x
image
თუთიკო ბერძენა
მამაკაცებო, რომ ქალი პატარა ოთახში თქვენგან 2 მეტრში წამოწვება, უკანალს მოგაშვერთ და თქვენ მასზე საკოცნელადაც არ გაიწევთ, წადით, ჰორმონებზე გაესინჯეთ
image

ძალადობა მარტო ფიზიკური ძალადობა არ არის. ფსიქოლოგიური ძალადობაც ძალადობის ერთ-ერთი სახეა! რატომაა ხოლმე ჩვენს ასოციაციაში ძალადობის ვექტორი მუდამ ქალისკენ მიმართული და კაცებისკენ არა?! ქალები არ ძალადობენ მამაკაცებზე?

კაცთან 2 მეტრში რომ გახვითქინებული ქალია წამოწოლილი, ზურგი მივაშვირეო, ამბობს და ზურგთან ერთად კურტუმოც აქვს მიშვერილი, ეს არის თუ არა ფსიქოლოგიური ზემოქმედება კაცის ნეიროფიზიოლოგიაზე?!
ეს არის თუ არა პროვოცირება სქესობრივი ჰორმონების?
ეს არის თუ არა ზეწოლა ადამიანის სექსუალურ ინსტიქტებზე?!
თან როცა ასმათ დვალიშვილი აცხადებს, რომ გოგი წულაიამ მისკენ ხუთჯერ გაიწია!
კი მაგრამ ქალს თუ სახლის გასაღები ჰქონდა, სადარბაზოში რომ გასულიყო პირველსავე მცდელობისას და დილამდე დამჯდარიყო თუნდაც კიბეზე ან პირველსავე მცდელობაზე ჩაკეტილიყო მის მიერ ხსენებულ "საპირფარეშოში" შიგნიდან (და უამრავი ალტერნატიული სვლაა კიდევ), ხომ არავის აღარ შეგვეპარებოდა ეჭვი მის კეთილსინდისიერებაში? თუ 15 წლის გოგოა და არ იცოდა კაცის ფიზიოლოგიის შესახებ?
პავლოვის და ბეხტერევის შრომები შეიძლება არ ჰქონდეს წაკითხული, მაგრამ, მისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ამ ქალმა არ იცის, რას გრძნობს კაცი, როცა ღამით 2 მეტრში ქალი "რუბენას ვართუშასავითაა" წამოწოლილი? არც ძალიან ქართული გამოთქმა "ცეცხლი და თივა" გაუგია ლამის ნახევარსაუკუნოვანი სიცოცხლის მანძილზე, თუ ვის აატყუებს?
გოგი წულაია არის ფსიქოლოგიური ძალადობის, ფსიქოლოგიური შევიწროების მსხვერპლი და მისი პასუხი იყო მხოლოდ ფიზიოლოგიური რეაქცია ამ ფსიქოძალადობაზე!

და თუ როგორც თვითონ წულაია ახლა, ამ უკიდურეს სიტუაციაში აღიარებს, არაფრის თავი მაქვსო, შესაძლოა, ზუსტად ამიტომაც გაიწია საკოცნელად, რადგან ასეთი ქალებისგან ვერც იმას გამორიცხავს კაცი, მეორე დღეს მთელმა დუნიამ არ იცოდეს, ღამე ერთ ოთახში ვიწექით მე და გოგია და თითიც არ დაუკარებია, არაფრის თავი აქვს გოგიას, იმპოტენტიაო და მერე ქუთაისის მთელ ელიტარულ მეძავებს არ ეცინათ ამაზე. გააკეთებდა ამას ეს ქალი, კი! ("შევა კიკუ ამაღამ მასთან")და ამას გააკეთებდა ზუსტად შეურაცხყოფილი იმით, რომ თვით გოგიაშიც კი ვერ აღძრა ვნებები.

თუ რომელიმე კაცი ამაში არ მეთანხმებით, რომ ქალი პატარა ოთახში თქვენთან ახლოს - 2 მეტრში წამოწვება, უკანალს მოგაშვერთ და თქვენ მასზე საკოცნელადაც არ გაიწევთ, წადით, ჰორმონებზე გაესინჯეთ და მერე წულაია იყოს იქ, სადაც არის!


მამაკაცები არცთუ იშვიათად ხდებიან ძალადობის მსხვერპლი, მაგრამ ამაზე რატომღაც მსოფლიო დუმს. ოჯახური ძალადობის მსხვერპლიც არაერთი მაკაკაცი გამხდარა, მაგრამ თუ რატომ ვერ ხდება ამის ზუსტი სტატისტიკური აღრიცხვა, ამას თავისი მიზეზები აქვს:

1. მამაკაცები ნაკლებად აღიარებენ, რომ ისინი მსხვერპლი არიან.

2. მამაკაცები თავს მსხვერპლად ვერ აღიქვამენ

გერმანიაში ოჯახში ძალადობის შესახებ ახალი სტატისტიკა გამოქვეყნდა. პოლიციის მონაცემებით, 2019 წელს, ოჯახში ძალადობის შედეგად 32 კაცი დაიღუპა. ფედერალური კრიმინალური პოლიციის ოფისის მონაცემებით, 2018 წელს გერმანიაში დაფიქსირდა ოჯახში ძალადობის 26 000 შემთხვევა მამაკაცებზე. ეს არის ის, რაც ცნობილია. ვინ დაუჯერებს მას, ვინც ამბობს, რომ ცოლი ან მეგობარი ქალი სცემს?

საზოგადოების ცნობიერებაში ადგილი არ აქვს სოციალურად დაუცველ მამაკაცს. ამას მხარს უჭერს კემბრიას უნივერსიტეტის ელიზაბეტ ბეიტის კვლევა. "სატელევიზიო პროგრამებსა და კომედიურ შოუებში კაცის მიმართ ძალადობა იუმორისტული საშუალებაა. ჩვენ შეგვიძლია სიცილი, როდესაც ვხედავთ, რომ ქალი კაცს ურტყამს, მაგრამ ამას შედეგი მოაქვს", - აღნიშნავს ბრიტანელი მეცნიერი. "მრავალი მიზეზია, რაც ადამიანს ხელს უშლის ეძებოს დახმარება. მათ აქვთ შიში იმისა, რომ არ დაუჯერებენ და დასცინებენ. და ისე, თუ როგორ საუბრობს მედია ძალადობაზე, ახდენს გავლენას ამ შიშზე. " გამოკვლევებმა ასევე აჩვენა, რომ საზოგადოებაში მამაკაცისადმი ამგვარი დამოკიდებულების გამო, ისინი თავს მსხვერპლად არ აღიქვამენ, თუმცა ფსიქიკური ძალადობა აქვთ და, შესაბამისად, ჯანმრთელობის პრობლემებიც.


როგორ ხდება მამაკაცი მსხვერპლი? კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე ხშირად მამაკაცები საუბრობენ ქალისგან ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე.

ხშირად, ქალების მსგავსად, ისინიც აღიარებენ, რომ ერთხელ მაინც განიცადეს ფიზიკური ძალადობაც.

"მწვავე გამოვლინებები ქალების შემთხვევაში ბევრად უფრო ხშირად გვხვდება, მაგრამ არც თუ ისე ცოტა მამაკაცის მიმართ ხდება ეს”, - ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, რალფ პუჩერტი.

ძალადობის ერთ-ერთი მსხვერპლი ტამ ვაისენბერგი ყვება, როგორ ძალადობდა მასზე შეყვარებული: "ერთხელ მან გაიხადა მოსასხამი, შიშველი დამიდგა წინ. თვითცემა და თავის დაკაწვრა დაიწყო, თან ყვიროდა:" აჰ! Შეწყვიტე! მწყინს. გავოგნდი. როცა დაასრულა, ხალათი ჩაიცვა, ჩანთიდან ამოიღო ჩამწერი და გამორთო", - იხსენებს ტამი. "რა მაგარია ასეთი ჩამწერი. ეს არის ჩემი კოზირი", - აშანტაჟდა მისი მეგობარი გოგონა, რომ ვინმესთვის არ ეთქვა ცემის შესახებ. "მეშინოდა სამსახურიდან არ გავეშვი, მეშინოდა რეპუტაციის დაკარგვის ", - აღიარებს ტამი.

imageტამ ვაინსბერგი Tami Weissenberg

მსხვერპლ მამაკაცთა დახმარება
გერმანიაში გაიხსნა დახმარების ხაზი მსხვერპლი მამაკაცებისთვის. "მამაკაცებს სურთ არსებობდეს ისეთი ადგილი, სადაც მათ არ დასცინებენ", - ამბობს კონსულტაციის მენეჯერი ანდრეას ჰაეზა. ათობით კაცი მოდის აქ ყოველ კვირას და ბევრ მათგანს ეტყობა, რომ სასოწარკვეთილ მდგომარეობაში არიან ”, - აღნიშნავს ჰეასე.


მხარდაჭერასთან დაკავშირებით, მამაკაცებს შეუძლიათ გმირობა განზე გადადონ და მსხვერპლის გადმოსახედიდან შეხედონ საკუთარ თავს. ეს უკვე მათ მნიშვნელოვან შვებას მოგვრით, ამბობს კონსულტანტი.

დღეს მსხვერპლი მამაკაცების უმრავლესობა არა თუ პოულობს, არამედ ვერც კი ეძებს დახმარებას გამეფებული გენდერული დამოკიდებულების გამო, რომ კაცი უნდა იყოს ძლიერი და გაუძლოს ტკივილს, გაუძლოს ფსიქოლოგიურ ზეწოლას, გაუძლოს, როცა ერთ პატარა სივრცეში მის წინ ღამით ქალი წამოწვება და სექსუალურ უკანალს მიუშვერს! საზოგადოების ასეთი დამოკიდებულება გამოწვეულია იმით, რომ ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემაზე მსოფლიოში უფრო ხმამაღლა ლაპარაკობენ. ქალებს აღარ ეშინიათ დახმარების ძებნა და ღიად საუბრობენ მათ მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე. ზუსტად იციან, რომ გამოჩნდება ადამიანი, არასამთავრობო ორგანიზაცია ვინც მხარს დაუჭერს. მაგრამ მსგავსი რამ არ არსებობს მამაკაცებისთვის.

თუ გენდერული თანასწორობაა, თანასწორობა უნდა იყოს და არა რომელიმე სქესის პრივილეგირება ძალადობის საკითხში.
ფსიქლოგიური ძალადობა, ფსიქოლოგიური ზეწოლა, ადამიანის ფსქოლოგიური იძულებაც ძალადობაა და ფემინისტებმა ეს უნდა აღიარონ, სანამ ქალთა უფლებების გაძლიერებაში ბალანსი არ დაირღვა და ძალადობის მსხვერპლის ნიღაბს ამოფარებული ქალები ათასნაირი ხრიკებითა და მექანიზმებით მამაკაცების შევიწროებას კიდევ უფრო არ გაამძაფრებენ. ვფიქრობ, მალე ანტიფემინისტური მოძრაობაც ჩამოყალიბდება, რომელიც ზუსტად ქალების მხარეს გადახრილ წონასწორობას გაათანაბრებს! თორემ ამდენ ძალისხმევაში აშკარად გადაიხარა ბალანსი საპირისპირო მხარეს!

7
704
5-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
704
  
2021, 30 მარტი, 14:17
კი მუხბე ცხადზე ცხადია. :)))
2021, 30 მარტი, 13:12
გეთანხმები მეგობარო სვანეთში ესეა,მეც ასე მესმის ასეთ ძალადობაზე ჩვენთან სვანეთში რა მოხდებოდა კი მიხვდება ყველა..
2021, 28 მარტი, 13:35
ბეხტერევის ნაშრომს არ ვეთანხმები თუთიკო, სადაც მამაკაცის მიერ ქალზე ძალადობას ნაწილობრივ ამართლებს და ქალის მხრიდან მამაკაცის პროვოცირებაზეა საუბარი.
ძალადობა ძალადობაა, მარტო ფიზიკური არ იგულისხმება ფსიქოლოგიურიც.
ვეთანხმები ბევრ რამეში "მარტოხელა მონადირეს".
ფემინისტებს, რომ დავუჯეროთ ადამიანთა მოდგმა დინოზავრებივით გადაშენდება. :)
არის ლოგიკა ამ ყველაფერში. რაც არ უნდა იყოს,თავის შეკავება დიდი რამეა და გამართლება არ არის,როცა იტყვის კაცი "საჯდომი მომიშვირა და რა მექნაო". მე ესე მესმის,კაცი მაშინ არის საქები,თუ თავის შეკავება შეუძლია და წესიერი ქალი:) არ იტყვის მასზე რო იმპოტენტიაო და თუ იმნაირი ქალია,მაშინ განწყობილებას გააჩნია:) ფემინისტებზე კი 100% გეთახმებით,რადგან ქალის უფლებების დაცვა ხშირად მათ დისკრიმინაციამდე მოვყავართ. ადრეც მითქვია,რომ კანონები უფრო შეურაწმყოფელია ქალებისთვის და არ მესმის,რატომ უხარიათ ქალებს ეს. ცოტა ხნის წინ მიიღეს კანონი,რაც ავალდებულებდა პარტიებს ქალები ჩაესვათ სიაში,ყოველი მესამე ქალი უნდა ყოფილიყო სიაში. ზოგიერთ პარტიას ისედაც ყავდა ქალები სიაში და ზოგს მოუწია ჩაესვათ. ჩემი აზრით,ცოდნის მიხედვით უნდა იღებდნენ ადამიანს და არა სქესის გამო. ძალადობა პრობლემა საქართველოშიც და მსოფლიოში,მაგრამ ერთი უკიდირესობიდან მეორეში გადავარდნა არ შეიძლება. ზოგადი წარმოდგენა ფემინისტებზე არ მაქვს კარგი და ეს ხალხი კაცთმოძულე,სხვა ორიენტაციის ადამიანები მგონია. ბაია პატარაია მაგალითისთვის,არ არის საღ ჭკუაზე,რადგან ნებისმიერ კაცს ლანძღავს და ეგეთები არიან ყველა. არ მახსოვს,რა ერქვა იმ იურისტს,შეხედვის გამო კაცის დასჯას ითხოვდა და ეს ნორმალური როგორ არის?! ქალი და კაცი მიტომ არსებობენ,რომ ერთამანეთს თავი მოაწონონ,დაწყილდნენ და გამრავლდნენ.ამ პატარაიას მამას რო არ შეეხედა ბაიას დედისთვის,მერე ცოლად არ მოეყვანა და ამბები,არ დაიბადებოდა პატარა ბაიკო. ძალადობა არ მოსულა ზოგადად და ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული. რას მიქვია კაცი და ქალი ცალკე,ადამიანის ულფბების დაცვა ავტომატურად ნიშნავს ამას.
2021, 28 მარტი, 2:07
ექიმები არ ფიქრობენ ასე. ქალსა და მამაკაცს შორის კი არა, შუშის ბარიერის დატოვება დედმამიშვილებს შორისაც აუცილებელი მგონია.
2021, 27 მარტი, 20:07
აქ ვერ დავეთანხმები ცნობილ მეცნიერებს, ერთ კარავში ღამეები გამიტარებია კოლეგა ახალგაზრდა ქალბატონთან, მაგრამ ხელები არ მიფათურებია.
თუ მამაკაცი საკუთარ თავზე კონტროლს ჰკარგავს სიმთვრალეში სასმელს წყლის გარდა არ უნდა გაეკაროს.
თუნდაც მიგზავნილი პროვოკატორი ყოფილიყო, წულაიას მართებდა თავის შეკავება, რადგან მეგობრობდნენ.
მე ასე მესმის...
0 1 7