ჰიტლერის ბუნკერის უცნობი ფოტოსურათები, რომლებიც მისი დარბევის შემდეგაა გადაღებული 1945 წელს
1945 წლის 30 აპრილს, როდესაც ომში გერმანიის მარცხი აშკარა გახდა, ადოლფ ჰიტლერმა თავის მეუღლესთან, ევა ბრაუნთან ერთად თავი მოიკლა ბერლინის ფიურერბუნკერში. მიუხედავად ამისა, რომ ბევრი ისტორიკოსი კამათობს ამ ფაქტის შესახებ, მათი ნაწილი ჰიტლერის გარდაცვალებას თაღლითობად თვლის.
ბერლინში სისხლიანი ბრძოლების დასრულების შემდეგ, LIFE- ის ფოტოგრაფი უილიამ ვანდაივერტი ჩავიდა დანგრეულ ქალაქში და გადაიღო მისი ქუჩები, ასევე ჰიტლერის საიდუმლო ბუნკერიც, რომელშიც ფიურერმა თავი მოიკლა.
ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა დედაქალაქისთვის ბრძოლაში, მათ შორის იყვნენ უდანაშაულო მოქალაქეებიც. უამრავი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. მესამე რაიხის დასასრული დადგა 1945 წლის 30 აპრილს ორი ადამიანის სიკვდილით: ადოლფ ჰიტლერის და ევა ბრაუნის.
ბერლინის ცენტრი, ობერვალშტრასე, სწორედ აქ მიმდინარეობდა ყველაზე სასტიკი ბრძოლები.
XVI საუკუნის ნახატი, რომელიც ჰიტლერის ბუნკერში აღმოაჩინეს. ნახატი მილანიდან წაიღეს გერმანიაში ნაცისტებმა.
დივანი, სადაც ჰიტლერმა და მისმა ცოლმე თავი მოიკლეს.
რეიხსკანცელარიის ბაღი, თვლიან, რომ სწორედ იქ დაწვეს ჰიტლერის და ბრაუნის ცხედრები.
ობით დაფარული ნაცისტების ქუდი ბუნკერში.
ნივთები, რისი წაღებაც ნაცისტებმა ვერ შეძლეს, დაწვეს.
დაბომბილი შენებერგის რაიონი ბერლინში.
ჯარისკაცებს მიაქვთ არწივის ქანდაკება ჯილდოს სახით.
კოლონები რეიხსკანცელარიის შესასვლელთან, კედლებზე მიწერილია გადარჩენილების და დაღუპულების სახელები.
ჰიტლერის დამსხვრეული ბიუსტი