x
image
თუთიკო ბერძენა
Mediator image
მაპატიონ ინდოეთის პაგოდებმა, ეგვიპტის პირამიდებმა, იტალიის ბაზილიკებმა, ამერიკის ავტოსტრადებმა, პარიზის ბულვარებმა,...
image



ნეხვის ჭია თავს ამოყოფს ერთხელაც ნეხვიდან, დაინახავს გაშლილ ველებს, მწვანე ტყეს, ზღვას, მდინარეებს, და მამას ეკითხება:
- მამი, ნახე, რა მაგარი ბუნებაა და ჩვენ რატომ ვცხოვრობთ ნეხვში?
- ეეჰ, შვილო, არის ასეთი ცნება "სამშობლო".


დღეს "სამშობლო" მხოლოდ მთვრალების საყვარელი თემა გახდა.
რატომ?
ალბათ იმიტომ, რომ როცა ცვრიან ბალახზე ფეხშიშველა სიარულით გაცივდები, სახელმწიფოს მიერ მოცემული დაზღვევა მკურნალობის ხარჯებს მაინც უნდა ფარავდეს.
ჰოდა, იმას ვამბობდი, რომ სიტყვა "სამშობლო" სულ უფრო გაიშვიათდა, ნელ-ნელა ჩაანაცვლა სიტყვებმა - "ჩემი ქვეყანა", " საქართველო".
და განა მარტო სიტყვა? სამშობლოს სიყვარულიც.
არ დამიწყოთ ახლა ბრტყელ-ბრტყელი სიტყვების ფრქვევა, რომელიც უკვე მხოლოდ ყურის სასმენ მილებს მივსებს და დაფის აპკსაც ვეღარ არხევს იმდენად უსუსურია.


სამშობლოს რეალური სიყვარულიც აღარ ვიცით, რა არის. რომ ვიცოდეთ, ცოტა სხვანაირად ვიცხოვრებდით, რადგან ეს ის გრძნობაა, რომელიც საკუთარ თავზე და კომფორტზე ხელს აგაღებინებს, საკუთარ ინტერესებს უკანა პლანზე გაგატყორცნინებს, სიცოცხლეზეც უარს გათქმევინებს, უკაცრიელ სოფელში რომ სოფლის უკანასკნელ მოჰიკანად დაგტოვებს, კარს არ გამოგახურინებს, კერას არ მიგატოვებინებს.
ნაღდი სიყვარული ისაა, სამშობლოს ნებისმიერი ქალაქის ბედზე რომ გაზრუნებს და თუ რომელიმე კუთხე -კუნჭულის განვითარებისთვის აუცილებელია, იქაც რომ დაუწუწუნებლად გატარებს.

მარტო ქუთაისში კი არა, მარნეულში ან ახალქალაქში ჩადგმულ პარლამენტშიც რომ ივლი სამუშაოდ და არ დაიწუწუნებ, რომ დაგღალა გზამ და კომფორტი მოგეშალა.
მაგრამ ჩვენ ჩვენი თავები უფრო გვიყვარს, ხელფასები უფრო გვიყვარს, ვიდრე სამშობლო და სულ არ გვაინტერესებს, რა ბედი ელის ამ სამშობლოს დაცლილ, გაუკაცრიელებულ სოფლებს, ოღონდ საკუთარი კომფირტის ზონიდან არ გავიდეთ.
ამასობაში, კომფორტის ზონა თვითონ გვტოვებს. დედაქალაქში სუნთქვა აღარ შეიძლება, ერთმანეთზე მიჯრილ კორპუსებს შორის ნემსის ჩასაკვეხებელი ადგილიც არ რჩება ფეხით რომ გაიარო, ტროტუარები ავტომანქანების სადგომ ადგილებად იქცა და გვერდი რომ აუარო, სავალ ნაწილზე მზად ხარ საბურავებში შეუვარდე ავტომანქანებს...


არადა, ქართველების დიდი ნაწილი უცხოეთშია ემიგრირებული. სამაგიეროდ, უამრავი სხვა ეროვნების ადამიანი მოილტვის საქართველოსკენ და ასრულებს მურვან ყრუს, თემურ ლენგის, მელიქ-შაჰის, შაჰ-აბასის ოცნებას...


ტურისტებზე არ მაქვს საუბარი....
ადამიანებს ყოველთვის ამოძრავებდათ საკუთარი კუთხის, სამშობლოს მიწა-წყლის სიყვარული. მის დასაცავად სიცოცხლესაც არ იშურებდნენ. ცნობილია, რომ დიდი პოლონელი კომპოზიტორის, შოპენის ანდერძის თანახმად, პარიზიდან მისი გული ვარშავაში გადაასვენეს.
სამშობლოს სიყვარულმა დიდი და პატარა ქვეყნები არ იცის. სამშობლოს სიყვარულის განზოგადებული მაგალითი მოჰყავს გამოჩენილ დაღესტნელ პოეტს, რასულ გამზათოვს, თავის შესანიშნავ წიგნში «ჩემი დაღესტანი»:
«დე, მაპატიონ ინდოეთის პაგოდებმა, ეგვიპტის პირამიდებმა და იტალიის ბაზილიკებმა, მაპატიონ ამერიკის ავტოსტრადებმა, პარიზის ბულვარებმა, ინგლისის პარკებმა და შვეიცარიის მთებმა, მაპატიონ პოლონელმა, იაპონელმა და რომაელმა ქალებმა _ თუმცა, ვტკბებოდი თქვენით, გული მაინც მშვიდად ცემდა; ხანდახან ოდნავ თუ ამიჩქროლდებოდა, ისე კი არა, რომ ყელი გამშრომოდა და თავბრუ დამხვეოდა.
ახლა კი, კლდეების ფერხთით შეყუჟული სამოცდაათი ქოხი დავლანდე, რატომ შემიქანდა გული ისე ძალუმად, რომ ნეკნებში გამიარა მწველმა ტკივილმა, თვალთ დამიბნელდა, თავბრუ დამეხვა, თითქოს მთვრალი ვიყო ან ავადმყოფი?
ნუთუ დაღესტნის პატარა აული ვენეციაზე, ქაიროსა და კალკუტაზე უფრო მშვენიერია? ნუთუ ბილიკზე მიმავალი ზურგზე ფიჩხმოკიდებული ხუნძი ქალი უფრო მშვენიერია, ვიდრე მაღალ-მაღალი, ოქროსფერთმიანი სკანდინავიელი?
ცადა, დავეხეტები შენს მინდვრებში და დილის ცივი ცვარი მისუსხავს დამაშვრალ ფეხებს. მთის ნაკადულები რაა, წყაროს წყალს ვისხურებ პირზე… შენ წყარო ხარ, ცადა, მუხლებზე გიჩოქებ და მხურვალე ბაგეებით გეწაფები».
აი, ეს არის ის, რასაც ადგილის დედის, შენი სამშობლოსა და ერის სიყვარული ჰქვია და, თუ კაცი, როგორც ვაჟა-ფშაველა იტყოდა, ან ჭკუანაკლები არ არის, ან რომელიმე პარტიის პროგრამით ხელფეხშებორკილი, არ შეიძლება, ამ სიყვარულს რაიმე შეუტოლოს, იგი უსაზღვრო და უნაპიროა.
9
149
4-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
Mediator image
149
  
რა თქმა უნდა არ მაქვს განცდა,რომ ამას უმრავლესობა გაიგებს:))) მე რო ვამბობ ამას,თორე უკრაინაში რო ვიყო გაქცეული,აქ პოლიცია დამდევდეს და ერთი ორი მიტინგი მქონდეს დარბეული,მერე კი დამიჯერებდნენ. დამიჯერებდნენ კი არა,გამაღმერთებდნენ და ჩემს სურათზე ლოცვას დაიწყებდნენ. აქ მთავარი ის არ არის,ჩემი ეს აზრი სწორია თუ არა,რა გვინდა ეგაა უმთავრესი. თუ ვამბობთ,რომ ქვეყანა იღუპება,განიცდის სამშობლოს მოყვარული ადამიანების ნაკლებობას და ყველა ფულზე იყიდება,მაშინ გასაკეთებლია რაღაც,რაც ამ მდგომარეობიდან გამოიყვანს ქვეყანას. კიდევ ვიმეორებ,ადამიანი თუ მზად არის წავიდეს 7.22 ლარზე თვეში და ერთი წელი იმსახუროს,გადადოს საქმეები ქვეყნის სამსახურისათვის,მაშინ ის იმსახურებს პრეზიდენტობასაც და 5000 ლარიან ხელფასს. ყველაზე მთავარი კი სხვა რამეა და არ მინდოდა ამის დაწერა. პრეზიდენტი არის მთავარსარდალი და მას ემორჩილებიან ყველა საჯარისო ნაწილები. მრჩევლები გასაგებია რო ყავთ,მაგრამ მან უნდა გასცეს ბრძანება და უნდა აიღოს პასუხისმგებლობა შედეგებზე,შესაბამისად ბრმად არ უნდა უჯერებდეს სხვას და ჯარი ისეთ რამეზე არ უნდა გაუშვას,რაზეც წარმოდგენა არ აქვს. თუ ე.წ. მწვანე ოფლი არ აქვს გამოსული ტალახში და ყინვაში,ის ვერ გაიგებს რა მდგომარეობაში არიან ჯარისკაცები,რა უჭირთ და რა ულხინთ. კითხვა გიყვართ და გადაიკითხეთ მთავარსარდლების და მხედართმთავრების ისტორია. ერეკლე მიტომ იყო ძლიერი და ჯარიც მიყვებოდა რო მებრძოლი იყო,დავითი სასახლეში არ იჯდა ომის დროს და ის წინ მიუძღოდა ჯარს. ნებისმიერი მთავარსარდალი აიღეთ,ყველას ერთი მსგავსება აქვთ და ეს არის ჯარისკაცის ცხოვრების ცოდნა.იოსებ ბესარიონოვიჩმა მთელი მსოფლიო დააჩოქა ლამის და თავისი ქვეშერდომებიც უჯერებდნენ ყველაფერს,რადგან ნაბრძოლი იყო და ათასი გადასახლება,კატორღა ქონდა გამოვლილი. მის სიტყვას ფასი მაგოტომ ქონდა და მაგიტომაც არ გაცვალა თავის შვილში გენერალი. მეთაურმა უნდა იცოდეს როგორ გაზარდოს ჯარის ბრძოლის უნარიანობა და საბრძოლო სულისკვეთება. ჯარი არის ჩვენი მშვიდობის გარანტი,მასზე დგას ყველა ქართველის სიცოცხლე და მას ყავს მთავარსარდლათ ზურაბიშვილი,ერთ დროს თავდაცვის მინისტრად ხიდაშელი. ჯარი იმას გაყვება,ვისაც გამოცილება აქვს და ის თავს შეაკლავს ასეთის გამო.
ბიძა გყოლიათ მებრძოლი და კითხეთ დედას,რა დამოკიდებულება იგრძნობა ან იგრძნობოდა ამ ყველაფრის შემდეგ. დაფასადა თუ არა ბიძათქვენის თავდადება. კი,სწორედ მანდ არის გასაღები ამ ყველაფრის. თუ გვინდა,რომ სამშობლოს სიყვარული და სახელმწიფოებრივი აზროვნება იყოს ქვეყანაში,მაშინ ეს გასაკეთებელია. ამ ქვეყანაში ადამიანებმა თავი გაწირეს,ზოგმა იბრძოლა და ათასი ტრანვა აიკიდა,მაგრამ მათ უწევთ ქვეყნიდან წასვლა,რათა ოჯახი გამოკვებონ. პირადად გამოვცადე ზიზღი,რაც საზოგადოებას აქვს ჯარისკაცების მიმართ. არადა 4 წლის მომხდარი იყო ომი და შინდისი,გიორგი ანწუხელიძე უნდა ქონოდათ მახსოვრობაში,მაგრამ ქართველი ჯარისკაცის ფომრაში ჩაცმული ადამიანის მიმართ ზიზღი ქონდათ. ეხლაც ესეა და სანამ მიდგომა არ შეიცვლება ესე იქნება. აქ კონკრეტულად ჩემზე არაა საუბარი,რადგან იმ ხალხმა არც ჩემი ვინაობა იცოდა და არც ჩემი გაკეთებული საქმეები. უბრალოდ,ფორმის მიმართ პატივისცემა უნდა გამოეხატათ და ის,რაც გააკეთეს ამის გამო არ უნდა გაეკეთებინათ. როცა საუბარი არის სამშობლოზე და პატრიოტობაზე,მაშინ სახელმწიფო სამსახურში ის ხალიხი უნდა იყვნენ,რომლებსაც აქვს ეს გამოცდილება. ადამიანი,ვინც ფორმას იცვავს და ემსახურება ქვეყანას,მზად არის თავი გაწიროს საკუთარი ხალხისთვის,მაშინ ის პრეზიდენტათაც ივარგებს და პარლამენტარად. დღეს რა გვაქვს, დეზერტირების და გაურკვევლი აზროვნების პოლიტიკოსები,რომლებიც საკუთარი ინტერესების მიხედვით მოქმედებენ და არა სახელმწიფო. აქ არ არის საუბარი იმაზე რო ყველა ჯარში უნდა წავიდეს და არც იმაზე რო სავალდებულო ჯარი უნდა არსებობდეს ამ სახით. ნებისმიერმა ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს ჯარში წავა თუ არა,მაგრამ შეზღუდვამ უნდა იმოქმედოს სახელმწიფო სამსახურზე. ადამიანს ეცოდინება,თუ ის არ მოიხდის რაღაც სამსახურს სახელმწიფოს წინაშე,მაშინ ის ვერც ჰარვარდის და ვერც თსუს დიპლომით ვერ მოხვდება სახელმწიფო სამსახურში,მით უფრო დიდ თანამდებობაზე. ასე აგვარებ ტრადიციულ პრობლემას ჯარში გაწვევაზე და ასევე,გყავს ადამიანები სათავეში,რომელელთათვისაც სახელმწიფო და სამშობლოს მნიშვნელობა გასაგები იქნება.
2021, 12 მარტი, 23:43
ჩემმა ოჯახმა მსხვეროლი გაიღო. 21 წლის ძმა დაეღუპა დედას ამ ქვეყნის დაცვაში, მაგრამ რა მერე? ყველაფერს ვერ დავწერ აქ.
2021, 12 მარტი, 23:41
დეზერტირს რო პრეზიდენტად აირჩევ ან პრემიერი გეყოლება,რა უნდა მოსთხოვო,ქვეყნის განვითარება თუ სამშობლოს სიყვარული.
ისედაც არ მაკლდა და ჯარმა მასწავლა სხვა ადამიანის გათვალისწინება,გაჭირვებაში ერთად თავის გატანა,თანამებრძოლის არ მიტოვება,მათვის საჭმლის,ჩასაცმელის თუ ფინანსების გაზიერება და რაც ყველაზე მთავარია,გაჭირვებაში თავის გატანა.დღესაც კი,როცა ჯარისკაცს გვერდზე ჩავუვლი,სულ ვეკითხები რამე ხო არ სჭირდება. ესეა ყველა,რომელმაც ეს სკოლა გამოიარა.
ბევრი ვიცი,რომელიც ოცნებობს საჯარო სამსახურზე და კარგ თანამდებობაზე სახელმწიფო სტრუქტურაში. ამბიციაც აქვს რო ის არის ყველაზე მაგარი და ათასი ტრენინგი აქვს გავლილი,იცის 10 ენა,უნივერსიტეტის მერე დასაქმდა და აქვს გამოცდილება,მაგრამ 2000 ლარს იხდიდა ჯარიდან დახსნაში,ხან ახლობელი უჯიგრებდა ხოლმე ამ საქმის მოგვარებას. საუბარი იცის და მაღალ ფარდოვანი სიტყვებიც,მაგრამ 1 წელი არ წავიდა 7.22 ლარზე(ეხლა მეტი აქვთ) და მას აირჩევენ დიდ თანამდებობაზე,რადგან ჰარვარდი აქვს დამთავრებული. ჰარვარდი კარგია,მაგრამ სამშობლოს სიყვარულს არ ასწავლიან მანდ,ეგ ჯარში ისწავლება. ჯერ 7 ლარად ოფლი დაღვარონ და მერე იფიქრონ 5000 ლარიან პარლამენტარობაზე.
მდედრობითი სქესის ბრძანდებით და თქვენ არ გიწევთ ჯარში წასვლა. მაგალითისთვის,ისრაელში ქალების გაწვევაც ხდება ჯარში და თქვენ წარმოიდგინეთ,არ არის პრობლემა მათთვის. მსოფლიოში ნაბოდიალები და 60 წლის წინ ძლივს სახელმწიფოდ წარმოქმნილი ქვეყანა გვჯობია ამ ამბავში. აქ საქმე არაა ჯარის რაოდენობაში და ქალების გაწვევაში,სამშობლოს სიყვარული და მონდომებაშია საქმე. როცა 18 წლის გახდებით ან მერეც შეიძლება,უნდა წახვიდეთ ჯარში და ამით საკუთარ თავს დაუმტკიცებთ რო სამშობლო გიყვართ. სხვა შემთხვევაში ბრტყელი სიტყვები გამოდის. 30 წელია რაც დამოუკიდებლობა აღვიდინეთ და ერთ ადამიანს არ მოსვლია თავში აზრად,რომ მიეღოთ დადგენილება,რომელშიც ნათლად იქნებოდა ჩაწერილი,პიროვნებას ქალს/კაცს ეკრძალება საჯარო სამსახურში დასაქმება,თუ მას არ აქვს სამხედრო ნამსახურეობა. ამერიკა არის დემოკრატიის და თავისუფლების ესე ვთქვათ სამშობლო,სადაც პრეზიდენტი არ გამხდარა ისეთი პირი,რომელსაც რაღაც სახის საჯარისო ნამსახურეობა არ აქვს. დეზერტირს რო პრეზიდენტად აირჩევ ან პრემიერი გეყოლება,რა უნდა მოსთხოვო,ქვეყნის განვითარება თუ სამშობლოს სიყვარული. ამიტომაც სვავენ სადღეგრძელოებს ადამიანები და ამიტომაც არიან ემიგრაციაში,ხოლო ინდოელები კი აქ გულაობენ. იფიქრეთ ამაზე
არ გეტყვით ბრტყელ სიტყვებს,მაგრამ არც თქვენ არ უნდა გვითხრა:))) თქვენზეა ნათქვამი,ამიყოლია სიყრმიდანვე ქართლის ბედმაო და მიხარია. ერთი კი არის,ეს ქვეყანა აქამდე ისეთმა ხალხმა მოიყვანა,რომელსაც სამშობლო არ გაუცვლიათ არაფერზე. ესეთები ბევრნი არიან ჩვენს სამშობლოში,მაგრამ ერთი ცუდი რამე გვჭირს,გვიჭირს მათი ცნობა. ადამიანების ცნობა უნდა ვისწავლოთ ჯერ და მერე სამშობლოს სიყვარულზე ვისაუბროთ. ერთს კი გეტყვით,რას აკეთებთ თქვენ ან მე იმისათვის რო ეს შეიცვალოს. ერთი უბნელი მყავს,რომელიც ყველა ნაომარი და ნერვოზული გახდა იმ ამბების მერე. წესიერი რეაბილიტაციაც კი არ გაუვლიათ და ეს ადამიანი თავის შვილს არ გაწირავს მსგავსი თემებისთვის,ეცდება აარიდოს. მერე თქვენ იტყვით რო ამ ადამიანს სამშობლო არ უყვარს,რაც ტყუილი იქნება. სერჟანტი მყავდა ჯარში,რომელმაც მითხრა/გვითხრა ბიჭებს, ჩემი სამშობლო ჩემი ოჯახია პირველრიგში და მე თუ მასზე არ ვიზრუნე,მაშინ ვის დავარწმნებ რო მე შმიძლია ვიზრუნო სამშობლოზეო. მართალი ნათქვამია და ძალიან მაგარი ჯარისკაცია. მე ვნახე ნამდვილი საქართველო და ვიმსახურე იმ ბიჭებთან ერთად,ვინც სიტყვა სამშობლოს მნიშვნელობა იციან.ქვეყანა,სახელმწიფო ფასდება იმით,თუ როგორ ექცევა თავის ჯარისკაცებს და მათ ოჯახებს.
2021, 12 მარტი, 16:01
გვიმრავლოს შენნაირები ღმერთმა!
0 1 9