საზოგადოება ორი ამიკო, ფაქო, თემო, "კაწრო", ინგა გრიგოლიას სიძე - ვინ არიან ბერა ივანიშვილის ცნობილი მეგობრები? 2021, 18 მარტი, 12:45 მიუხედავად იმისა, რომ ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის სატელეფონო ჩანაწერის გამოქვეყნებიდან თითქმის ერთი კვირა გავიდა, თემა ისევ აქტუალურია. გუშინ "იმედის“ ეთერში პირდაპირი ჩართვის დროს მილიარდერის ვაჟმა არ უარყო ფარული ჩანაწერის ნამდვილობა და პირიქით, განაცხადა, რომ ვინც მას დედას შეაგინებდა, აუცილებლად პასუხს მოსთხოვდა. იგივე გაიმეორა მის მეგობრებზეც, რომლებიც მის მიმართ დაწერილი შეურაცხმყოფელი კომენტარების გამო, ადამიანებთან კონფლიქტში შედიოდნენ. "როგორ გავამტყუნო ჩემი ძმაკაცი, ჩემი მეჯვარე ამიკო, რომელიც გამოიყვანეს ლაკი ლუჩიანო თუ პაბლო ესკობარი, რომ ის უახლოესი მეგობარი, ჩვენს ოჯახში არაერთხელ ყოფილა, უცებ ინტერნეტში ვიღაც გიჟის ნაწერს კითხულობს ჩემს დედიკოზე, ის ამაზე რეაგირებას აკეთებს, მე კი არ გავამტყუნებ, მეც იგივეს ვიზამ ნებისმიერი ჩემი ძმაკაცის დედაზე, რომ ვნახო მსგავსი სიტყვები, მეც იგივეს ვიზამ და თავს ვერ შევიკავებ. როგორ შეიძლება აქ მე ჩემი ძმაკაცი გავამტყუნო ამ შემთხვევაში", - თქვა ბერა ივანიშვილმა.
ამიკო ჯანელიძე წლების წინ საკმაოდ პოპულარული რეპერი გახლდათ. მისი სიმღერა "მე არ დაგანებებ თავს", თინეიჯერებს განსაკუთრებულად მოსწონდათ. თუმცა რეპის სამყაროში ბერა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ ძალიან მალე ამიკომ საკუთარ კარიერაზე უარი თქვა და მილიარდერის შვილის სხვადასხვა პროექტებში დასაქმდა. ამიკოს ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. რეპერის ერთ-ერთი ვაჟი ცოტნე ივანიშვილის მეგობარია და ხშირად სტუმრობს ივანიშვილების სასახლეს. ამიკო ჯანელიძე ბერას მეჯვარე და შვილის, ბერუკას ნათლიაა. ამჟამად „ბლექსი არენას“ დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებს. ის ყველგან თან ახლავს ბერა ივანიშვილს და დიდ დროს ატარებს შეკვეთილში ივანიშვილების რეზიდენციაში.
წლების წინ ჯერ კიდევ ხელისუფლებაში "ქართული ოცნების“ მოსვლამდე, ისინი პირველები იყვნენ ვინც სკანდალურად დატოვეს "კომედი შოუს“ გუნდი და ბერა ივანიშვილის სტუდიას შეუერთდნენ. შემდეგ იყო "ჯიდიესი", სადაც იუმორისტები საკმაოდ მაღალ ხელფასზე მუშაობდნენ და გადაცემების წამყვანებიც გახლდნენ. მეგობრობა წლები გაგრძელდა და ურთიერთობას დღემდე ინარჩუნებენ, მიუხედავად იმისა რომ „ჯიდიესის“ დახურვის შემდეგ სხვადასხვა არხებზე არიან დასაქმებულები. სამივე იუმორისტს ბერას მხარდამჭერი პოსტი ინსტაგრამის სთორიში ჰქონდათ გამოქვეყნებული.
ლაშა ბერას წლებია იცნობს. ის ჯერ კიდევ "ჯიდიესში“ მუშაობდა, სადაც ერთ-ერთი გადაცემის პროდიუსერი გახლდათ... განაგრძეთ კითხვა <<< 337 2-ს მოსწონს
|