საქართველო მოკლედ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, გახარიას მელია ,,ჩაუდეს"! 2021, 20 თებერვალი, 15:55 "გახარიას მელია ჩაუდეს?!
ევროკავშირის ელჩმა, ამერიკის საელჩომ, შემდეგ კი უკვე, მთლად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ფაქტობრივად, ღიად მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტონ მელიას პოლიტიკური დევნა!
ქოცხელისუფლებამ სასამართლო გადაწყვეტილებით მელიას დაკავება - ანუ კანონის აღსრულება - “გადადო"!
არადა, დასავლეთის რეაქციის პროგნოზირება თავიდანვე იყო შესაძლებელი!
ჰოდა, ჩნდება მარტივი კითხვა:
მთელი ეს სასამართლო პროცესი და აურზაური რისთვის მოეწყო - გახარიას გუნდიდან გასაპანღურებლად?!
თუ გახარია ხელს მოაწერდა ნაცოფისზე ღამეულ შტურმს, ყველაფერი მას შეეტენებოდა და ის მაინც გადადგებოდა!
არ მოაწერა ხელი ამას და მაინც გადადგა!
მოკლედ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, გახარიას მელია “ჩაუდეს"!
და თუ მელიას აღარ დაიჭერენ, ეს სწორედ ამის მანიშნებელი იქნება!
ლოგიკური დასკვნა:
ქოცნებამ შიდა-კლანური გარჩევებისთვის, შეგნებულად მოახდინა დესტაბილიზაცია, რითაც კიდევ უფრო დაასუსტა სახელმწიფო და კიდევ უფრო გააძლიერა ნაცხროვა, რომელსაც სალაპარაკო ექნება, მელიას მაინც ხომ ვერ მოსჭამეთ ფეხებიო!
ქოცნება მხოლოდ ხალხს აბითურებს ვითომ ნაცებთან ბრძოლით, ესენი ნაცებს ვერასოდეს დაამთავრებენ!
პირიქით, ხელისუფლებისკენ მიაქანებენ!" წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი და პოლიტიკური მოძრაობა "ქართული მარშის" თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გიგაური.
282 5-ს მოსწონს
|