x
image
კატაპულტი
ვინ რითი შოულობს ფულს საქართველოში?!
image
საქართველო მდიდარი ქვეყნების რიცხვს არ განეკუთვნება, მაგრამ ბუნებრივია, ფული აქაც იშოვება.ამის შესაძლებლობა ყველას არ აქვს, უფრო მეტიც, მხოლოდ ერთეულებს ხვდათ ეს ბედნიერება წილად.

და მაინც, ვინ შოულობს ფულს ჩვენს ქვეყანაში და რითი?

დღესდღეობით ყველაზე დიდი ფული შემდეგ სფეროებში იშოვება: აზარტული თამაშები, საბანკო საქმე, ტურიზმი, ენერგო ჰესები, გაზისა და ნავთობპროდუქტების ბიზნესი და ა.შ.

ჩამოთვლილთაგან ძნელად თუ შეხვდებით რომელიმე სფეროში ქართველ მეპატრონეს.დიახ, საქართველოში ფულს ძირითადად უცხოელები შოულობენ, თუმცა ისიც ხეირია ჩვენი ერისათვის, რომ იმ ფულიდან რაღაც უმნიშვნელო წილი ქართველსაც რჩება, იქნება ეს ბენზინგასამართ სადგურზე ოპერატორად, კაზინოში კრუპიედ, ტურისტებთან გიდად, მეშახტედ ან მუშად მუშაობის საზღაური.


ქართველების დიდი ნაწილი კარგა ხანია ვაჭრობით ირჩენს თავს და რასაც ფულის შოვნა ჰქვია, ამაზე საუბარიც ზედმეტია.დიახ, ვვაჭრობთ ყველაფრით: საჭმლით, სასმლით, მანქანებით, ნარკოტიკით და ვინ მოთვლის კიდევ რამდენი რამით.

მაგრამ....

მაგრამ ეს წვრილმანი ფულის შოვნაც თანდათან ქრება და ერთეულდება.ბაზრებში დახლებთან მდგარი ასობით მოვაჭრე დიდმა სუპერ- დფა ჰიპერ-მარკეტებმა ჩაანაცვლა, და მოგებაც ერთეულებთან მიდის უკვე. (ნარკოტიკი არ იგულისხმება)

აი, რატომ გვყავს ერთეული მილიონერი და 60-70% ლუკმა-პურისთვის მებრძოლი ერი.

ასევე წაიკითხეთ:

image

ცნობილი ადამიანების საუკეთესო ფრაზები ფულის შესახებ

წარმატებული ადამიანების გამონათქვამები წარმატებაზე

გამდიდრების მარტივი შესაძლებლობა

0
201
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
201
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0