x
image
ლანა92
გამჭვირვალე არსება ახალი ზელანდიიდან, რომელსაც ტვინი არ აქვს

image




ზღვის სალპი ერთ-ერთია ახალი ზელანდიის ბინადარ მომაჯადოებელ არსებებს შორის. თითქოს იგი მცურავ ტვინს ჰგავს, მაგრამ ზღვის სალპს ნამდვილად არ აქვს ეს ორგანო. ამ არსებას აქვს მარტივი ნერვული სისტემა, რომელიც ეხმარება ზღვის სალპს ა წერტილიდან ბ-ში გადაადგილებაში, სივრცეში ორიენტირებაში. ზღვის სალპი ღეჭავს, ინელებს პატარა ორგანიზმებს, რომელთაც გზაზე ხვდება.

სალპის გამჭვირვალე სხეული ნიღბავს რეაქტიულ მოძრავ სისტემას. იგი, რვაფეხების მსგავსად, მოძრაობს, წყლის ჭავლს ერთი მხრიდან მეორეში გადაისვრის.

ზღვის სალპების სასიცოცხლო ციკლი მეტად უცნაურია. ისინი ცხოვრებას იწყებენ, როგორც ერთმანეთთან დაკავშირებული არსებების გიგანტური ჯაჭვი. ყველა ზღვის სალპი ჰერმაფროდიტია (ორსქესიანი). ამიტომ ისინი ერთმანეთთან ჯვარდებიან, წყვილდებიან და მრავლდებიან მანამ, სანამ ცალკე ცხოვრებას იწყებენ. კიდევ ერთხელ მრავლდებიან სიკვდილის წინ.

0
64
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0