზე. ხელჩართულ ბრძოლებშიც ეფექტური იყო ეს იარაღი. მას ატარებდნენ ხელზე, ერთდროულად რამდენიმეს (პატარებს) ან ყელზე (დიდებს).

ბადე

image

ბადეს სხვადასხვა კულტურის ხალხები იყენებდნენ მრავალი ათასწლეულის მანძილზე, მაგრამ პოპულარობის პიკს რომის იმპერიის გლადიატორების არენაზე მიაღწია. თავიდან თამაშები რეალური ისტორიული ბრძოლების რეკონსტრუქცია იყო, და გლადიატორთა უმრავლესობა რომაელების და მათი მოწინააღმდეგეების ეკიპირებას ატარებდა. დროთა განმავლობაში გლადიატორთა ბრძოლები და თვითონ გლადიატორებიც ცალკე კულტურად გადაიქცა. მაგალითად, გლადიატორები რომელთა შეიარაღება მეთევზის ამუნიციას მოგვაგონებს და შედგებოდა სამკაპის, ბადისა და ხანჯლისაგან, რეტიარიებს ეძახდნენ. ისინი ძველი რომის ყველაზე პოპულარული გლადიატორები იყვნენ. იმდენად რამდენადაც მათ ძალიან ცოტა აღჭურვილობა ეკუთვნოდათ, რეტიარიები გლადიატორების ყველაზე გავრცელებული ამპლუა იყო. მათი მთავარი მოწინააღმდეგეები სეკუტორები იყვნენ-მებრძოლები, რომელთა ჩაფხუტებიც "სავარცხლის" გარეშე ჰქონდათ, რათა ბადეში არ გახლართულიყვნენ. ჩაფხუტებზე თვალებისთვის ძალიან პატარა ჭრილი იყო გაკეთებული, მოწინააღმდეგის სამკაპისგან რომ არ დაზიანებულიყვნენ. I საუკუნის ბოლოსთვის ასეთი წყვილები ძალიან პოპულარული იყო გლადიატორთა სამყაროში.

ხოპეში

image

ხოპეში ერთ-ერთი უძველესი საბრძოლო იარაღია კაცობრიობის ისტორიაში. იგი მთლიანად მეტალისგანაა დამზადებული. მისი პირველი ნიმუშები მესოპოტამიიდანაა, მიეკუთვნება ძვ.წ. 2500 წელს. გარეგნულად იატაგანს წააგავს. ითვლება, რომ სწორედ ხოპეშია თანამედროვე ხმლის წინამორბედი. ხოპეში თავისი დროის ყველაზე სრულყოფილი იარაღი იყო საბრძოლო იარაღებს შორის, მაგრამ ძალიან ძვირად ფასობდა, იგი მხოლოდ შეძლებულ ფენას და პროფესიონალ მეომრებს ჰქონდათ, ამიტომ ხოპეში ეგვიპტის მმართველი ელიტის სიმბოლო გახდა. დროთა განმავლობაში ხოპეშს უკვე ბლაგვი პირებით ამზადებდნენ, მან დაკარგა პირვანდელი დანიშნულება და გამოიყენებოდა მხოლოდ როგორც ატრიბუტი ან ინვენტარი.



ასევე იხილეთ:




# რატომ ცოცხლობენ იაპონელები ყველაზე დიდხანს, მიუხედავად ცხოვრების დღევანდელი რიტმისა


# საინტერესო ფაქტები ყველაზე და ყველაფერზე


# რატომ ვერ იძინებდნენ ადრე ადამიანები დაწოლილები, ნორმალურ პოზაში


# არქეოლოგებმა დაადგინეს, ვინ და რატომ ამტვრევდა ძველეგვიპტურ ქანდაკებებს ცხვირებს


# ენის გაჭრა, ფანჯარა ტუჩზე, ყური ხელზე და სხეულის სხვა უცნაური მოდიფიკაციები


3
1262
6-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
1262
  
2021, 17 იანვარი, 10:28
მადლობა :)
2021, 16 იანვარი, 14:20
საინტერესო წასაკითხი იყო
2020, 13 ნოემბერი, 22:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3