x
image
კატაპულტი
მსოფლიოში ნავთობის ფასი მკვეთრად ეცემა,რა ხდება ამ მხრივ საქართველოში?!
image
მსოფლიოში ნავთობის ფასი კვლავ დაეცა და პარასკევის ვაჭრობის შედეგად, მისი ღირებულება ძალიან მიუახლოვდა ა/წლის მარტის თვის ყველაზე დაბალ მაჩვენებელს. ფასი შემცირდა როგორც ამერიკულ, ისე რუსულ და ევროპულ ნავთობზე. მიზეზი ყველასათვის კარგად ცნობილი კორონავირუსით ინფიცირების სწრაფად მზარდი სტატისტიკაა. ნავთობზე მოთხოვნის შემცირება კი ვირუსის გავრცელების პირდაპირპროპორციული გახდა. ერთი ბარელის ( 159 ლიტრი) ფასმა პარასკევს 37, 19 აშშ დოლარი შეადგინა.კიდევ უფრო დაბალია აშშ-ს WTI (West Texas Intermediate) ტიპის ბარელზე - ერთი ბარელი 35, 78 აშშ დოლარი. აღსანიშნავია, რომ ამერიკულ ნავთობზე ოქტომბრის თვეში ფასები თითქმის 12 %-ით დაეცა.

იმის გათვალისწინებით, რომ ევროპასა და აშშ-ში ვირუსის მეორე ტალღას ებრძვიან, სავარაუდოა, რომ ნავთობზე ფასების მატება ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე მკვეთრად არ მოხდება.

რა ხდება ამ მხრივ საქართველოში?

ჩვენს ქვეყანაში ამ დროისათვის ნავთობპროდუქტებზე შემდეგი ფასებია:


რეგულარი- 1, 89-დან 2, 17-ლარამდე.

პრემიუმი - 1, 97-დან 2, 27 -ლარამდე.

სუპერი- 2, 36-დან 2, 2-ლარამდე.

დიზელი - 1, 74-დან 2, 28-ლარამდე.

ევრო დიზელი - 2, 04-დან 2, 29-ლარამდე.

აღსანიშნავია, რომ ზაფხულის პერიოდში, უფრო ზუსტად მაისის ბოლოდან ივნისის ბოლომდე აღნიშნულ პროდუქტებზე ფასები დაახლოებით 20-50 თეთრით ნაკლები იყო. ა/წლის მარტის თვეში საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტიორი კომპანიები აცხადებდნენ, რომ ნავთობზე ფასების ვარდნა ქვეყანაში მყისიერად არ აღიბეჭდებოდა, რადგან გარკვეული მარაგი მათ უკვე შეძენილი ჰქონდათ ძველი ფასით .შესაბამისად, საქართველოში ნავთობპროდუქტებზე ფასების დაწევა დაახლოებით მაისის დასაწყისიდან დაიწყო. ( მარტსა და მაის-ივნისში ლარის კურსი დოლართან მიმართებაში თითქმის იდენტური იყო)

სავარაუდოა, რომ ახლაც იგივე განმეორდება და ჩვენს ქვეყანაში აღნიშნულ პროდუქტზე ფასები მხოლოდ 1 თვის ან თვენახევრის შემდეგ დაიწევს.


4
218
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
218
  
2020, 13 ნოემბერი, 22:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 2 ნოემბერი, 0:00
სააფთიაქო ქსელებში უარესობაა...
2020, 1 ნოემბერი, 23:16
მარტო ნავთობზე არ ხდება ეგრე, დოლარი აიწევს,აიწევს ფასებიც და დოლარი სულ რომ 1 ლარი გახდეს,ის ფასები მაინც ისე რჩება
2020, 1 ნოემბერი, 23:08
ძალიან მომეწონა სტატია აქტუალურობის გამო. აქ კარტელური შეთანხმებით მუშაობენ საწვავის შემომტანი კომპანიები და მსოფლიო ბაზარზე საწვავზე ფასის დაცემის მიუხედავად აქ მაინც მაღალი ფასები უკავიათ.
:(
0 1 4