x
image
კატაპულტი
ისევ გაუფასურდება თუ არა ლარი?!
image

ლარის კურსი ქართველი მოსახლეობისათვის ბოლო პერიოდისათვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხია.ამას ძირითადად ორი მიზეზი განაპირობებს: 1.დოლარში აღებული სესხი, რომლის დასაფარადაც ლარის უფრო მეტი რაოდენობაა საჭირო დოლარის მაღალი კურსის შემთხვევაში, და 2.პროდუქტებსა და საწვავზე ფასების მატება.

2017 წლის დეკემბრის შუა რიცხვებიდან ლარმა გამყარება დაიწყო როგორც დოლართან, ასევე ევროსთან მიმართებაშიც. უკანასკნელის შემთხვევაში საუკეთესო გაცვლითი კურსი დაფიქსირდა 16 დეკემბერს, 1ევრო- 2, 9980 ლარი.ხოლო დოლარის შემთხვევაში ყველაზე დაბალი გაცვლითი კურსი ბოლო პერიოდის განმავლობაში გახლდათ 2017 წლის 22 დეკემბერს, როდესაც 1 დოლარი 2, 5266 ლარი ღირდა.ზემოთ აღნიშნული თარიღების შემდეგ ლარი მცირედით გაუფასურდა, ხოლო 10 იანვრიდან ასევე უმნიშვნელოდ გამყარდა.დღეის მდგომარეობით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, 1 დოლარი 2, 5616 ლარი ღირს, 1ევრო კი – 3, 1049 ლარი.

image


ლარის გამყარება სტატისტიკის მიხედვით, დროებითი მოვლენაა, რადგან ახალი წლის სამზადისისათვის მოსახლეობაში არსებული დოლარისა და ევროს მარაგი ლარზე გადაიცვლება, ასევე საზღვარგარეთიდანაც წინა საახალწლო პერიოდში უფრო მეტი უცხოური ვალუტა შემოედინება გზავნილების სახით, ვიდრე წელიწადის სხვა რომელიმე დროს.ეს ორი ფაქტორი განაპირობებს უცხოური ვალუტის მატებას ქვეყანაში და შესაბამისად, ლარი მცირედით გამყარდა, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ახალი წლის დღესასწაული მუდმივი არაა და სავარაუდოდ, ლარი მალე კვლავ გაუფასურებას დაიწყებს ტურისტების ქვეყანაში მომრავლებამდე, ანუ გაზაფხულის მიწირულამდე, ამასვე მოწმობს ბოლო წლების სტატისტიკაც.

0
32
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0