ფსიქოლოგია რას ამბობს შენი თვალის ფერი შენ შესახებ 2021, 13 აპრილი, 12:32 მეცნიერული მცდელობები თვალის ფერის პიროვნულ მახასიათებლებთან დაკავშირებისას შოკისმომგვრელს შედეგებს იძლევა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თვალის ფერი რამდენიმე მნიშვნელოვან თვისებასთან არის კორელაციაში.
.
სანდოობა ყავისფერი თვალების მქონე ადამიანები (მოსახლეობის დაახლოებით 70%) აღმოჩნდა უფრო სანდო და საიმედო. ყავისფერთვლებას შეუძლია კარგი მეგობრობა. მას აქვს ინტელექტის უკიდეგანოდ გამდიდრების დიდი შანსები. გამოდის, რომ მოსახლეობის უმეტესობა მეგობრულია, ან ხალხი ცუდად აფასებს რამდენად მათ სანდოობას. შემოქმედებითი შემოქმედებითობჰა, როგორც ჩანს, ძირითადად მწვანე თვალებს უკავშირდება. მწვანეთვალება ადამიანებს უზარმაზარი კრეატიული უნარები აქვთ, თუკი განივითარებენ. ამისთვის საკუთარ ტავში განსაკუთრებული უნარის პოვნა საჭირო და მერე ამ მიმართულებით მუშაობა. წნევა თაფლისფერი თვალები ნუშისებურ ჭრილში მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ადამიანებს კარგი არტერიული წნევა აქვთ და მიდრეკილნი არ არიან ჰიპერტენზიისკენ. ისინი ასევე ზოგადად საკმაოდ მგზნებარე ხალხია, განსაკუთრებით, პროფესიული საქმიანობისას. ფსიქიკური სტაბილურობა მამაკაცებს ღია თაფლისფერი თვალებით ხშირად აქვთ ფსიქიკური პრობლემები. იგივე არ ითქმის ქალებზე. ასე რომ, ქალბატონებო, ნუ ენდობით ღია თაფლისფერ თვალების! სიტკბოება და სათნოობა ლურჯი თვალების მქონე ადამიანებს ზოგადად თვლიან როგორც მიმზიდველსა და სათნოს. სამწუხაროდ, თვალის ეს ფერი ნაკლებად ინტელექტუალურია, თუმცა ვერაფერს იტყვი, ნამდვილად ძალიან მიმზიდველი და სათნოა. სიახლეების მიმართ დამოკიდებულება რაც შეეხება სიახლეების მიმღებლობას, ლურჯთვალა ადამიანებს გაცილებით მარტივად შეუძლიათ ნებისმიერი სიახლის მიღება. ისინი ზოგადად უფრო თავდაჯერებულები და ახალ გამოცდილებას ეძებენ უფრო აქტიურად, ვიდრე სხვა ადამიანები. ოპტიმიზმი რაც შეეხება მომავლის პოზიტიურად ხედვას, რწმენასა და იმედს მწვანე თვალების მქონე ადამიანები ამ მხრივ პირველ ადგილს იკავებენ. ისინი გამოუსწორებელი ოპტიმისტები არიან და ფიქრობენ, რომ ბოლოს და ბოლოს ყველაფერი კარგად იქნება. ეს კი ნიშნავს, რომ ისინი ცხოვრებისეულ მიზნებს უფრო ხშირად სახავენ, ვიდრე თვალის სხვა ფერის მქონე ადამიანები. ტკივილის ამტანობა უცნაურია, რომ თვალის განსხვავებული ფერი კავშირშია ტკივილის სხვადასხვაგვარ ამტანობასთან. მშობიარობის დროს და მის შემდეგ ქალებზე დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ ღია ფერის თვალების მქონე ქალები ტკივილს უკეთ იტანდნენ, ვიდრე მუქი ფერის თვალების მქონეები. ისინი, ზოგადად, უფრო ბედნიერად გრძნობენ თავს მშობიარობის შემდეგაც. 168 11-ს მოსწონს
|