საქართველო ზაზა გახელაძის სანაცვლოდ ოკუპანტები ჩორჩანას საგუშაგოს და ოქონის უნიკალურ ხატს ითხოვენ! პოზნერი კი 2 საათში სამშობლოში გავაბრუნეთ 2021, 6 აპრილი, 1:29 ოკუპანტების მძევალის, ზაზა გახელაძის მეუღლე ირმა ბუთხუზი აცხადებს, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ზაზა გახელაძის გათავისუფლების სანაცვლოდ ჩორჩანას საგუშაგოს დემონტაჟს და მე-10 საუკუნით დათარიღებული ოქონის ტრიპტიკონის გადაცემას ითხოვს. როგორც ელისო კილაძე ფბ სოციალურ ქსელში აცხადებს, ეს ხდება სწორედ იმ დროს, როცა საქართველოში დაკავებული რუსები ხელისუფლებამ 2 საათში უკან, სამშობლოში მშვიდობიანად გაუშვა... "ზაზა გახელაძის სანაცვლოდ, ჩორჩანას საგუშაგოს ითხოვენ, ოქონის უნიკალურ ხატსაც.აქ დაკავებული რუსები ორ საათში გაუშვეს...
არადა, იყო დრო ოკუპანტებს შიშის ზარს ვცემდით...
ამას ვინც აკეთებდა, მატროსოვზე ყავთ გამოკეტილი."
შგახსენებთ, რომ საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით, ზაზა გახელაძემ ე.წ. მესაზღვრეებს ცეცხლი გაუხსნა, რის შემდეგაც, ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე დაჭრეს და დააკავეს. ზაზა გახელაძეს საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. 502 9-ს მოსწონს
|