პროფილაქტიკა D ვიტამინს ორგანიზმი ვერ ითვისებს მინერალის გარეშე, რომელიც თითქმის ყველას აკლია 2021, 2 მარტი, 9:54 სამედიცინო ჟურნალში PLOSOne გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ D ვიტამინი ორგანიზმს ვირუსებისგან იცავს. ამის დასადასტურებლად აუცილებელია დამატებითი კვლევები, მაგრამ მეცნიერები იმუნურ სისტემაზე ამ ნივთიერების დადებით ეფექტზე დარწმუნებულნი არიან. აფთიაქებში D ვიტამინი უკვე დაიტაცეს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ მხოლოდ ამ ნივთიერების მიღება საკმარისი არაა.
D ვიტამინი და იმუნიტეტი ![]() მიმდინარე სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში 1 მლრდ ადამიანს D ვიტამინის დეფიციტი აქვს. ისინიც კი, რომლებიც რაციონში D ვიტამინს საკვები დანამატის სახით იღებენ, ვიტამინის საჭირო დოზას რეგულარულად და ხანგრძლივად ვერ იღებენ. გამოცემის თანახმად, ნუტრიენტის დეფიციტის აღმოსაფხვრელად და იმუნიტეტის გასაძლიერებლად ყოველდღიურად 2000 ME ქოლეკალციფეროლი ან D3 ვიტამინი რამდენიმე თვის განმავლობაში უნდა მიიღოთ. D ვიტამინი და მაგნიუმი ![]() ბოლო მონაცემები აჩვენებს, ამ ნივთიერების ათვისება სრულად დამოკიდებულია მაგნიუმის დონეზე – ნივთიერება, რომელიც, სამწუხაროდ, ყველას აკლია. ექიმი ცი დაიმ, ვანდერბილტის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მედიცინის პროფესორმა და BMC მედიცინაში გამოქვეყნებული უფრო ადრეული კვლევების ხელმძღვანელმა, აღმოაჩინა, რომ ადამიანებს, რომლებიც საკვებიდან ან დანამატების სახით ბევრ მაგნიუმს იღებენ, D ვიტამინის უფრო ნორმალური დონე ჰქონდათ. ამ კატეგორიის ადამიანებს ცხოვრების წესით განპირობებული დაავადებების რისკი დაბალი ჰქონდათ. ![]() საჭიროა თუ არა მაგნიუმი D ვიტამინის მისაღებად კვლევამ აჩვენა, რომ მაგნიუმის დანამატის მიღება D ვიტამინის დონეს ზრდის მათში, ვისაც მისი დონე დაბალი აქვს, და ამცირებს მათში, ვისაც ძალიან მაღალი აქვს. მინერალი ორგანიზმში D ვიტამინის დონეს არეგულირებს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან როგორც D ვიტამინის დეფიციტი, ასევე ჭარბი რაოდენობა ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს.![]() ნებისმიერი ნუტრიენტის დეფიციტი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ არასასურველ ეფექტებს იწვევს. მაგნიუმის დღიური ნორმა მცირეა: ქალებისთვის – 320 მგ, კაცებისთვის – 420 მგ. კვებით მხოლოდ ნახევარს ვიღებთ. ეს განპირობებულია როგორც დიეტის ცვლილებით, ასევე კვების პროდუქტებში სასარგებლო ნივთიერებების რაოდენობის შემცირებით. თუ რაციონში გადამუშავებული რაფინირებული პროდუქტები, შაქარი და ფოსფატი ჭარბობს, მაგნიუმის დონე მცირდება. ![]() ასევე დაგაინტერესებთ: თუ მედიკამენტს იღებთ ან ჭარბი წონა გაქვთ: ვისთვისაა რეკომენდებული D ვიტამინი ![]() ინსტრუქცია: დღის რომელ მონაკვეთში უნდა დალიოთ ვიტამინები ![]() მელატონინი - ხანგრძლივი ცხოვრების მიზეზი. როგორ გავზარდოთ მისი დონე ![]() რატომ ჩნდება გულძმარვა და როგორ ვებრძოლოთ მას ![]() ![]() 261 3-ს მოსწონს |