x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
10 შემთხვევა,როდესაც ადამიანებმა უცხოპლანეტელები ნახეს,თუმცა შემდგომ თავადვე მიხვდნენ,რომ ნონსენსია
image


გამოდის, რომ უცხოპლანეტელად ან უცხოპანეტელთა ხომალდად შეიძლება მოგეჩვენოთ ყველაფერი. ეს დამოკიდებულია გარემოებებზე და იმაზე, თუ რა დოზით გჯერათ, რომ უცხოპლანეტელები არსებობენ.



1-დირიჟაბლი Goodyear


მიუხედავად იმისა, რომ Goodyear-ის სარეკლამო დირიჟაბლი ნახევარ საუკუნეზე მეტია საკულტოდ იქცა, დროდადრო ამერიკელებს ის უცხოპლანეტელებში ერევათ. ბოლოს ეს მოხდა გასული წლის სექტემბერში, ნიუ ჯერსიის MetLife სტადიონზე ფეხბურთის მატჩის დროს. იქაურმა მძღოლებზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მაგისტრალის პირას გაჩერდნენ და მისი ტელეფონებზე გადაღება დაიწყეს.






2-ვენერა


ვენერა ხშირად ეშლებათ უცხოპლანეტელთა ხომალდში. ზოგჯერ ეს აბსურდამდე მიდის. ჟურნალი Discover-ი იუწყება შემთხვევას, როდესაც პოლიციელები ჯორჯიის შტატიდან დაედევნენ მანათობელ ობიექტს, რომელიც სწრაფად მოძრაობდა დაახლოებით 150 მეტრის სიმაღლეზე. შედეგად, აღმოჩნდა, რომ ეს პლანეტა იყო. ვენერა ყველაზე ნათელი ციური სხეულია მზისა და მთვარის შემდეგ და მდებარეობს ჰორიზონტთან ახლოს. სავარაუდოდ, რეგულარულად სწორედ ამ ფაქტორებს შეცდომაში შეჰყავს თვითმხილველები.

image


3-მთვარე


2011 წელს ჰერტფორდშირში, დიდ ბრიტანეთში მამაკაცმა დარეკა პოლიციაში რომელიც ამტკიცებდა, რომ ხედავდა მანათობელ დაუდგენელ ობიექტს, რომელიც სახლის თავზე ტრიალებდა. თავიდან ის დარწმუნებული იყო, რომ უცხოპლანეტელები მის მიმართულებით მოძრაობდნენ, მაგრამ შემდეგ თქვა, რომ ობიექტი შეჩერდა. რამდენიმე წუთის შემდეგ მან ისევ დარეკა და თქვა, რომ საბოლოოდ იცნო- მთვარე.



4-რაკეტა SpaceX


SpaceX პროექტები ყურადღებას იპყრობს არა მხოლოდ მათი ინოვაციურობის გამო. როდესაც 2017 წლის დეკემბერში Falcon 9 რაკეტამ, როდესაც სტარტი აიღო სამხრეთ კალიფორნიიდან, მან საღამოს ცაზე მანათობელი კუდი დატოვა. ადგილობრივებს ისე შეეშინდათ, რომ ლოს-ანჯელესის სახანძრო დეპარტამენტს სპეციალური განმარტების გაკეთება მოუწია. იგივე ხდება ხშირად Starlink– ის თანამგზავრების გაშვების შემდეგ.



5-Google-ის საჰაერო ბურთი


2017 წელს კოლუმბიაში Google-ის დიდი საჰაერო ბურთი ჩამოვარდა. კომპანიამ ის გამოიყენა შორეულ ადგილებში ინტერნეტკავშირისთვის. ფერმერებმა, რომლებმაც დაინახეს, რომ "უცნაური სითხე" იღრებოდა ობიექტიდან, ის უცხოპლანეტელების ხომალდად მიჩნიეს. ადგილობრივი პოლიცია დაეხმარა მათ სიმართლის დადგენაში.

image


6-პარაშუტისტთა შოუ


აშშ-ს არმიის პარაშუტისტთა გუნდის "ოქროს რაინდების"(Golden Knights) პიროტექნიკური შოუ სამხრეთ კაროლინას ყოველწლიური ფესტივალად იქცა. მაგრამ ციდან ჩამოვარდნილი ცეცხლოვანი ბურთები, აღტაცების ნაცვლად, ზოგიერთ თვითმხილველში აღძრავს უცხოპლანეტელთა შემოჭრის მცდელობას, ამიტომ პოლიციაში ხშირია შეტყობინებები, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ფესტივალის ორგანიზატორებმა დაიწყეს პრესრელიზების გამოცემა ხალხის გაფრთხილების მიზნით ამ წარმოდგენის შესახებ, თუმცა უშედეგოდ, "ფხიზელი მოქალაქეები" საკმარისია.




7-გაყინული შარდი


2015 წელს ბრიტანელმა ასტრონავტმა ტიმ პიკმა, რომელიც სკს- ზე იმყოფებოდა, შენიშნა ოთხი მანათობელი წერტილი, რომლებიც პირდაპირ სადგურისკენ მოემართებოდა. ტიმ პიკი შეჯახებისთვის მოემზადა, მაგრამ ბოლოს ყველაფერი კარგად დამთავრდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს იყო შარდის გაყონული წვეთები რუსული კოსმოსური ხომალდიდან, რომელიც ახლომახლო დაფრინავდა.


image



8-საჰაერო გველები



საჰაერო გველებიც ასევე ხშირად ეშლებათ უცხოპლანეტელებში, განსაკუთრებით თუ ისინი LED-ნათურებით არის გაფორმებული. 2011 წლის დასაწყისში დაფიქსირდა ერთი ასეთი ობიექტი, რომელსაც ფერადი შუქებით ვანკუვერის თავზე დააფიქისირეს. 2020 წლის დეკემბერში ჰავაიზე დაინახეს მსგავსი შემთხვევა.




9-მწერები


ბზინავს, მრგვალია და სხვადასხვა მიმართულებით მიფრინავს - რა არის ეს? ეს უცხოპლანეტელების ხომალდის ტიპურ აღწერილობას ჰგავს, მაგრამ ყველაფერი გაცილებით პროზაულია. 2012 წელს დენვერის მაცხოვრებლები აღფრთოვანებული დარჩნენ უცხოპლანეტელებით.

ასტრონომმა ფილ პლეიტმა იმედი გაუცრუა მათ. მან გაარკვია, რომ არაკორეკტული კუთხით გადაღების არასწორი გამო, თვითმხილველებმა ჩვეულებრივი მწერები მფრინავ თეფშში აერიათ.

image


10-დრონები


ბოლო ათწლეულის განმავლობაში დრონები ამოუცნობი მფრინავი ობიექტების მთავარი პერსონაჟები გახდნენ. ისინი არა მხოლოდ კოსმოსური ხომალდების მინი ვერსიებს ჰგვანან, არამედ მუდმივად ჩნდებიან ყველაზე მოულოდნელ ადგილებში. დრონის მომხმარებლებს შეუძლიათ დამატონ LED განათება, რომელიც კიდევ უფრო დამაბნეველი იქნება.




image

ასევე იხილეთ



არიზონას შტატის ქალაქ ფინიქსის მაცხოვრებელმა კლინიკური სიკვდილი გადაიტანა, სააქაოს მობრუნებულის თავს გადახდენილი ამბავი გამოცემა The Mirror-მა გააცნო საზოგადოებას. გასულ წელს ტინა ჰაინსს(Tina Hines) გულის შეტევა დაემართა, მისმა მეუღლემ ბრაიანმა(რომელიც ექიმია) ქალს პირველი დახმარება აღმოუჩინა, თუმცა თინას გული მაინც გაჩერდა, მამაკაცმა...

0
92
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
92
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0