x
image
თუთიკო ბერძენა
შეშლილი სამყარო: დედამ 5 წლის შვილი დემონად აღიქვა, თვალები დათხარა და ენა შეჭამა


image

ფანატიკოსმა ქალმა არანორმალური სისასტიკით მოკლა თავისი ხუთი წლის ქალიშვილი, რადგან მიიჩნია, რომ ბავშვში დემონები ბუდობდნენ. რა მოხდა რეალურად და არის თუ არა დედა ფსიქიკური პრობლემების მქონე?


ბრაზილიის ქალაქ მარავილში 30 წლის ჯოსიმარე გომეს დე სილვას მამა პოლიციას მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც მისი ქალიშვილი შვილიშვილთან ერთად აბაზანაში ნახევარი საათის განმავლობაში ჩაიკეტა და კარების გაღებაზე უარი თქვა. მას შემდეგ, რაც კარებიდან წყლისა და სისხლის გამოდინება დაიწყო, მამაკაცმა აბაზანის კარი გატეხა და აღმოაჩინა, რომ ქალიშვილი მაკრატელს ეჭირა ხელში, მომაკვდავი შვილიშვილი ბრენდა კი იატაკზე იწვა თვალებისა და ენის გარეშე. მამამ ქალიშვილს პირიდან შვილიშვილის ენა ამოაცალა. საინტერესოა, რომ ქალიშვილი მამას ამ პროცესში არ გაუძალიანდა და იმავე მაკრატლით მასაც არ მიაყენა ჭრილობა.

დაკავებულმა ჯოსიმარემ პოლიციას განუცხადა, რომ მისი ქალიშვილი ცოცხალი იყო და მან მხოლოდ ამ გზით მოკლა დემონი, რომელიც სავარაუდოდ გოგონას სხეულში ცხოვრობდა. ქალის მეზობლებმა და ნაცნობებმა თქვეს, რომ მას ფსიქიური დაავადება არ აღენიშნებოდა, თუმცა ზედმიწწევნით მორწმუნე ქალი იყო და ყოველდღიურად ლოცულობდა.

რელიგიურმა ფანატიზმმა და ეშმაკეულისა თუ დემონების ძებნამ ადამიანებში ჯოსიმარე ფსიქიკურ პრობლემებამდე მიიყვანა და თვითონ აქცია დემონად.

ამიტომ ფანატიზმი დამღუპველია.

ყველაფერში ზომიერებაა საჭირო და მათ შორის რწმენაშიც

როცა ადამიანებს დემონების ძიებაზე ვგეშავთ, არავინ იცის, ვინ იქნება მისი მსხვერპლი, ვის აღიქვამს დემონად.


0
168
2-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
168
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0