სხვა ძაღლი ჩინეთის ბაზარზე ქათმის გამყიდველად "მოეწყო" 2021, 24 მარტი, 16:43 კურიოზული შემთხვევა დააფიქსირეს კამერით თვითმხილველებმა ჩინეთის ერთ-ერთ სასურსათო ბაზარზე. მუდმივ მოვაჭრეებს შორის მოულოდნელად გამოჩნდა ყვითელი ლაბრადორი, რომელიც მყიდველებს სთავაზობდა ცოცხალი ქათმების შეძენას. ოთხფეხა გამყიდველი ერთგულად დგას ხილ-ბოსტნეულის დახლთან და ყველას ეპატიჟება ორი მამლის შესაძენად. მას კბილებით წარწერა უჭირავს, რომელზეც მითითებულია 1 ქათმის ღირებულება, ორი მამალი (წითური და თეთრი) კი ზურგზე უზის. ფასი: 10 იუანი, ან 1.6 დოლარი
ქაღალდზე მოცემული წარწერის მიხედვით, ძაღლი თითო მამალში ითხოვს 10 იუანის (რაც უტოლდება 1.6 დოლარს, ან 50 რუბლს) გადახდას. თავის მხრივ, მამლებიც კომფორტულად გრძნობენ გამყიდველი ძაღლის ზურგზე თავს და სულაც არ ცდილობენ თავის დაღწევას. ინტერნეტის მომხმარებლებმა ამ ფოტოს ხილვაზე ბევრი იხუმრეს. მათ შორის ყველაზე გონებამახვილური იყო ერთ-ერთი კომენტატორის სიტყვები, რომ "ძაღლი კი არ ყიდიდა მამლებს, პირიქით, მამლები ყიდიდნენ ძაღლს" (ეს იმიტომ, რომ ჩინელებს ძაღლის ხორცი ქათმისას ურჩევნიათ).
96 შეფასება არ არის
|