x
image
ნინო ხიმშიაშვილი
ციმბირში გაჩენილი მასიური ხვრელების საიდუმლოება, მეცნიერებმა ამოხსნეს
image
გასულ წელს მასიური მე-17 კრატერი გამოჩნდა ციმბირის მოშიშვლებულ ტერიტორიაზე, იამალის და გიდანის ნახევარკუნძულებზე, რუსეთის არქტიკაში. მეთანის გაზის ძლიერი აფეთქებით გამოწვეული ემ მოვლენა ცარიელ და მასიურ ხვრელებს ტოვებს ციმბირის - "სამყაროს დასასრულის" უკაცრიელ ლანდშაფტში.


პირველად ეს მოვლენა 2013 წელს დააფიქსირეს. მეცნირები ფიქრობენ, რომ ამ იდუმალი კრატერების წარმოქმნა დაკავშირებულია კლიმატის ცვლილებასთან. დღესდღეოიბით ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა დრონების ფოტოგრაფია, 3D მოდელირება და ხელოვნური ინტელექტი ხელს უწყობს მათი საიდუმლოებების გამოვლენას.


მეცნიერთა ჯგუფმა დრონით შეისწავლა ბოლოს აფეთქებული კრატერი. დრონმა დაახლოებით 80 სურათი გადაიღო, რაც მკვლევარებს საშუალებას აძლევს შექმნან კრატერის 3D მოდელი, რომლის სიღრმე 30 მეტრია.



მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მეთანის გაზი ყინულის ღრუში გროვდება, რის გამოც წარმოიქმნება ბორცვი და იზრდება, სანამ არ აფეთქდება. საბოლოოდ კი რჩება მასიური კრატერი.


ჯერ კიდევ გაურკვეველია მეთანის წყარო. ეს შეიძლება მოვიდეს დედამიწის ღრმა ფენებიდან, ან უფრო ახლო ზედაპირიდან - ან ორივეს კომბინაციით.


კრატერის დაფიქსირება ადვილია ვერტმფრენიდან ზაფხულის პერიოდში. როცა სსითბოა, რაც იწვევს თოვლის დნობას და მიწის ზედა ფენების გახურებას.


მიუხედავად იმისა, რომ ეს კრატერები ძალიან იშვიათად წარმოიქმნება დასახლებულ რეგიონში, ისინი საფრთხეს უქმნიან მკვიდრ მოსახლეობას და ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურას.


მათი აღმოჩენა ვერტმრფრენიდანაა შესაძლებელი, ან პოულობენ ირმების მწყემსები.


მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის 17 კრატერია დოკუმენტირებული, ჯერ არ არის ცნობილი რამდენია, ან როდის შეიძლება აფეთქდეს შემდეგი.
მეცნიერებს ჯერ არ აქვთ კარგი იარაღები გაზების ემისიის კრატერების დასადგენად.


თუმცა მასაჩუსეტსის ვუდუელის კლიმატის კვლევითი ცენტრის გუნდი ცდილობს ამის შეცვლას, რომ შესაძლებელი გახდეს თუ სად შეიძლება მოხდეს შემდეგი აფეთქება.

მკვლევარებმა შეიმუშავეს ალგორითმი ისეთი ცვლილების დასადგენად, როგორიცაა ბორცვების სიმაღლე და ტბების გაფართოება, ან შემცირება იამალისა და გიდანის ნახევარკუნძულებზე.


”ეს კრატერები წარმოადგენს ... პროცესს, რომელიც ადრე მეცნიერებისთვის უცნობი იყო”, - თქვა სუე ნატალიმ, ვუდუელის კლიმატის კვლევის ცენტრის Arctic პროგრამის დირექტორმა და კვლევის თანაავტორმა.


კრატერები და სხვა მკვეთრი ცვლილებები, რომლებიც ხდება არქტიკის მთის ლანდშაფტზე, მიანიშნებს არქტიკის სწრაფად დათბობასა და გალღობაზე, რასაც შეიძლება მძიმე შედეგები მოყვეს არქტიკის მაცხოვრებლებისთვის და გლობალურად.




0
1107
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
1107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0