ცნობილი მკვლელი ქალები, რომელთა ისტორიის მიხედვით ფილმები გადაიღეს:
1. "გოგონა მეზობლად" და "ამერიკული დანაშაული"
ფილმები დაფუძნებულია დიასახლის გერტრუდა ბანისევსკის ისტორიაზე: „ყველაზე საშინელი დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ ინდიანას ისტორიაში“, გერტრუდა ბანისევსკის თანამედროვეებმა უწოდეს მის საქციელს, როგორც სასტიკი, უაზრო და ამაზრზენი. შევიწროებით, ცემით, წამებით, შიმშილითა და ძალადობით ბანისევსკიმ წამებით მოკლა 16 წლის სილვია ლიკენსი, რომელიც ნაცნობმა წყვილმა დაუტოვა მეურვეობით. სილვიას და მისი უმცროსი დის მშობლებმა სამუშაოს საძიებლად მთელი ქვეყანა მოიარეს, ქალიშვილები კი მრავალშვილიან დიასახლისს დაუტოვეს, რომელიც გაუწონასწორებელი სადისტი აღმოჩნდა. დებიდან ქალმა უფროსის შეურაცხყოფა დაიწყო, ძალიან სწრაფად გადავიდა ფიზიკურ დასჯაზე. მოგვიანებით გერტრუდამ გოგონას სკოლაში სიარული და საერთოდ სახლიდან გასვლა აუკრძალა. საშინელმა წამებამ, რომელშიც ქალბა თავისი საკუთარი შვილებიც ჩართო, ნამდვილი სადისტური ხასიათი მიიღო: გერტრუდამ გოგონა სარდაფში ჩაკეტა, სადაც მას ტანსაცმლისა და საკვების გარეშე ამყოფებდნენ, აუპატიურებდნენ, მდუღარე წყალს ასხამდნენ, სხეულზე საშინელ სიტყვებს უწვავდნენ, სცემდნენ. საბოლოოდ გოგონა გარდაიცვალა 1965 წლის ოქტომბერში. გერტრუდას და მის უფროს შვილებს პატიმრობა მიუსაჯეს, უმცროსები კი სხვა ოჯახებს გადასცეს.
2. "დარიშხანი და ძველი მაქმანი"
ფილმი დაფუძნებულია მოხუცთა სახლის მფლობელის ემი დუგან არჩერ-გილიგანის ისტორიაზე. 1907 წლიდან 1916 წლამდე, 60 მცხოვრები გარდაიცვალა არჩერის მოხუცთა სახლში, რომელსაც მდიდარი ქვრივი მართავდა. სახლის ზოგიერთი ხანდაზმული მაცხოვრებელი, წლების მიუხედავად, სრულიად ჯანმრთელი იყო, მაგრამ არჩერ-გილიგანის სახლში გადასვლის შემდეგ, ისინი სწრაფად "გაქრნენ". ბოლოს დაღუპული მოხუცების შეშფოთებულმა ახლობლებმა განგაში ატეხეს და მოხუცთა თავშესაფრით პროკურატურა დაინტერესდა. ერთწლიანი გამოძიების შემდეგ პოლიციამ განაცხადა, რომ სახლის დიასახლისმა მოწამლა თავისი სტუმრები, გააყალბა მათი ანდერძები მის სასარგებლოდ. სასამართლომ არჩერ-გილიგანს იძულებითი ყოფნა მიუსაჯა ფსიქიატრიულ კლინიკაში, სადაც იგი სიკვდილამდე ცხოვრობდა.
3. “ეშმაკის და"
ფილმი დაფუძნებულია დების გონსალესების, ბორდელების მფლობელების ისტორიაზე. დელფინა და მარია დე ხესუს გონსალესი ნაამდვილი ვარსკვლავები იყვნენ მშობლიურ მექსიკაში. მაგრამ დები ცნობილები თავიანთი ნიჭით და ცოდნით არ გამხდარან: გოგონები, რომლებმაც 110 ადამიანი მოკლეს, ოფიციალურად აღიარებულნი არიან მექსიკაში ყველაზე სასტიკ სერიულ მკვლელებად. 1950 წლიდან 1964 წლამდე დები მართავდნენ ბორდელს, რომელშიც მოტყუებით იზიდავდნენ „თანამშრომლებს“ - კაფეში მიმტანების ვაკანსიით. გოგონებს აიძულებდნენ კლიენტების მომსახურებას ძილისა და საკვებზე შესვენების გარეშე, ხოლო დაღლილ და უკვე გამოფიტულ ქალს უბრალოდ კლავდნენ.დები კლავდნენ ასევე ჩვილებსაც, რომლებსაც ტყვეები აჩენდნენ კლიენტებთან კავშირის შემდეგ. დების საშინელი ბიზნესის შესახებ მას შემდეგ გაირკვა, რაც ერთმა გოგონამ გაქცევა მოახერხა.
4. “სისხლიანი ლედი ბატორი"
ფილმი დაფუძნებულია გრაფინია ელიზაბეტ ბატორის ისტორიაზე. ფაქტობრივად, ათობით წიგნი დაიწერა უნგრელ გრაფინიაზე, რომელიც მე-16 და მე-17 საუკუნეებში ცხოვრობდა და მასზე მრავალი ფილმი გადაიღეს. გრაფინიას მიერ წამებულ მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, მაგრამ საუბრობენ ასობით მოკლულ გოგონაზე, რომელთა სისხლში ბატორი „გაახალგაზრდავებისთვის“ ბანაობდა. ბატორი დაქორწინებული იყო და ექვსი შვილი ჰყავდა. ძიძები ზრუნავდნენ ბავშვებზე, ხოლო თავად გრაფინიას სხვა ჰობი ჰქონდა - ახალგაზრდა მოახლეების დახვეწილი წამება. გრაფინია და მისი ოთხი მსახური დააპატიმრეს 1610 წელს, როდესაც მთელ სამეფოში გავრცელდა ჭორები მსხვერპლების შესახებ, რომლებიც დაიღუპნენ გრაფინიას ციხის კედლებში. მკვლელი გრაფინიას მსახურები სიკვდილით დასაჯეს, თვითონ კი ციხესიმაგრეში გამოკეტეს, სადაც სამი წელი ცხოვრობდა და 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.
5. “მონსტრი"
ფილმი დაფუძნებულია მეძავის ეილინ ვუორნოს ისტორიაზე. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალი მკვლელი 90-იანი წლების დასაწყისში ცნობილი გახდა შეერთებულ შტატებში, ხოლო შარლიზ ტერონის მონაწილეობით ფილმის გამოსვლის შემდეგ - მთელ მსოფლიოში. ორ წელიწადში, 1989 წლიდან 1990 წლამდე, ეილინ ვუორნოსმა დახვრიტა შვიდი კაცი. ქალის ისტორია მართლაც რთული იყო. ის 17 წლის გოგონას შეეძინა, მამა არასოდეს უნახავს: პედოფილიაზე ნასამართლევმა, ციხეში ჩამოიხრჩო თავი. 4 წლის ასაკში ეილინი დედამ მიატოვა და გოგონა ბებია-ბაბუის აღსაზრდელად დაუტოვა, მათგან ეილინი 15 წლის ასაკში გაიქცა. გოგონამ გადარჩენისთვის პროსტიტუციით ფულის გამომუშავება დაიწყო. 22 წლის ასაკში ეილინმა სცადა თვითმკვლელობა, შემდეგ წელს კი ყაჩაღობისთვის 4 წლით დააპატიმრეს. გათავისუფლების შემდეგ ეილინი აგრძელებდა პროსტიტუციას, მაგრამ თავის კლიენტებში ხედავდა არა მხოლოდ შემოსავლის წყაროს, არამედ მთელი მისი უბედურების მიზეზსაც. ეილინმა მკვლელობა დაიწყო. მისი მსხვერპლები იყვნენ 40-დან 65 წლამდე ასაკის შვიდი მამაკაცი. ვუორნოსის სასამართლო პროცესი მრავალი წლის განმავლობაში გაგრძელდა და სიკვდილით დასჯა მხოლოდ 2002 წელს აღსრულდა.
შარლიზ ტერონმა ეილინ ვუორნოსის როლისთვის 15 კილოგრამი მოიმატა, გადაღებების დროს კი წარბები გაიპარსა და პროთეზი ეკეთა. მისმა ძალისხმებამ და პროფესიონალიზმმა შედეგი გამოიღო და როლმა მსახიობს ოსკარი მოუტანა.