სხვა რატომ არიან მასონური ორგანიზაციები ფინანსურად ძლიერები?! 2020, 31 იანვარი, 17:18 მსოფლიოში გავრცელებულია აზრი, რომ მასონური ორგანიზაციები დიდ ფინანსებს განკარგავენ, რაც სიმართლეს შეესაბამება.თუმცა ისმის კითხვა, საიდან ასეთი ფინანსური შესაძლებლობები?
ამ კითხვაზე პასუხისათვის შუა საუკუნეებში უნდა გადავინაცვლოთ, იმ პერიოდში, როდესაც ჯვაროსნულ ლაშქრობებში ტამპლიერთა ორდენის რაინდები ჩაებნენ ( სწორედ ისინი მიიჩნევიან მასონთა წინამორბედებად). ისტორიულად ცნობილია, რომ იმ პერიოდისათვის ორდენის რაინდებმა დიდი რაოდენობით ქონება დააგროვეს ლაშქრობების შედეგად, ამას დაემატა შემდგომში მევახშეობა და ვაჭრობა, რაც მათ სიმდიდრეს უფრო მასშტაბურს ხდიდა.
აღსანიშნავია, რომ მათვე ეკუთვნით ფულადი კრედიტის გაცემის იდეა და მექანიზმი, სქემა, რომლითაც სამეფო ოჯახის წარმომადგენლები სარგებლობდნენ. ამის შემდეგ, საფრანგეთის მეფე ფილიპე ლამაზმა სიკვდილით დასაჯა ტამპლიერთა ნაწილი, ნაწილმა კი თავი დიდ ბრიტანეთს შეაფარა, სადაც ქვისმთლელთა გაერთიანებაში გაწევრიანდნენ. იქ მათ შეიტანეს ფული და რაინდული რიტუალები, მათ მოგვიანებით ინკვიზიციისაგან დევნილი ადამიანებიც შეუერთდნენ. გაერთიანება სწრაფად გაიზარდა და ჩამოყალიბდა პირველი მასონური ლოჟები. მასონები ფლობდნენ საიდუმლო ცოდნას, ოკულტურ გამოცდილებას. სავარაუდოა, რომ ამ ცოდნის საზიარებლად მასონური გაერთიანების წევრობის მსურველები ერთგვარ საწევროს იხდიდნენ, რაც დღეს უკვე დადასტურებულად მიღებულია. სწორედ ამიტომ ტამპლიერების მიერ დიდ ბრიტანეთში გატანილი ქონება უფრო და უფრო იზრდებოდა.ამასთან ცნობილია, რომ მასონთა დიდი ნაწილი დასაქმებულია საბანკო სივრცეში, ეს არცაა გასაკვირი, საკრედიტო სისტემა ხომ სწორედ მათი მოფიქრებულია. გარდა ამისა, თანამედროვე მასონურ ლოჟებში წევრობისათვის დაწესებულია სპეციალური გადასახადი. სხვადასხვა ლოჟის წევრობისათვის სხვადასხვა თანხაა დაწესებული. აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიოს ერთ- ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ვალუტის, ერთ დოლარიან კუპიურაზე მასონთა სიმბოლოა გამოსახული ( პირამიდის თავზე თვალი). ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობ, აღარ უნდა იყოს გასაკვირი, თუ რატომ არიან მასონური ორგანიზაციები ფინანსურად ძლიერები. ასევე საინტერესოა: 717 2-ს მოსწონს
|