სიახლეები პაკისტანის პრემიერი ჩინური ვაქცინით აცრის შემდეგ დაინფიცირდა 2021, 21 მარტი, 17:19 პაკისტანის პრემიერ-მინისტრი იმრან ხანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინა Sinopharm-ით აიცრა და კორონავირუსით დაინფიცირდა.ამის შესახებ ტვიტერის საკუთარ გვერდზე განაცხადა პრემიერის თანაშემწემ სოციალურ და ჯანდაცვის საკითხებში ფაისალ სულთანმა. მან დააზუსტა, რომ ხანის ტესტი კორონავირუსზე დადებითი აღმოჩნდა და ამჟამად პრემიერი თვითიზოლაციაში იმყოფება. ქვეყნის პრემიერი ჩინური ვაქცინით 18 მარტს აიცრა, ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ვაქცინის მეორე პარტია-Sinopharm- ის 500 000 დოზა შემოიტანა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით უმალ განმარტება გააკეთა ქვეყნის ჯანდაცვის უწყებამ, რა დროსაც ხაზგასმით აღინიშნა, რომ ვაქცინის მოქმედება აცრიდან ორი-სამი კვირის შემდეგ იწყებს მოქმედებას და პრემიერის ინფიცირებამ არ უნდა გამოიწვიოს მოსახლეობაში ვაქცინაციის მიმართ ორჭოფობა ან უნდობლობა. "პოლიტიკოსი აცრიდან ორ დღეში დაინფიცირდა და ასეთ მცირე დროში ვერ გადაარჩენდა მსოფლიოში არსებული ვერავითარი ვაქცინა, ანტისხეულებს ორგანიზმი მხოლოდ 2-3კვირის შემდეგ გამოიმუშავებს"-ნათქვამია განცხადებაში. 157 7-ს მოსწონს
|