ფსიქოლოგია 3 საშინელი ვიდეო საიდუმლოებით მოცული ისტორიებით 2021, 19 მარტი, 1:37 ინტერნეტში უამრავი საშინელი ვიდეოა. ზოგიერთ მათგანზე სისხლი შეიძლება გაგეყინოს არა იმიტომ, რომ უშუალოდ მათ კადრებში რაღაც შემზარავი ხდება, არამედ იმიტომ, რომ კადრების მიღმა ვიღაცის საშინელი ამბავი იმალება. ამ ვიდეოში კაცი ერთი წუთის განმავლობაში იცინის, ფონად შოპენის მელოდია ჯღერს. ზოგი თვლის, რომ ამ კაცს კავშირი აქვს სტუდენტ მორა მიურეის გაუჩინარებასთან. მორა მასჰაჩუსეტის უნივერსიტეტში სწავლობდა. იგი გაუჩინარდა 2004 წელს. მან გააფრთხილა უფროსი და პროფესორი წინა დღეს, რომ სახლში ფორსმაჟორი აქვს. მორამ იცრუა: სახლში არანაირი საგანგებო სიტუაცია არ იყო. "ბინძურიჩანთა 112" გაუჩინარებამდე რამდენიმე დღით ადრე კი ის უცნაურად იქცეოდა: სხვისი საკრედიტო ბარათი მოიპარა, სამსახურში იტირა და მანქანით ღობეს შეეჯახა. მისი პერსონალური კომპიუტერის მონაცემებმა პოლიციას აცნობა, რომ მორა ვერმონტისკენ ან ბერკშირისკენ მიემართებოდა. მან თანხა აიღო ბანკომატიდან, იყიდა სასმელი და წავიდა. იგი ნიუ ჰემფშირში დააფიქსირეს, როდესაც ქარბუქში მოჰყვა. ვიღაცამ პოლიცია გამოიძახა, მაგრამ როდესაც ოფიცრები ჩამოვიდნენ, მორა უკვე გამქრალი იყო. რა კავშირი აქვს მის გაქრობასთან ვიდეოს? ინტერვიუში მამამისმა თქვა, რომ იგი დარწმუნებული იყო, მისი ქალიშვილი გაიტაცა ვიღაც dirtbag-მა. ხოლო რვა წლის შემდეგ, 2012 წელს, ეს ვიდეო გამოჩნდა ინტერნეტში, რომელიც მომხმარებელმა გამოაქვეყნა მეტსახელით "112 dirtbag" . 112 არის ტრასის ნომერი, რომელზეც მორა მიურეი გაქრა. ეს ალბათ მხოლოდ დამთხვევაა. ან შეიძლება - არა. წვნიანი ცარიელ ოთახში ვიდეო გამოჩნდა 2006 წელს და 15 წლის განმავლობაში მასზე ჭორები ვრცელდებოდა. მეორე ვიდეოც კი არსებობს: წვნიანით წამება და ცარიელი ოთახი სუპით. პირველ ვიდეოში, რომელიც ინტერნეტში გამოჩნდა 2006 წლის 8 სექტემბერს, სავარაუდოდ იაპონელი, ჭამს გულისრევით უზარმაზარი კოვზით წვნიანს ბინძურ მაგიდასთან. შემდეგ ოთახში თოჯინის კოსტუმიანი კაცი შემოდის, რომელსაც მეორე მოჰყვება და ბოლოს დარტყმა წვნიანის მჭამელს, კადრი ქრება. მეორე ვიდეო რამდენიმე წლის შემდეგ გამოჩნდა. მასზე ერთი და იგივე კაცი ჭამს წვნიანს და ორი თოჯინა, რომლებიც მის ორივე მხარეს სხედან, თანხმობის ნიშნად თავს აქნევენ და მხრებზე ხელს ურტყამენ. მომხმარებლებმა გაარკვიეს, რომ ორივე ვიდეო გამოჩნდა RayRayTV არხზე, რომელსაც მისი შემქმნელი რეიმონდ პერსის, მულტფილმის "The Simpsons" რეჟისორის სახელი აქვს. ამ თოჯინებს, პერსის თქმით, RayRay ჰქვია - ისინი თავად რეჟისორს წარმოადგენენ და შექმნილია სპეციალურად წარმოდგენისთვის. მსახიობები, რომლებიც ამ კოსტუმებს ატარებენ, სპეციალურად არიან მომზადებულნი ამისათვის. პერსი და გუნდი ერთ დღეს ერთ კლუბში თამაშობდნენ და დასრულების შემდეგ მათ აღმოაჩინეს, რომ მათ ფურგონს კოსტიუმები აკლდა. ყველას შეეძლო მათი აღება! რამდენიმე დღის შემდეგ პერსიმ ეს ვიდეო ფოსტით მიიღო. მისივე თქმით, თოჯინები ზუსტად ისე იქცეოდნენ, როგორც გაწვრთნილი მსახიობები. მისტერ ედი გიჟური გამოხედვის გარდა, ეს ვიდეო არც ისე საშიშია: მოხუცი მამაკაცი ტუჩებს ამოძრავებს სიმღერის ქვეშ " ლამაზი ქალი". რაღაც მომენტში, იხდის სვიტრს, მაგრამ ქვეშ პერანგია. ყველაფერი თითქოს ჩვეულებრივი შოუ იქნებოდა, რომ ცნობილი ედვარდ მასკარი არ ყოფილიყო ამ ვიდეოს მთავარი პერსონაჟი. მასკარი გასული საუკუნის 30-იან წლებში დაიბადა და ყოველთვის ოცნებობდა შოუმენი გამხდარიყო. იგი გამოჩნდა რამდენიმე საბავშვო სატელევიზიო შოუში მანამ, სანამ 1987 წელს მას ბრალი არ დასდეს 14 წლის ბიჭის სექსუალურ ძალადობაში, რისთვისაც სასჯელს იხდიდა 18 თვე ციხეში და პირობით მსჯავრს 10 წლით. მასკარი ფლორიდაში გადავიდა საცხოვრებლად, მაგრამ სადაც არ უნდა წასულიყო, მას მოეთხოვებოდა ახალ შტატში დარეგისტრირება, როგორც სექსუალური დამნაშავე. მან ვერ შეძლო წარსულის დამალვა, ამიტომ ახალი ადგილი ვერ დაიმკვიდრა. შემდეგ კი, როცა ინტერნეტ სივრცე გაიხსნა, გადაწყვიტა თავისი ძველი ოცნების განხორციელება და რამდენიმე მოკლე კლიპი განათავსა YouTube- ზე. ამ ვიდეომ "ლამაზი ქალის" სიმღერის ფონზე ედვარდს მილიონობით ნახვა და გამომწერი მოუტანა. ის გახდა ინტერნეტ სენსაცია. მისი ყოველი შემდეგი ვიდეო უფრო და უფრო უცნაური იყო, ვიდრე წინა. ამ ვიდეოს განთავსებისას ის უკვე სამხრეთ კაროლინაში იმყოფებოდა, თუმცა იქ არ დარეგისტრირდა და პოლიცია მას უკვე დიდი ხანია ეძებდა. სწორედ ეს ვიდეო დაეხმარამათ ედვარდის პოვნაში. მას კომპიუტერი ჩამოართვეს, რადგან სამხრეთ კაროლინას კანონმდებლობის თანახმად, სქესობრივ დამნაშავეებს არ აქვთ ასეთი გაჯეტების ფლობის უფლება. ედვარდმა უგულებელყო ეს აკრძალვა და განაგრძო ვიდეოების გამოცემა. მოსამართლემ მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იგი ციხეში გარდაიცვალა 2012 წლის 9 იანვარს, მაგრამ მისი ვიდეოები სამუდამოდ დარჩა ინტერნეტში. და მნახველები სულმ უფრო ემატება 216 7-ს მოსწონს
|