შუა საუკუნეები ქალებისთვის ნამდვილად არ იყო სახარბიელო დრო, ნებისმიერ გამვლელს შეეძლო ქალი ალქაჯობაში და ჯადოქრობაში დაედანაშაულებინა, ხშირად კი ეს ჭორები ამ ქალების სიკვდილით დასჯის მიზეზი ხდებოდა. XIV-XVIII საუკუნეების ევროპაში ამგვარი “დანაშაულით" დაახლოებით 40-50 ათასი ქალი ჩამოახრჩვეს და კოცონზე დაწვეს.
მელინ მატსდოტერი- სტოკჰოლმში სწამდათ, რომ ალქაჯები ბავშვებს იტაცებდნენ. ამგვარად დაადანაშაულეს საბრალო მელინიც ალქაჯობაში და იმ დროისტვის ევროპაში ყველაზე გავრცელებული სიკვდილით დასჯა, ხოლო შვედეთში პირველი ცოცხლად დაწვა მიუსაჯეს. სასამართლოში მელინმა დანაშაული არ აღიარა, არ მოინანია და კოცონთან ამაყად აწეული თავით მივიდა. ის გახდა პირველი და უკანასკნელი ქალი, რომელიც შვედეთში დაწვეს. ამბობენ რომ ცოცხლად დაწვა იმის გამო შეწყვიტეს, რომ მუნიციპალიტეტს მთელი ამ პროცესის შეეშინდა, რადგან ქალს ხმაც არ ამოუღია, და როგორც მასინ სწამდათ, ალქაჯები ტკივილს ვერ გრძობენ.
ბრიჯიტ ბიშოპი- ცნობილი სალემის სასამართლო სწორედ ამ ქალის გამო დაიწყო. 1692 წელს ბრიჯიტს 2 ტავერნა ჰქონდა, იცვამდა პროვოკაციულ ტანსაცმელს და როგორც შემდგომში გაირკვა, მაგიით მართლა იყო გატაცებული. მისი სახლის შცრეკისას აღმოაჩინეს თოჯინები, რომლებიც მახათებით იყო დაჩხვლეტილი, ერთ-ერთი მათგანი კი ძალიან ჰგავდა ცოტა ხნის წინ გარდაცვლილ მამაკაცს. სასამართლოში ბრიჯიტი ძალიან თამამად იქცეოდა, რამაც მისი სიკვდილით დასჯა დაასწრაფა. მთელმა ამ სისხლიანმა სანახაობამ საზოგადოებაში ისტერია გამოიწვია. ძალინ მოკლე დროში კოცონზე კიდევ 70 “ალქაჯი" დაწვეს.
ანა ქოლდინგსი- უბრალო ქსოველი ქალი დაადანაშაულეს ქარიშხლის გამოწვევაში, რომელმაც დედოფალი ანას გემი გაანადგურა კოპენჰაგენიდან შოტლანდიასი მიმავალი. დედოფალი კინაღამ ჩაიძირა ქარიშხლის გამო და ნორვეგიაში გაჩერდა დროებით. კრონბორგის მერს მეფის თვალში გამოჩენა უნდოდა, ამიტომაც სწრაფად დაადანაშაულა ქოლდინგსი ალქაჯობასი და მას ეშმაკის დედაც კი უწოდა. სასამართლოში ქალმა არამხოლოდ არიარა თავისი დანაშაული, არამედ სხვა 5 თანამზრახველიც დაასახელა, მათ შორის მერის ცოლიც. გამთენიისას კი ყოველი მათგანი დაწვეს.
ეტიენ ჯილისი- 1613 წლებში ნიდერლანდებში უფრო მეტ ალქაჯს კლავდნენ, ვიდრე მთელს ევროპაში ერთად აღებულს. ჯილისი ახალშობილი ბავშვების დაწყევლაში დაადანაშაულეს. ქალი უკვე საპყრობილეში იყო, როდესაც ქალაქში ნამდვილი ქაოსი დაიწყო, რამაც ასობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. რამდენიმედღიანი წამების შემდეგ ქალმა თავისი “თანამზრახველები" დაადანაშაულა. ასე შედგა ცნობილი რურმონდის სასამართლო, რის შედეგადაც კიდევ 63 ქალი დაწვეს.
მერგა ბინი- ცნობილმა გერმანელმა ალქაჯებზე მონადირემ, აბატმა და ქალაქ ფულდას მერმა ბალთაზარ ფონ დერნბახმა მერგა ბინი დააკავა, მას ბრალი მეუღლის ალქაჯობით მკვლელობაში დასდეს. ორსული ქვრივი წამებას ვერ ასცდა და ამის შემდეგ მალევე მოკლეს. ამის შემდეგ ნერნბახი ეშხში შევიდა და შემდეგი 3 წელი ალქაჯობაზე ნადირობაში დახარჯა, საერთო ჯამში მის გამო 250 ალქაჯი დასაჯეს სიკვდილით, მთელი ეს ხოცვა ჟლეტა კითვითონ მონადირის სიკვდილით დასრულდა.