ფსიქოლოგია რატომ უხდიდა ტოლსტოის გამომცემელი ათჯერ მეტს, ვიდრე დოსტოევსკის? 2021, 9 მარტი, 0:55 გამომცემელი ტოლსტოის ათჯერ მეტს უხდიდა, ვიდრე დოსტოევსკის. ნეტა, რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ ტოლსტოის შემოქმედება უკეთესი იყო ან გამომცემელს უფრო მოწონდა?! არა! იმიტომ, რომ ტოლსტოი გრაფი გახლდათ, ჰქონდა მამულები და მდიდრულად ცხოვრობდა. დოსტოევსკი კი იყო გაჭირვებული, ღარიბი, ლუდომანი, თან პერიოდულად ეპილეფსიის გულყრებით. 3 კაპიკს გრაფს როგორ შეჰკადრებდნენ, ღარიბისთვის კი ეგეც ფული იყო! ტოლსტოი იმდენად მდიდარი გახლდათ, რომ ნებისმიერ დროს შეეძლო გამომცემელთან კონტრაქტი გაეწყვიტა. დოსტოევსკის კი უკან დასახევი გზა არ ჰქონდა.... აი, ეგ არის მთელი ამ თავსატეხის პასუხი. სანამ დამოუკიდებელი ხარ და შეძლებული, სანამ გასაქცევი გაქვს და ჩასანაცვლებელი ალტერნატივები არსებობს შენთვის - პატივისცემით მოგექცევიან... ხოლო როცა სხვა არჩევანი აღარ გაქვს, მუდამ გამოჭერილივით ეყოლები. ამიტომ უნდა გქონდეს თადარიგში რამდენიმე ალტერნატივა, გყავდეს ერთგული მეგობრების არმია და გქონდეს შეულახავი ღირსება. 305 3-ს მოსწონს |
მეორე რიგში,ფსიქოლოგობა არ არის ინდულგენცია, რომ თავი ავარიდო ბოდიშს, როცა არასწირი მისამართით გავლანძღე ადამიანი, რომლის პოზოცოასაც თიურმე ვიზიარებდი კიდეც ვინმე დუათასთან მიმართებაში. ამიტომ არაფერს არ ვამტკიცებ. შემეშალა? უნდა ვაგო პასუხი მით უფრო, როცა მაგალითის მიცემაა საჭირო მომავალი თაობებისთვის. ეს დღეები არ მეცალა და ვერ შემოვედი,მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობას გავექეცი ან გავექცევი, თუ რაიმე არასწორად გავიგე ან შევაფასე. ხო.ფროიდი არც მე ვარ.