x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
თურქეთში 25 წლის ქართველი გოგონა მოკლეს
image

თურქეთში 25 წლის თეო თუაშვილი მოკლეს, ამის შესახებ ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს, ქართველ ემიგრანტებზე დაყრდნობით.


როგორც ცნობილი გახდა, სტამბულში გუნეშლიზე თეონა თუაშვილს და მის არაბ მეუღლეს სავარაუდოდ 4 კაცი შეუვარდა სახლში, თეონას ყელი გამოჭრეს, ხოლო მისი ქმარი მძიმედ დაჭრეს და ამჟამად უგონო მდგომაროებაშია.იგი სტამბოლის საავადმყოფოში სასუნთქ აპარატზეა შეერთებული.თეონას 5 წლის ლიზი დარჩა, რომელიც აქ საქართველოშია.

image


"

თეო არაჩვეულებრივი ადამიანი იყო შვილის გამო სიცოცხლესაც დათმობდა არ უნდოდა მის შვილს რამე მოკლებოდა და სურდა ლიზის ფერადი ბავშვობა ჰქონოდა თუნდაც მის გარეშე... ვერა და ვერ იშოვა სამუშაო ლუკმაპურისფული რომ ჰქონოდა მის შვილს... სისხლიანი ცრემლებით ევსებოდა თვალები მისთვის უმძიმესი გადაწყვეტილება უნდა მიეღო და იძულებული გახდა შვილი დაეტოვებინა... ქმარს გაშორდა პრობლემები ჰქონდათ როგორც ხდება ხოლმე იყო მიზეზები რასაც აქ ვერ მოგწერ ბ.ნ. შოთო, მისი მეუღლე შემდეგ ციხეშიც მოხვდა დაიჭირეს... სტამბულში უჭირდა ყოფნა ვერაფრით ეგუებოდა იმას რომ ყოველ საღამოს გულში ვერ იხუტებდა ლიზის ვერ უკოცნიდა თვალებს ენატრებოდა უზომოდ შვილის სურნელი. სულ ტირილით რეკავდა. ფოტოებთან ერთად ეძინა კოშმარი იყო მისი ცხოვრება მისი ერთადერთი შვილის გარეშე და ასე წერდა: მენატრები მიყვარხარ სიცოცხლეზე მეტად უშენოდ მკვდარი ვარ ჩემო ერთადერთოო!!!
სტამბულში გაიცნო არაბი სახელად ამირი და როგორც ცოლქმარი ისე ცხოვრობდნენ 2 წელი ერთად ბედნიერად სიგიჟემდე უყვარდათ ერთმანეთი. უხაროდათ სიცოცხლე და მათი ერთად ყოფნაც ნამდვილი ზეიმი იყო ისე შეჰხაროდნენ ერთმანეთს. ხელი არ ქონდათ მოწერილი რადგან ამირს საბუთი არ ჰქონდა. საქართველოში წამოსვლაზე ამირი თანახმა იყო წამოსვლას აპირებდნენ ერთად უნდოდათ ცხოვრება, მაგრამ სასტიკად მოკლეს და არ დასცალდა....
თეო ამბობდა ძალიან გამიმართლაო უბედნიერესი ვარო, რომ ვეკითხებოდით მეგობრები რატომ გაყევი ცოლადო ესე გვპასუხობდა.
3 წელი იყო თეო წამოსული იმდენი გეგმა ჰქონდათ და ვერ აისრულეს შურისძიების მიზნით მათ სახლში გუნეშლიზე შეიჭრნენ და სადისტურად აწამეს ყელი გამოჭრეს თეოს ის ადგილზევე გარდაიცვალა. ასევე დაჩეხეს ამირიც ის სიკვდილის პირასაა უგონო მდგომარეობაში სტამბოლის საავადმყოფოში სასუნთქ აპარატზეა შეერთებული.
ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვითხოვოთ მკვლელეის დასჯა!!! ემიგრანტები ლუკმა პურისთვის გადახვეწილები უცხო მიწაზე ჯალათების მსხვერპლი ხდებიან, უდედოდ დარჩენილი პატარები რომლებსაც დედა ძლიერ ენატრებათ და ელოდებიან მის დაბრუნებას... შემზარავი ამბავია...
"შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს.
თურქეთში მყოფი ემიგრანტები შოთო სიხარულიძეს დახმარებას სთხოვენ და ითხოვენ მკაცრად დაისაჯოს მკვლელები!!!! ეს საშინელი ფაქტი, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას თუ რა რთულ პირობებში უხდებათ ქართველ ემიგრანტებს ფულის შოვნა და ოჯახების დაპურება
ეს ტრაგედია, ყველა ქვეყანაში მცხოვრები ემიგრანტების ნაწილია!
ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული. უფალო აკმარე საქართველოს ამდენი ემიგრანტის უბედურება… მარადიული ხსოვნა ყველა გარდაცვლილს ქართველ ემიგრანტს… საქართველოს ენით აუღწერელი ტკივილი ემიგრანტებია… “ახლაც ის დროა, როცა ქართველი, გულით ნატრობდა სად მომკვდარიყო ქართული მიწის ეგრძნო სურნელი… ბალახი მაინც რომ გამხდარიყო”, -წერს შოთო სიხარულიძე
image
0
318
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
318
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0