პროფილაქტიკა თუ მედიკამენტს იღებთ ან ჭარბი წონა გაქვთ: ვისთვისაა რეკომენდებული D ვიტამინი 2020, 14 ივლისი, 10:21 D ვიტამინის დეფიციტი ბევრ ადამიანს აწუხებს. მისი მიღება გარკვეული პროდუქტებიდან შეიძლება. ვიტამინის მარაგის შევსების კიდევ ერთი მეთოდი დანამატის მიღება ან მზეზე სეირნობაა.
ადამიანების სია, ვისაც D ვიტამინის რაოდენობა ხშირად ნორმაზე დაბალი აქვთ. 55 წელს ზემოთ მოხუცებს მოძრაობის სირთულეები აწუხებთ და ცხოვრების წესიც ქუჩაში ხშირად გასვლას არ მოითხოვს. შედეგად, მოხუცები მზის სხივებიდან ნაკლებ D ვიტამინს იღებენ. კიდევ ერთი მიზეზი არსებობს – 55 წლის შემდეგ ორგანიზმის მიერ ამ ვიტამინის ათვისება ნელდება. ოფისის თანამშრომლები ის, ვინც ოფისში 8 საათამდე ან უფრო დიდხანს მუშაობს, ქუჩაში იშვიათად სეირნობენ მანამ, სანამ მზე ანათებს. ჩვეულებრივ ეს მხოლოდ დასვენების დღეებში ხდება. მზე D ვიტამინის საუკეთესო წყაროდ ითვლება, ლოგიკურია ფიქრი, რომ ოფისის თანამშრომლებს მისი დონე დაბალი აქვთ. მუქი კანის მფლობელებს შავკანიან ადამიანებს ორგანიზმში უფრო ნაკლები D ვიტამინი აქვთ, ვიდრე მათ, ვისაც ღია ფერის კანი აქვთ. მიზეზი იმაშია, რომ მათ ეპიდერმისში უფრო მეტი მელანინი აქვთ, ის კი D ვიტამინის შთანთქმას და მის გადამუშავებას აფერხებს. ნაწლავური დაავადების დროს D ცხიმხსნადი ვიტამინია, ანუ მისი ათვისება დამოკიდებულია ნაწლავების ნორმალურ მუშაობასა და მის უნარზე გადაამუშაოს ცხიმები. ამ მიზეზით ნაწლავური დაავადების დროს ადამიანს ამ ვიტამინის დეფიციტი უფრო აწუხებს. ვეგანებს და ვეგეტარიანელებს უფრო მეტი D ვიტამინი არის პროდუქტებში, რომლებზეც ვეგანები და ვეგეტარიანელები უარს ამბობენ. ესაა კვერცხი, ორაგული და ა.შ. მათი ალტერნატივაა შვრია და სხვა. თუ ამ ჯგუფში ხართ, რაციონში ამ ვიტამინის მიღება გააკონტროლეთ ან დანამატის სახით მიიღეთ. ჭარბი წონის დროს ცხიმის სიჭარბე ორგანიზმში ბევრ პროცესს აფერხებს, მათ შორის ვიტამინის ათვისებას და მის მიმოქცევას ხელს უშლის. ის, ვინც მედიკამენტებს იღებს D ვიტამინის ათვისების სირთულე ზოგიერთი მედიკამენტის მიღების ერთ–ერთი გვერდითი ეფექტია. თუ თერაპის გადიხართ, შეამოწმეთ მათ შორის ხომ არ არის მედიკამენტი, რომელმაც შეიძლება მსგავსი პრობლემა გამოიწვიოს. სახსრების და კუნთების ტკივილის დროს მსგავსი პრობლემები და D ვიტამინის დეფიციტი – ხშირი თანამგზავრებია. უფრო მეტიც, ვიტამინის დამატებითმა მიღებამ შეიძლება შეამციროს ტკივილი, რომელიც გამოწვეულია ართრიტით, კუნთოვანი სპაზმებით და ა.შ. დეპრესიის მქონე ხალხი ერთ–ერთი ჰიპოთეზის თანახმად D ვიტამინი განწყობის ჰორმონებზე გავლენას ახდენს. აღსანიშნავია, რომ დეპრესიის დროს ადამიანს D ვიტამინის დაბალი დონე აქვს. ქრონიკული თავის ტკივილის დროს ქრონიკულ თავის ტკივილსა და D ვიტამინის დაბალ დონეს შორის კავშირი ჯერ კიდევ უცნობია, მაგრამ ის არსებობს. და ეს უნდა გახსოვდეთ. როგორც ხედავთ, D ვიტამინის დეფიციტი ხშირად ჯანმრთელობის პრობლემები შეიძლება იყოს. ასეთ შემთხვევაში სჯობს ექიმს მიმართოთ. ასევე დაგაინტერესებთ: რა მოხდება თქვენს ორგანიზმში, თუ მზესუმზირას ხშირად მიირთმევთ მელატონინი - ხანგრძლივი ცხოვრების მიზეზი. როგორ გავზარდოთ მისი დონე პომიდორი, თაფლი და შვრია სიბერით ან მზის სხივით გამოწვეული კანის არათანაბარი ფერის მოსაშორებლად ცუდი განწყობის და კანის სიმშრალის დამნაშავეები: რძე, ყავა და სხვა პროდუქტები ფილტვების გამწმენდი ეს დეტოქს სასმელი მწეველებისთვის იდეალურია 216 შეფასება არ არის |