x
image
ირინა მ.
ბედნიერი, უდარდელი, ცეკვის მოყვარული სიფაკები, რომლებსაც ადამიანებს ამსგავსებენ

image

მადაგასკარის ადგილობრივი ტომები თვლიან, რომ სიკვდილის შემდეგ პლანეტის ყველაზე უდარდელ პრიმატებად გადაიქცევიან, რომელთაც სიფაკები ეწოდება. სიფაკი შეიძლება ადამიანში აგერიოთ-მსგავსი პროპორციები, მსგავსი მოხერხებული თითები, მსგავსი გამართული სიარული, მხოლოდ სიმაღლეა განსხვავებული, მათი სიმაღლე დაახლოებით ნახევარი მეტრია. ეს ის შემთხვევაა, როცა ყველა დამთხვევა მართლაც შემთხვევითია. სიფაკები მიეკუთვნებიან პროპითეკებს-ლემურების ევოლუციის გვერდით განშტოებას, ეს კი ნიშნავს, რომ მათი და ჩვენი საერთო წინაპრები 40-50 მილიონი წლის წინ ცხოვრობდნენ. ის მცირე მსგავსებაც კი, რაც ადამიანებსა და სიფაკებს შორის არის, მხოლოდ მსგავსი ცხოვრების წესით აიხსნება.

image

image

სიფაკები მხიარულად და უდარდელად ცხოვრობენ. მათი დღე მზის აბაზანებით იწყება. გათენდება თუ არა, მთელი გუნდი, ხის ტოტებზე რაც შეიძლება მაღლა მიემართება, რათა ცივი ღამის შემდეგ მზეზე გათბნენ.

image

როცა გულს იჯერებენ, ისინი ოპერატიულად ჯგუფდებიან და მთელი ჯგუფი რაიმე კალორიულის მოსაძებნად მიემართება. "საძმოს" მიუძღვება ადგილობრივი "ბებო-მატრიარქი". ოჯახის თავის "თანამდებობა" მას არც ძალის გამოყენებით მიუღია, არც მზაკვრობით, ბრძენ ბებოს გამოცდილების გამო აფასებენ: სწორედ მან იცის, სად იზრდება მადაგასკარზე ყველაზე მწვანე და ნორჩი ბალახი, წვნიანი ნაყოფი და სად არის უფრო მზიანი ადგილები. მიუხედავად თავისი პატივცემული ასაკისა, იგი ახალგაზრდებთან ერთად სიამოვნებით დაჰქრის.

სიფაკებს ძლიერი ფეხების წყალობით შეუძლიათ ხეებს შორის რვამეტრიან უფსკრულს გადაახტნენ, ხოლო თუ მიწაზე მოუხდათ გადაადგილება, ამას ისინი ხტუნვა-ხტუნვით აკეთებენ.

image

დროის დარჩენილ ნაწილს სიფაკები ატარებენ რწყილების მოცილებაში, დასდევენ ერთმენეთს და ცეკვავენ კიდეც! დროდადრო რომელიმე პრიმატი შეიძლება ადგეს და ადგილზე დაიწყოს ხტუნვა, მას მაშინვე მიბაძავენ ჯოგის დანარჩენი წევრებიც.


image

image

image

image

image

ერთადერთი, ვისაც მათი პერმანენტული "დროსტარება" შეუძლია გარანტირებულად ჩაშალოს, ეს ქორია. ისინი ქორის ნადავლი სულ ადვილად შეიძლება გახდნენ, როგორც ხეზე, ასევე მიწაზე. სიფაკების რაოდენობის დანაკარგი სწრაფად კომპენსირდება მათი მომავალი თაობებით. ისინი წყვილდებიან მთელი წლის განმავლობაში, თუმცა ჩვენ ბოლომდე არ ვიცით მათი დაწყვილების თავისებურებები. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მდედრი მაკედ დაახლოებით 5 თვის განმავლობაშია, და ამავე დროს მასზე 6 ნაშიერია "დაკიდული" და რძით იკვებება.

image

დედის დატოვების შემდეგაც კი, ახალგაზრდა ნაშიერები არ ცდილობენ საკუთარი შთამომავლობის ყოლას-გუშინდელი პატარები 2, 5 წელი დახტიან, ცელქობენ და ტყის ნობათით ნებივრობენ. მუდმივი სტრესების არარსებობა, მაღალი აქტივობა და ბალანსირებული კვება დადებითად მოქმედებს სიფაკების ცხოვრების ხანგრძლივობაზე. ისინი 25 წლამდე ცოცხლობენ! მაგრამ, მადაგასკარის ტყეების აქტიური განადგურების გამო ეს პრიმატები უკვე გადაშენების პირასაა.





imageგადახედეთ:




მექსიკაში ოკეანემ ამოუცნობი ზღვის ბინადარი გამორიყა. მას თვალები არ ჰქონდა

image


"თოვლის კაცი" თეთრი დათვისა და მურა დათვის ჰიბრიდია?

image


ადამიანის ხელის ევოლუცია, უძველესი გადაშენებული თევზის ფარფლიდან იწყება

image


ფრინველები და ცხოველები საოცარი რაკურსიდან

image


ავსტრალიაში ზღვამ ნაპირზე სიურპრიზი გამორიყა

image


მოსაზრება, თუ რა ფრთიანი არსებაა ნაპოვნი მექსიკაში (გამოქვეყნებულია მისი რენდგენის სურათიც)

image


კასპიის ზღვის ატლანტიდა, ადამიანი-ამფიბია და სხვა იდუმალი მოვლენები

image


ჯეიკი-ადამიანი ალიგატორი. მითია თუ სინამდვილე?

image


საოცარი ფაქტები ჩვენთვის ნაცნობი და უცნობი ცხოველების შესახებ

image


ცნობისმოყვარე ცხოველები, რომლებიც ფოტოგრაფებს მუშაობაში ხელს უშლიან

image









0
279
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
279
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0