![სტალინის 43 წლის შვილიშვილმა თავისი
ფოტოებით მსოფლიო შეძრა image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202103/2021032123553891717.jpg)
კრის ევანსი - სტალინის ყველაზე პატარა შვილიშვილი. საბჭოთა კავშირის ლიდერის 43 წლის მემკვიდრე აშშ – ში ცხოვრობს პორტლენდში (ორეგონი) და ანტიკვარული მაღაზიის მფლობელია. მსოფლიომ ყურადღება სტალინის შვილიშვილს მიიპყრო მას შემდეგ, რაც ქსელში გამოჩნდა ფოტოსესია, სადაც კრისი იარაღით პოზირებს.
![სტალინის 43 წლის შვილიშვილმა თავისი
ფოტოებით მსოფლიო შეძრა image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202103/2021032123573391717.png)
"არ ჰგავს მის ბაბუას", "სტალინის შვილიშვილს არ შეჰფერის", "ის საერთოდ არ საუბრობს ქრთულად, არც რუსულად", "არ მჯერა", - წერენ ევანსის ფოტოს ქვეშ სოციალურ ქსელებში.
![სტალინის 43 წლის შვილიშვილმა თავისი
ფოტოებით მსოფლიო შეძრა image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202103/2021032123590791717.png)
კრის ევანსის ცხოვრების შესახებ ინტერნეტში ბევრი ინფორმაცია არ არის. ცნობილია, რომ 1966 წელს მისი დედა ანუ იოსებ სტალინის ქალიშვილი, სვეტლანა ალილუევა მეგობრული ვიზიტით წავიდა ინდოეთში. იქ მან მიმართა ამერიკის საელჩოს პოლიტიკური თავშესაფრის მისაღებად. 1970 წელს სვეტლანამ, რომელმაც სახელი შეიცვალა და ლანა პიტერსი გახდა, იქორწინა აშშ-ის მოქალაქეზე, რომლისგანაც შეეძინა ქალიშვილი კრისი.
![სტალინის 43 წლის შვილიშვილმა თავისი
ფოტოებით მსოფლიო შეძრა image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202103/2021032123592991717.png)
1984 წელს სტალინის ქალიშვილმა სსრკ-ში დაბრუნება გადაწყვიტა, მაგრამ ორი წლის შემდეგ ის ამერიკაში დაბრუნდა. ზოგი წყარო ამბობს, რომ კრის ევანსმა დედასთან კავშირი შეწყვიტა სსრკ-ში გაქცევის გამო.
![სტალინის 43 წლის შვილიშვილმა თავისი
ფოტოებით მსოფლიო შეძრა image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202103/2021032200005591717.jpg)
უკან დაბრუნების შემდეგ მათ ერთმანეთთან ურთიერთობა ვეღარასდროს აღადგინეს.
სვეტლანა გარდაიცვალა 2011 წელს შეერთებულ შტატებში.
კრისმა კი 43 წლის ასაკში კიბო დაამარცხა და ახლა ანტიკვარიატით ვაჭრობს.
![სტალინის 43 წლის შვილიშვილმა თავისი
ფოტოებით მსოფლიო შეძრა image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202103/2021032200030591717.png)