სხვა ლალისფერი შოკოლადი "KitKat" უჩვეულო, მჟავე გემოთი-სიახლე, რომლის დაგემოვნებაც ღირს 2021, 30 მარტი, 15:54 შვეიცარიელმა შოკოლადის მწარმოებლებმა გააუმჯობესეს თავიანთი ფორმულა შექმნეს ახალი, "ლალისფერი" შოკოლადი. დიდი ხნის განმავლობაში შოკოლადის წარმოება ეყრდნობოდა, იცავდა მკაცრად განსაზღვრულ ტრადიციებს და ამაზე არავინ არ წუწუნებდა. მოგვიანებით ტრადიციულის პარალელურად, გამოჩნდა თეთრი შოკოლადი. ძირითადად რძის, ანუ თეთრი და შავი შოკოლადი ჰგავს ერთმანეთს გემოთი, განსხვავდებიან მხოლოდ კაკაოს რაოდენობით. მერე გამოჩნდა შვეიცარიული წარმოების შოკოლადი "Barry Callebaut". სწორედ ამ ბრენდმა მოიფიქრა სრულიად ახალი ფორმულა, სახელწოდებით "ლალი" - ამ სახეობის შოკოლადს აქვს მოვარდისფრო- წითელი შეფერილობა. მიუხედავად იმისა, რომ ისიც ტკბილია, ამასთანავე, დაჰკრავს მსუბუქად მჟავე გემო, რაც აბსოლუტურად უჩვეულო, მოულოდნელია შოკოლადისათვის. საცდელი გაყიდვები შესრულდა იაპონიასა და სამხრეთ კორეაში, 2018 წლის 16 აპრილიდან კი იგი გამოჩნდა დიდი ბრიტანეთის მაღაზიების თაროებზეც, როგორც "KitKat"-ის სპეციალური სახეობა. ამბობენ, რომ ლალისფერი შოკოლადის უჩვეულოდ, მჟავე გემო მიიღეს კაკაოს ყოველგვარი გენეტიკური მოდიფიკაციის გარეშე. ის დამზადებულია ჩვეულებრივი კაკაოს მარცვლებისაგან, რომლებიც ჯერ კიდევ არ იყო ფერმენტირებული. დღეისათვის მისი დამზადების ზუსტი ტექნოლოგია უკვე დაპატენტებულია და წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას.
38 1-ს მოსწონს
|