საზოგადოება ბაირონის და ქართველი გოგონას ისტორია 2021, 16 თებერვალი, 14:26 22 წლის ჯორჯ ბაირონი, მცირე აზიაში მოგზაურობისას მონათა ბაზარზე გასაყიდად გამოყვანილ 13 წლის ქართველ გოგონას სახელად თირზას (სახელი დაზუსტებული არ არის) გადაეყარა. თბილისელი მემამულის ერთადერთი ქალიშვილი ცხვრებს გასდევნებია თამაშისას და ქურთებს მოუტაციათ. ბაირონმა ქართული არ იცოდა და გოგონამ ინგლისური, მაგრამ იმ დროს გავრცელებული იყო ვაჭართა და მოგზაურთა ენა ლინგვა- ფრანკა, ქართველი გოგონა კი ამ ენას დაუფლებოდა, რადგან მესამედ იყო გასაყიდად გამოყვანილი. ბავშვის ასაკმა და გარეგნობამ ბაირონი შეძრა. დონ-კიხოტის მანერებითა და აზროვნებით ცნობილი პოეტი ადამიანს გასაჭირში ვერ დატოვებდა. იქვე გამოისყიდა გოგონა და აღუთქვა, რომ საქართველოში დააბრუნებდა. შემდეგ, ვისაც ანდო ეს გოგონა, ჩანს, რომ მან უღალატა და პოეტმა გოგონას კვალი დაჰკარგა. წელიწად-ნახევარს ეძებდა მას ბაირონი, იპოვა, მაგრამ გოგონას ჯანმრთელობა შერყეული ჰქონდა. შეხვედრას მასზე ძლიერი შთაბეჭდილება მოუხდენია, გოგონა ტიროდა და ყელზე ეხვეოდა. მან არ იცოდა, ვინ იყო ბაირონი. პოეტი კვლავ დაჰპირდა სამშობლოში დაბრუნებას, გოგონა საიმედო ხელში დატოვა და მოგზაურობა განაგრძო. გოგონა კუნძულ კრეტაზე წაუყვანიათ სამკურნალოდ და ჰაერის გამოსაცვლელად, მაგრამ მისმა ჯანმრთელობამ ვეღარ გაუძლო და დაიღუპა. როცა ბაირონმა ეს ამბავი შეიტყო, ძალიან მძიმედ განიცადა. 183 2-ს მოსწონს
|