x
image
თამილა გურაშვილი
იტალიაში ვულკანი ეტნა ამოიფრქვა
image




იტალიის კუნძულ სიცილიაზე ვულკანმა ეტნამ გაიღვიძა. ვულკანი ფერფლს ისვრის ერთი კილომეტრის სიმაღლეზე. ამოფრქვევის გამო შეჩერდა კატანიის აეროპორტის მოქმედება, რომელიც ვულკანთან ახლოს მდებარეობს.





ეტნას ამოფრქვევები ყოველთვის სანახაობრივია იმის გამო, რომ ფერფლის სიმაღლე რამდენიმე კილომეტრზე ადის და ლავის შადრევნები საკმაოდ მაღალია.
მიუხედავად სანახაობისა, ხელისუფლებამ და მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ვულკანი არ წარმოადგენს საფრთხეს ეტნას ძირში მდებარე ქალაქებში მცხოვრები ხალხისთვის.





ეტნა ევროპაში ყველაზე მაღალი და ყველაზე დიდი მოქმედი ვულკანია. ვულკანის კრატერები ლავას ამოფრქვევას იწყებენ ყოველ სამ თვეში.






სტატისტიკის თანახმად, 150 წელიწადში ერთხელ, ეტნას ამოფრქვევის გამო, თითო სოფელი ნადგურდება. ამასთან, საშიშროების მიუხედავად, სიცილიის მკვიდრნი განაგრძობენ ვულკანის ფერდობებზე დასახლებას. მინერალების წყალობით, რომლებიც ამოფრქვევის შემდეგ იქმნება ლავაში და ფერფლში, ეტნას ფერდობებზე ნიადაგი ძალიან ნაყოფიერია. მათზე გაშენებულია ხილი, ზეთისხილი, ვენახები.

0
38
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0