x
image
კატაპულტი
გაგრძელდება თუ არა ლარის გაუფასურება და საწვავის ფასების ზრდა საქართველოში?!

ლარის გაუფასურება საქართველოს მოსახლეობისათვის დიდი ხანია მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. ბოლო კვირების განმავლობაში ამას დაემატა საწვავის ფასების ზრდაც, რაც პანდემიისგან დაზარალებულ მოქალაქეებს კიდევ უფრო რთულ სიტუაციაში აყენებს.image

ბოლო ათი დღის განმავლობაში 1 აშშ დოლარის ღირებულებამ ზუსტად 3 თეთრით მოიმატა, ხოლო სამი თვის განმავლობაში ლარის მსგავსი გაუფასურება დოლართან მიმართებაში მესამედ დაფიქსირდა, კერძოდ, 1 დეკემბერს 1 აშშ დოლარი 3, 3253 ლარი ღირდა, 6 თებერვალს – 3.3215, დღეს კი – 3, 3198 ლარი ღირს.ჩვენს ქვეყანაში შექმნილი დაძაბული პოლიტიკური ვითარებიდან და აშშ-ში ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტებიდან (ინაუგურაცია 2021 წლის 20 იანვარს) გამომდინარე, სავარაუდოა, რომ დოლარის ღირებულება კვლავაც განაგრძობს მატებას, ვიდრე პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, არ აღდგება სხვადასხვა ბიზნესი, და პირველ რიგში ტურისტული ბიზნესი.


რაც შეეხება საწვავის ფასს, რომელიც ასევე მკვეთრად გაიზარდა ბოლო პერიოდში, ლარის გაუფასურების პირობებში, სავარაუდოა, რომ საწვავის ღირებულება კვლავაც განაგრძობს მატებას, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ აღდგა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა და ბუნებრივია, საწვავზე გაზრდილი მოთხოვნილება, გაზრდილ ფასებს ნიშნავს. ამას ისიც ემატება, რომ გუშინ მსოფლიოს წამყვან სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი კვლავ გაიზარდა ( ბარელზე 1, 55-დან 1, 67 დოლარამდე).


P.S. ასევე საინტერესოა:

ცნობილი ადამიანების საუკეთესო ფრაზები ფულის შესახებ

*

ვინ რითი შოულობს ფულს საქართველოში?!

*

რატომ არიან მასონური ორგანიზაციები ფინანსურად ძლიერები?!



0
132
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
132
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0