საზოგადოება მეშინია ჩემი ქვეყანა და ხალხი არ შემზიზღდეს…მართლა მეშინია 2021, 4 აპრილი, 12:14 პარლამენტის წინ ორგანიზაცია "სირცხვილიას" მიერ გამართულ კონცერტს სოციალური ქსელის მომხმარებელი მაკა ჭაჭიაშვილი ეხმაურება და წერს: მეშინია ჩემი ქვეყანა და ხალხი არ შემზიზღდეს...მართლა მეშინია......
ქვეყანას, რომელსაც გურამ დოჩანაშვილი მოუკვდა დღეს...!!! დღეს, როცა ხალხური სიმღერების შემკრები, ანზორ ერქომაიშვილი მიაბარეს მიწას.....დედაქალაქის ცენტრში გალა კონცერტია(რუს “ოკუპანტებს" ვლანძღავთ და ქვეყნიდან ვყრით!.....ვიზე ვლაპარაკობთ? და ასეთ ქართველებს უყვარს მისი “ოკუპირებული" ქვეყანა??....რა სისულელეა,
მარაზმია ქვეყანაში...და მარაზმატიკების “პარადი"!! ადამიანის ფსიქიკური და ფიზიკური მოქმედების სრული დაქვეითება! მძიმე, სულის შემხუთავი სიზმარივით ჩანს გარშემო ყველაფერი და არ გვეღირსა ამ “კოშმარული" სიზმრიდან თავის დაღწევა....ვერ თუ არ ვიღვიძებთ ნეტა!...რა გვჭირს ეს?
“ის ნიადაგი სადაც მცენარე მტაცებელი იზრდება ცუდია. მცენარის ბრალი კი არაა, მწერებს რომ ხოცავს და ისე იკვებება. ნიადაგის ბრალია.კარგად დაიმახსოვრე! ვერცერთი მტერი ვერასდროს დაგაკლებს იმდენს, რასაც საკუთარი თავი”-გურამ დოჩანაშვილი
შეგახსენებთ, გუშინ პარლამენტის წინ ორგანიზაცია „სირცხვილია.“ კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა ელექტრონული მუსიკის კონცერტის თანხლებით.
ამასობაში კი ინფიცირებულთა მაჩვენებელი ყოველდღიურად მატულობს, დღეის მონაცემებით დღიური მაჩვენებელი 2, 97%-ია, რაც ყველაზე მაღალია ბოლო ორი თვის განმავლობაში. 73 6-ს მოსწონს
|