x
image
თუთიკო ბერძენა
რატომ არ ჩაიტარა ვაქცინაცია პრემიერ-მინისტრმა?

imageსაქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. საკითხთან დაკავშრებით სოციალურ ქსელში ღარიბაშვილი აღნიშნავს: „ჩატარებული ტესტირების შედეგად დამიდასტურდა კოვიდ-19. თავს კარგად ვგრძნობ, ვიმყოფები თვითიზოლაციაში და ვაგრძელებ მუშაობას დისტანციურ რეჟიმში“.

თუმცა საინტერესოა, რატომ არ არის აცრილი საქართველოში შემოტანილი ვაქცინებით თვითონ პრემიერ-მინისტრი? მაშინ, როდესაც მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ და შემოტანილი ვაქცინების სანდოობასა და საიმედოობაში გვარწმუნებენ მოქალაქეებს?

იმედია, მოსახლეობა საკვლევი თეთრ ვირთაგვებად არ მოვიაზრებით. ამაში დასარწმუნებლად იმავე ვაქცინით მაღალი თანამდებობის პირების იმუნიზაციის ცოცხალი მაგალითები გვჭირდება, რომლითაც მოსახლეობის ვაქცინაცია მიმდინარეობს

2
216
4-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
216
  
2021, 6 აპრილი, 20:06
თუ ვაქცინაცია მასოვრივად არ ჩატარდა აზრს კარგავს. საინტერესოა ჯანდაცვის მინისტრმა ბოლოს და ბოლკს თუ ჩაიტარა ვაქცინაცია
2021, 6 აპრილი, 20:05
მოსახლეობის ნდობის გასამყარებლად ვაქცინისადმი სწორედ მაგათ უნდა გაეკეთებინაათ პირველებს
0 1 2