საქართველო რატომ მოსწონთ გახარია?-ნოდარ ცინცაძე 2021, 25 მარტი, 11:22
"რატომ მოსწონთ გახარია?
1. ამ კაციდან არ იფრქვევა ღვარძლი და აგრესია.
2. ნებისმიერ მომენტში არ კარგავს წონასწორობას და არ ტოვებს პასუხგაუცემელ კითხვებს.
3. არ გაურბის პასუხისმგებლობას და შეუძლია აღიაროს შეცდომები. 4. ისეთ დროს როცა უნდა ყვიროდეს, ან ქვებს ისროდეს, იღიმება და მუხტავს სიტუაციას. 5. მისგან მოდის პოზიტივი, რაც დღევანდელ გადაღლილ საზოგადოებას წამალივით სჭირდება. 6. ფიზიკურად გამოიყურება ისე, რომ ვერ გააიგივებ ჭამასთან, მომხვეჭელობასა და გაუმაძღრობასთან. 7. დადის ოდნავ მხრებში მოხრილი და თავდაწეული, რაც ხალხს მის თავდამბლობას აფიქრებინებს. 8. საუბრობს გამართული და ყველასთვის გასაგები ქართულით.9. იყო თითქმის ყველა საკვანძო უწყების პირველი პირი და ყველგან მაღალი პროფესიონალიზმი აჩვენა.და ყველაზე მთავარი:ვერავინ დააბრალა ნეპოტიზმი და კორუფცია. რომელიც ძალიან აღიზიანებს და აღაშფოთებს დღევანდელ ქართულ საზოგადოებას. ჩემი მხარდაჭერა გახარიას !”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, ნოდარ ცინცაძე 187 6-ს მოსწონს
|