სხვა 7 ყველაზე უჩვეულო პატარა ქალაქი მსოფლიოში 2021, 25 თებერვალი, 8:50 დედამიწის ყველა ქალაქი და სოფელი უნიკალურია, მაგრამ ზოგიერთი იმდენად არაჩვეულებრივია, რომ ძნელი დასაჯერებელია მათი არსებობა. 1. ქალაქი კლდეში, ესპანეთიესპანეთში, ქალაქი Setenil de las Bodegas იზიდავს ტურისტებს მთელი მსოფლიოდან - ალბათ იმიტომ, რომ ის ჩაშენებულია უზარმაზარ ბაზალტის კლდეში. აქ არის ქუჩები, სადაც ცის ნაცვლად ზემოდან ჩამოკიდებულ კლდეებს ხედავთ. შეიძლება ისე გამოიყურება, თითქოს სადაცაა ჩამოვარდება ქვა, მაგრამ ისინი საუკუნეა ასეა. 2. ყველაზე ლურჯი ქალაქი, მაროკოგასაოცრად ლამაზი ქალაქი შეფშაუნი (შავენი) მაროკოში, სადაც ყველაფერი ლურჯია: კედლები, კარები, კიბეებიც კი. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ქალაქი ასე ებრაელებმა მოხატეს, რადგან მათთვის ცისფერი წმინდა ფერია. მართალია ებრაელები აქ კარგა ხანია აღარ ცხოვრობენ, მაგრამ ტრადიცია გრძელდება. 3. უკანასკნელი უფასო ქალაქი, ამერიკაკალიფორნიაში არის ასეთი პატარა ქალაქი სლამი, სადაც ძირითადად დასახლებულები არიან ჰობოები - უსახლკაროები, პენსიონერები და ისინი, ვისაც წასასვლელი არ აქვს. აქ ხალხი მისაბმელებსა და იმპროვიზირებულ სახლებში ცხოვრობს წყლის, ელექტროენერგიის და მისამართების გარეშე. ასევე არ არის კომუნალური მომსახურება, ისევე როგორც გადასახადები და ქირა. ეს ყველაფერი დისკომფორტს ჰგავს, მაგრამ ვინც აქ იყო, ბევრი ამბობს, რომ სინამდვილეში პირიქითაა. სლაბერები თავიანთ ქალაქს "ამერიკის ბოლო თავისუფალ ქალაქს" უწოდებენ. 4. ქალაქი ღია ზღვაში, აზერბაიჯანინეფტ დაშლარი, ან "ნავთობის ქანები" არის ინდუსტრიული ქალაქი აზერბაიჯანში. იგი მდებარეობს ლითონის პლატფორმებზე ღია ზღვაში, ნავთობის საბადოზე. ქალაქში არავინ ცხოვრობს, თუმცა რამდენიმე თვის განმავლობაში დაახლოებით 2, 000 ადამიანი მოდის მორიგეობით აქ სამუშაოდ. 5. გამოქვაბულის ქალაქი, ტუნისიმატმატა არის სამხრეთ ტუნისის ქალაქი, სადაც ბერბერულ მიწისქვეშ უამრავი საცხოვრებელია და კვლავაც დასახლებული რჩება. 1970-იან წლებში აქ აშენდა ზედაპირული სახლები, მაგრამ ბევრ ადგილობრივ მოსახლეს ურჩევნია თავის ტრადიციულ სახლში ცხოვრება. ვარსკვლავური ომების თაყვანისმცემლები ამ ადგილს ლუკ სკაიუოკერის სახლად აღიარებენ. 6. უცხოპლანეტელების ქალაქი, ნიუ-მექსიკო1947 წელს უცხოპლანეტელი ჩამოვარდა ქალაქ როსველთან. ის, რაც სინამდვილეში იყო, კვლავ კამათის საგანია, მაგრამ როზველი საყოველთაოდ ცნობილი გახდა, როგორც უცხოპლანეტლის ქალაქი. ამ ადგილას უცხოპლანეტელების თემატიკის ფესტივალები ტარდება და აქაური მაკდონალდსიც კი უცნოპლანეტელების გამოსახულებებით არის გაფორმებული. 7. ქალაქი სადაც ვერ მოკვდები, ნორვეგიანორვეგიის პატარა ქალაქი ლონგირი, არის ერთ-ერთი ყველაზე ჩრდილოეთით დასახლებული პუნქტი და ადგილი, სადაც ოფიციალურად ვერ მოკვდები. ქალაქში არის სასაფლაო, მაგრამ იგი 70 წელია არავის გამოუყენებია. ამის მიზეზი არის ყინვაგამძლე კლიმატი, რომელიც ხელს უშლის მკვდარი სხეულების დაშლას და მათ ველური ცხოველების მოზიდვის საგნად აქცევს. ამიტომ მიცვალებულები ნორვეგიის მატერიკზე თვითმფრინავით გადაჰყავთ. ნახეთ სხვა-ები:1. 10 ყველაზე უცნაური მთა მსოფლიოში2. ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტად აქვთ სექსი3. 10 საუკეთესო ფილმი LGBT უმცირესობების შესახებ4. მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალები5. 11 ყველაზე საშიში ადგილი მსოფლიოში6. 7 თანამედროვე ქალაქი, რომელიც მოჩვენებათა ქალაქად იქცა, რადგან იქ ცხოვრება არავის სურს7. ქალის 16 ტრადიცია, რომელიც უნდა დავივიწყოთ8. 11 ფაქტი, როცა ქართველ პოლიტიკოსებს ესროლეს კვერცხი, ფეხსაცმელი, ნაგავი და ტყვიაც კი9. 9 დაუჯერებელი ადამიანი, რომლებიც გვახსენებენ, რომ შეუძლებელი არაფერია10. ცნობილების 11 გიჟური სასახლე11. მსოფლიოს 7 ულამაზესი ტბა12. ქყვენები, სადაც ყველაზე მეტი ქართველია წასული13. 5 საუცხოო გზა მსოფლიოში14. Pixar-ის 12 ანიმაცია, რომელიც ღრმა ფსიქოლოგიურ დატვირთვას ატარებს15. 2020 წლის 15 ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი16. 7 საიდუმლო მსოლიოს ყველაზე ცნობილი ნუმუშებისა1426 1-ს მოსწონს
|